• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“მნიშვნელოვანია, რომ სწავლის პროცესშივე სტუდენტს ჰქონდეს საშუალება მომავალ დამსაქმებელთან ურთიერთობის”

10 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

კვირიკა“ეს არის რეფორმა, რომელიც არამხოლოდ განათლების სიტემის გაუმჯობესებას, არამედ ქვეყნის განვითარებას მისცემს ძალიან მნიშვნელოვან ბიძგს” – საქართველოს პრემიერ–მინისტრი მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება – განათლების რეფორმის პირველ ეტაპის – პროფესიული განათლების რეფორმა წარადგინა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, რეფორმის პირველი ეტაპი გულისხმობს შრომით ბაზარზე ორიენტირებული პროფესიული განათლების სისტემის შექმნას.

„დღემდე ჩვენ ფოკუსირებული ვიყავით საბაზისო საჭიროებებზე ანუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საბაზისო განათლების უზრუნველყოფაზე და დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება უფრო შორს მიმავალ მიზნებზე ორიენტირებული ახალი რეფორმა წამოვიწყოთ და სწორედ დღეს ვიწყებთ ჩვენ ამ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს.“– განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა  და აღნიშნა, რომ დღეს საერთაშორისო კვლევებიც აჩვენებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი არის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სამუშაო ძალის არარსებობა.

“ახალი ეტაპი გულისხმობს სრულიად განსხვავებული სწავლების მოდელს, რომელიც იქნება დამყარებული საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის პირობებში ერთდროულად სწავლებასა და მუშაობაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწავლის პროცესშივე სტუდენტს ჰქონდეს საშუალება მომავალ დამსაქმებელთან ურთიერთობის. უკვე სწავლის შემდგომ სტუდენტი გადაწყვეტს გააგრძელოს სამუშაო პრაქტიკა და დასაქმდეს, წამოიწყოს საკუთარი ბიზნესი თუ გააგრძელოს უმაღლესი განათლება. მას ექნება ამის საშუალება და არა მხოლოდ საშუალება – სახელმწიფო შეუქმნის თითოეული მიმართულებით შესაბამის პირობებს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ასეთი ტიპის სასწავლო მოდელის არსებობა და განათლების ხარისხის ამაღლება, თანამედროვე ინფრასტრუქტურის არსებობა და ერთდროულად მოქნილი ბიუროკრატია, ქვეყანას მისცემს საშუალებას  მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეტოს განვითარებაში.

„პარტნიორობა საჯარო და კერძო სექტორებს შორის არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს რაიმე ტიპის თავსმოხვეულ ინიციატივას სახელმწიფოს მხრიდან, ეს არის პროცესი როდესაც ერთის მხრივ კერძო სექტორი წინასწარ იღებს გარანტიას, რომ მას ეყოლება კვალიფიცირებული კადრი, ხოლო მეორეს მხრივ  სახელმწიფო ამ პროცესის შედეგად ამცირებს უმუშევრობას და ძალიან მნიშვნელოვან ბიძგს აძლევს ეკონომიკის განვითარებას.“ – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტების საქმიანი ინიციატივების რეალიზებისთვის მთავრობამ შექმნას შესაბამისი მექანიზმები.

“სწორედ ამიტომ არის განსაზღვრული სტარტაპის იდეების დაფინანსების ინსტიტუტის შექმნა, რომელიც სტუდენტებს, ახალგაზრდა ინიციატივიან ადამიანებს მისცემს საშუალებას, რომ დააფინანსოს საკუთარი იდეები ახალ პირობებში, რომლისთვისაც არ იქნება საჭირო ჩვეულებრივი საბანკო პროცედურების გავლა”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ახალგაზრდების ბიზნესინიციატივებზე ორიენტირებული სტარტაპის დაფინანსების ინსტიტუტი ფუნქციონირებას, სავარაუდოდ, ერთ თვეში დაიწყებს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეს იქნება საპარტნიორო ფონდთან ერთად არსებული სპეციალური ფონდი და იქნება კონკრეტულად ახალგაზრდების ბიზნესინიციატივებზე ორიენტირებული.

“ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება, ჩვეულებრივი საბანკო პროცედურებისგან განსხვავებით, ყველანაირი უზრუნველყოფის გარეშე მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესინიციატივის სიცოცხლისუნარიანობის შეფასების საფუძველზე მიიღონ დაფინანსება და განახორციელონ საკუთარი ბიზნესინიციატივები. ეს ინიციატივა მზადაა, ეკონომიკის სამინისტრო საპარტნიორო ფონდთან ერთად და მთავრობის სხვა წევრების ჩართულობით ამზადებს ამ ინიციატივას ჩასაშვებად, სავარაუდოდ, მაქსიმუმ ერთ თვეში ეს ინსტიტუტი ფუნქციონირებას დაიწყებს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდების აზროვნება იმგვარად ჩამოყალიბდეს, რომ მათ არასდროს გამორიცხონ საკუთარი ბიზნესწამოწყებების შესაძლებლობა და არ იყვნენ მხოლოდ დაქირავებულ სამუშაოზე ორიენტირებულები.

“დაქირავებულ შრომაში არაფერია დასაძრახი, მაგრამ რაც უფრო მეტი ახალგაზრდა გვეყოლება, რომელიც შემდგომში სხვების დამსაქმებელი გახდება, მით უფრო ძლიერი იქნება ჩვენი ეკონომიკა და მით უფრო შეუქცევადი იქნება ეს პროცესი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ShareTweet

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

სახელმწიფოს მხარდაჭერით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ღვინის ახალი საწარმო ამოქმედდა

სახელმწიფოს მხარდაჭერით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ღვინის ახალი საწარმო ამოქმედდა

8 years ago
„ხან კლუბში შეჰყავდა, ხან ტუალეტში“ – 9 წლის ბავშვზე 14 წლის მოზარდი ერთი წლის განმავლობაში ძალადობდა

13 წლის გოგო, რომელიც 50 წლამდე კაცისგან შვილს ელოდება, სპეციალური საჭიროების მქონე პირია – ახალი დეტალები ზუგდიდში მომხდარ სექსუალურ ძალადობაზე

3 years ago
შსს “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან” თანხის უკანონოდ მითვისების საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს

შსს “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან” თანხის უკანონოდ მითვისების საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს

11 years ago
კახეთში ახალი ინტენსიური კაკლის ბაღი გაშენდა

კახეთში ახალი ინტენსიური კაკლის ბაღი გაშენდა

7 years ago

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

ახალგორში, სოფელ ციხისძირში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ახალგორის რაიონულ...

მეტის ნახვაDetails
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026
  • თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by