• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 1, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ჟენევის დისკუსიებზე გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის თაობაზე შეთანხმდნენ

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
დღეს ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების 30-ე რაუნდი იმართება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

jenevaჟენევის დისკუსიებზე გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის თაობაზე შეთანხმდნენ, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უწყება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 35-ე რაუნდთან დაკავშირებით ავრცელებს.

როგორც სამინისტროს პრესსამსახურში განმარტავენ, შეხვედრებზე ორივე სამუშაო ჯგუფში მოლაპარაკების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით იყვნენ წარმოდგენილი და დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.

“პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში – უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში – იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებებს თანათავმჯდომარეობენ ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლები და ესწრებიან მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ისევე როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

მოლაპარაკებების პროცესი დინამიურად წარიმართა. ორივე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შედგა საგნობრივი დისკუსია დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხზე.

ხანგრძლივი კონსულტაციებისა და ძალისხმევის შედეგად, მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის თაობაზე, რაც განსაკუთრებით პოზიტიურად შეფასდა როგორც თანათავმჯდომარეების, ისე მონაწილეთა მხრიდან. ოთხწლიანი წყვეტის შემდეგ მექანიზმის აღდგენა სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯია ადგილზე სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, რაც ასევე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვას.

თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს პატიმრების გაცვლა, როგორც ომით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. თანათავმჯდომარეები და მონაწილეები მიესალმნენ ასევე ცხინვალის მიმართულებით სამმხრივი საკოორდინაციო მექანიზმის აღდგენას, რომლის ფარგლებშიც წითელი ჯვრის მედიატორობით განიხილება უგზო უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხები.
პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მონაწილეებმა საქართველოდან მიმოიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მილიტერიზაციის პროცესსა და გახშირებულ სამხედრო წვრთნებს, ასევე ე.წ. “ხელშეკრულებების” აქტიური იმპლემენტაციის გზით, რუსეთის სამხედრო, ეკონომიკურ და სოციალურ სივრცეში საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ინტეგრაციის შედეგებს.

ამ ფონზე, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ძალის არგამოყნების ვალდებულების აღებისა და ადგილზე უსაფრთხოებისა საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას, 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების იმპლემენტაციის უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნული დადებითად წაადგება ადგილზე ტრანსპარენტულობის უზრუნველყოფას ისევე, როგორც ნდობისა და უსაფრთხოების მშენებლობის პროცესს. ექსპერტთა სამუშაო ჯგუფში გაგრძელდა მუშაობა ძალის არ გამოყენების შესახებ მონაწილეთა განცხადების პროექტზე.

მონაწილეებმა საქართველოდან ყურადღება გაამახვილეს ასევე მარტის დასაწყისში სოფელ ჯარიაშენთან განვითარებულ მოვლენებზე. აღინიშნა, რომ მსგავსი შემთხვევები კიდევ უფრო ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ისედაც მძიმე მდგომარეობას როგორც თავისუფალი გადაადგილების, ისე საკუთრების უფლების შეზღუდვის თვალსაზრისით. ქართულმა მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიღებულ ახალ დისკრიმინაციულ რეგულაციებზე, რომლებიც რისკის ქვეშ აყენებს ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის საკუთარ საცხოვრებელ ადგილას ცხოვრებას და წარმოადგენს გამოწვევას ადგილზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ქართულმა მხარემ მწვავედ დააყენა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის მიერ საკუთარ მიწასთან წვდომის საკითხი და მოითხოვა ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების, მათ შორის, საკუთრების უფლების პატივისცემა.

მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი, მათ შორის გადაადგილების თავისუფლება, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის აუცილებლობა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნება, ჰუმანიტარული ვიზიტები და თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს დაცვის სფეროში.

მონაწილეებმა საქართველოდან ისაუბრეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხელოვნური ბარიერებისა და ე.წ. სასაზღვრო ნიშნების აღმართვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე. ქართულმა მხარემ მწვავედ დააყენა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის მიერ საკუთარ მიწასთან წვდომის საკითხი და მოითხოვა ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების, მათ შორის, საკუთრების უფლების პატივისცემა. ქართველმა დელეგატებმა ასევე ხაზგასმით ისაუბრეს ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის მიმართ ეთნიკური დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახებ, რაც აშკარად იკვეთება საოკუპაციო რეჟიმების მიერ მიღებული ახალი რეგულაციებიდან გამომდინარე.

საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა კვლავ დააყენეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი გალის რაიონში მშობლიურ ენაზე სწავლების შეზღუდვის საკითხი და მოითხოვეს ქართულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა. გამოითქვა წუხილი, რომ მიუხედავად იმისა, რომ საკითხი უკვე მრავალი რაუნდის ფარგლებში წარმოადგენს საერთაშორისო ყურადღების საგანს, ადგილზე მდგომარეობა არ იცვლება.

საქართველოდან მონაწილეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა ადგილზე საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელების აუცილებლობა.

შედგა მსჯელობა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხზე. საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ქართულმა მხარემ მოითხოვა ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე არსებითი, შედეგზე ორიენტირებული დისკუსიის წარმართვა.

შეხვედრაზე გამოითქვა ერთობლივი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით მუშაობის აუცილებლობა. ასევე წარიმართა დისკუსია ადგილობრივი მოსახლეობისთვის გაზის მიწოდების საკითხზე. ქართულმა მხარემ დაადასტურა მზაობა უზრუნველყოს გაზის მიწოდება ახალგორის მცხოვრებთათვის, რისი შეთავაზებაც არაერთხელ მოხდა, თუმცა სამწუხაროდ ვერ განხორციელდა მონაწილეთა უარყოფითი პოზიციის გამო”, – ნათქვამია განცხადებაში.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 36-ე რაუნდი 2016 წლის 14-15 ივნისს გაიმართება.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

გილოცავთ სულთმოფენობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

გილოცავთ სულთმოფენობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

5 years ago
ქართულ ანტიკორუფციულ და საჯარო მმართველობის სფეროში გატარებულ რეფორმებს სერბეთის დელეგაცია ეცნობა

ქართულ ანტიკორუფციულ და საჯარო მმართველობის სფეროში გატარებულ რეფორმებს სერბეთის დელეგაცია ეცნობა

9 years ago
„ადგომის დროს და ძილის წინ… ეს ყველა ავადმყოფობის წამალია“ – განკურნების მეთოდი მამა ვიტალის წერილიდან

„ადგომის დროს და ძილის წინ… ეს ყველა ავადმყოფობის წამალია“ – განკურნების მეთოდი მამა ვიტალის წერილიდან

12 months ago
საპატრულო პოლიციის რეფორმის  სისტემური განახლება გრძელდება

საპატრულო პოლიციის რეფორმის სისტემური განახლება გრძელდება

8 years ago

ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“
ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“

10/01/2026

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია. სტუმრები უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

09/30/2026
როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“ 10/01/2026
  • საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია 09/30/2026
  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by