• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, May 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გიორგი კვირიკაშვილმა ბელარუს-საქართველოს ბიზნესფორუმი გახსნა

10 years ago
in პოლიტიკა
A A
გიორგი კვირიკაშვილმა ბელარუს-საქართველოს ბიზნესფორუმი გახსნა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

კვირიკასაქართველო, როგორც საიმედო სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორი – ეს იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სიტყვით გამოსვლის ძირითადი თემა საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმზე, რომელიც დღეს მინსკში გაიმართა.

მთავრობის მეთაურმა საუბრისას ყურადღება საქართველოს მიღწევებსა და ქვეყანაში წარმატებით განხორციელებულ რეფორმებს დაუთმო.

„საქართველო მეტად სახარბიელო შესაძლებლობებს გვთავაზობს რეგიონში ევროპული ბიზნესის, ინვესტიციების, ინოვაციებისა და იდეების განსახორციელებლად. თქვენს განკარგულებაშია უფასო, ღია, გამჭვირვალე და ინკლუზიური ბიზნესგარემო, მარტივი საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების სისტემა, არაკორუმპირებული და ბიზნესისადმი მეგობრული მთავრობა, შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმები (FTA და GSP) მრავალ პარტნიორთან, დაბალფასიანი და პროფესიულად მომზადებული მუშახელი, სტაბილური საბანკო სექტორი, ვალუტის გაცვლის შეზღუდვების არარსებობა. საქართველოს უკვე 44 ქვეყანასთან აქვს დადებული ხელშეკრულებები, გადასახადებით ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციებზე ისაუბრა.

· მსოფლიო ბანკის რეიტინგების მიხედვით 198 ქვეყანას შორის 24-ე ადგილზეა ბიზნესის მარტივად წარმოების თვალსაზრისით;

· ფონდი Heritage საქართველოს მსოფლიოში 23-ე ადგილს ანიჭებს როგორც თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყანას;

· Forbes Business & Financial News-ის მიერ გამოშვებული Tax Misery & Reform Index-ის თანახმად, საქართველო, საგადასახადო ტვირთის მიხედვით, მეოთხე ქვეყანაა ყატარის, არაბთა გაერთიანებული საემიროებისა და ჰონგკონგის შემდეგ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიზნით, მთავრობა ეროვნული საინვესტიციო კანონმდებლობის დახვეწაზე მუშაობს, რაც საქართველოში საინვესტიციო კლიმატის სტიმულირებასა და განვითარებას შეუწყობს ხელს.

ამასთან, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან თანამშრომლობით, მუშაობს ახალ კანონზე, რომელმაც უნდა გააერთიანოს ორი ძირითადი კანონი ინვესტიციების ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ.

„ჩვენ შევიმუშავებთ ერთიან, მოწინავე საკანონმდებლო აქტს, რომელიც ფოკუსირებული იქნება ინვესტორთა უფლებებსა და გარანტიებზე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და რეკომენდაციების შესაბამისად“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურის შეფასებით, მცირე და საშუალო საწარმოები ქვეყნის ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს და სწორედ მათი კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფისა და ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობისათვის შეიქმნა მეწარმეობის განვითარების სააგენტო, რომლის მიზანია ფინანსური და ტექნიკური დახმარების აღმოჩენა, ექსპორტის ხელშეწყობა, საკონსულტაციო მომსახურების გაწევა, ბიზნესის წარმოების უნარების განვითარება და ა.შ.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ შესახებ, რომელიც კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და მცირე თუ საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზეა ორიენტირებული. „პროგრამას 2 მიმართულება აქვს – სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო წარმოება. ამ პროგრამის ფარგლებში უკვე განხორციელდა 154 პროექტის ხელშეწყობა, რომელთა საინვესტიციო ღირებულება 375 მილიონ ლარს აღემატება“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე დაასახელა ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომი სახელმწიფო პროგრამები და ფონდები:

· სახელმწიფო სააქციო საზოგადოება „საპარტნიორო ფონდი“, რომლის ბიუჯეტი 2 მილიარდ დოლარს შეადგენს. ფონდი წარმოადგენს პარტნიორ ორგანიზაციას საქართველოს მხრიდან და მისი მიზანია პარტნიორებთან თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურული პროექტების, წარმოებისა და ტურიზმის სფეროებში;

· კერძო საინვესტიციო ფონდი „თანაინვესტირების ფონდი“, რომლის ბიუჯეტია 6 მილიარდი აშშ დოლარი და რომლის ინვესტორებიც არიან Dhabi Group და Ras Al-Khaimah Investment Autority არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის ფონდი, Calik Holding A. თურქეთიდან. ფონდი ახორციელებს პროექტებს ენერგეტიკის, წარმოების, სოფლის მეურნეობის, ლოგისტიკის და ასევე უძრავი ქონების სექტორში;

· პროექტი „შეღავათიანი აგროკრედიტი“ – 1 მილიარდი აშშ დოლარის ბიუჯეტით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიმზიდველი ეროვნული საინვესტიციო კლიმატის გარდა, მნიშვნელოვნად ფართოვდება ექსპორტის შესაძლებლობები, კერძოდ, საქართველოს აქვს შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმები პარტნიორ ქვეყნებთან:

· თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირის ქვეყნებთან, თურქეთთან და დსთ-თან საერთო ბაზრით, რომელიც 800 მილიონ მომხმარებელს მოიცავს;

· შეღავათიანი რეჟიმები GSP და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, კანადასთან, იაპონიასთან, შვეიცარიასთან და ნორვეგიასთან საერთო ბაზრით, რომელიც 500 მილიონ მომხმარებელს აერთიანებს;

„ამჟამად, ჩვენი პრიორიტეტია იმ შესაძლებლობების საუკეთესოდ გამოყენება, რომლებსაც DCFTA უზრუნველყოფს. DCFTA-ის ეფექტიანი განხორციელება ხელს შეუწყობს ქართული ეკონომიკის ზრდას, ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს შეუქმნის უფრო ხელსაყრელ პირობებს, წაახალისებს ეკონომიკის მოდერნიზაციას. გარდა ამისა, ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ თავისუფალი ვაჭრობის ევროპულ ასოციაციასთან და ვიმედოვნებთ, ეს პროცესი 2016 წლის ბოლოსთვის დასრულდება. ჩვენ ასევე დავიწყეთ მოლაპარაკებები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების თაობაზე. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო, რომ საქართველო პირველი ქვეყანა იქნება რეგიონში, რომელსაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა ექნება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საქართველოს მიმზიდველობას, სხვა ძირითადი მიმართულებების გარდა, მისი სტრატეგიული მდებარეობაც განაპირობებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს, როგორც ტვირთების გადაზიდვისა და აზიიდან ევროპაში ნახშირწყალბადების ტრანსპორტირების რეგიონალური ცენტრის, როლი სულ უფრო იზრდება; ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ და აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალი ძირითადი რეგიონალური სატრანზიტო მარშრუტები საქართველოზე გაივლის.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ არსებული სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების მიზნით, საქართველო მრავალ მასშტაბურ საერთაშორისო პროექტში მონაწილეობს:

· ახალი ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში, რომლის მშენებლობის დაწყება იგეგმება 2016 წელს – მას შესაძლებლობა ექნება, მიიღოს PANAMAX-ის ტიპის მსხვილი ტონაჟის სატვირთო გემები და პორტის ტვირთბრუნვა წელიწადში 100 მილიონ ტონას შეადგენს;

· ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა პირდაპირ დააკავშირებს ერთმანეთთან თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს, რაც ორჯერ შეამცირებს საქონლის აზიიდან ევროპაში გადაზიდვის დროს და პირიქით. პროექტის დასრულება 2016 წლის ბოლოსთვის იგეგმება;

· მულტიმოდალური სამარშრუტო მატარებელი (Silk Wind) მიმართულია ჩინეთიდან ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის გავლით, ევროპისკენ მიმავალი სარკინიგზო კონტეინერული სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისკენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმის“ შესახებ, რომელიც იყო მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია ყველა დაინტერესებული სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის, რათა გაფართოებულიყო თანამშრომლობა ოთხ ძირითად დარგში – ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ვაჭრობა და სახალხო დიპლომატია. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ფორუმმა ბევრი ქვეყანა და აბრეშუმის გზის მარშრუტთან დაკავშირებული ბიზნესის მთავარი ხელმძღვანელები დააინტერესა.

ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაური ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენციასაც შეეხო.

„2014 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანმა მოცულობამ 1.76 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 97%-ით აღემატება 2013 წლის მაჩვენებელს. ეს გარემოება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რეგიონში და მისი ფარგლების გარეთ არსებული ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის პირობებში, რომელმაც არაერთი მეზობელი ქვეყნის განვითარება შეანელა. 2015 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა, წინასწარი მონაცემებით, 1.35 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უდიდესი წილი ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ფინანსების, მშენებლობის, წარმოებისა და ენერგეტიკის სფეროებზე მოდიოდა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ბელარუსის პრემიერთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე განხილული იყო თანამშრომლობის ბევრი საინტერესო მიმართულება, მათ შორის საინფორმაციო და მაღალი ტექნოლოგიების სფერო, ტრანსპორტი, ტურიზმი და სხვა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ სექტემბერში თბილისი ბელარუსის ტექნოლოგიების გამოფენას უმასპინძლებს და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობის პირველი შედეგები წლის ბოლოსთვის უკვე გამოჩნდება. პრემიერი დარწმუნებულია, რომ ბელარუს-საქართველოს ბიზნესფორუმი ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

ბიზნესფორუმის გახსნაში საქართველოს მთავრობის მეთაურმა ბელარუს კოლეგასთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

ანდრეი კობიაკოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთელი რიგი მიმართულებებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალი არსებობს. მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია, ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდა 200 მილიონ აშშ დოლარამდე. ანდრეი კობიაკოვმა საქართველოში ბელარუსი ტურისტების მზარდ ტენდენციაზეც ისაუბრა. ბელარუსის პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ფორუმი ბიზნესებს შორის კონტაქტების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

ბიზნესფორუმში 50-მდე ქართულმა და ბელარუსულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. კომპანიებმა, ფორუმის დასრულების შემდეგ, საკუთარი პროდუქცია საქართველოსა და ბელარუსის პრემიერ-მინისტრებს წარუდგინეს.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

„ამ სეზონზე “ზეთას“ 8000 სტუმარი ეწვია“ – ანანო არაბული

„ამ სეზონზე “ზეთას“ 8000 სტუმარი ეწვია“ – ანანო არაბული

11 years ago
მარიამ ჯაში: UNICEF განსაკუთრებით დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის ინიციატივას

მარიამ ჯაში: UNICEF განსაკუთრებით დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის ინიციატივას

8 years ago
“ტელემაესტროს” არც მიმდინარე და არც სამომავლო ფუნქციონირებას არავითარი საფრთხე არ ემუქრება”

“არ დავუშვებთ “მაესტროს” გადაქცევას “იმედის” ფილიალად”

10 years ago
შსს-მ 529 აბი “კოდეინი” ამოიღო

შსს-მ რუსეთის ფედერაციის მიმართულებით მიმავალი მოქალაქეების ტრანსპორტირება ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტამდე უზრუნველყო

10 years ago

ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”
ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026

"ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ინ­კა­სა­ტო­რე­ბის სა­ხე­ლით შე­სულ­მა ყა­ჩა­ღებ­მა, 3 ადა­მი­ანს ყუ­რე­ბი და თი­თე­ბი და­აჭ­რეს, რათა დიდი ფული...

Read moreDetails
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026
  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by