• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, May 8, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

კათოლიკური, სომხური და ლუთერანული ეკლესიის სააღდგომო ტრადიციები

10 years ago
in რელიგია
A A
კათოლიკური, სომხური და ლუთერანული ეკლესიის სააღდგომო ტრადიციები
11
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

რომაულ-კათოლიკური, სომხური სამოციქულო და ევანგელურ-ლუთერანული ეკლესია დღეს აღდგომის ზეიმობს. მათთვის როგორც ყველა ქრისტიანისთვის ეს დღესასწაული უდიდესია და წარმოადგენს სარწმუნოების საფუძველს. პასექის აღნიშვნა გაზაფხულის პირველი სავსე მთვარეობის, ბუნიაობის  კვირა დღეს განისაზღვრება გრიგორიანული კალენდრით და პირდაპირ კავშირშია ებრაელთა პასექის დღესასწაულთან. 

The Tbilisi Times აღდგომის დღესასწაულის მნიშვნელობაზე, მათ სააღდგომო ტრადიცებზე  ესაუბრა სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის სულიერ მოძღვარს მამა ნარეკ კუშჩიანს, ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის პასტორს ირინა სოლეისა და რომაულ-კათოლიკური ეკლესიის კანცელარიის გამგეს მამა აკაკი ჭელიძეს. სააღდგომო ღამისთევა, სადღესასწაულო  საგალობლები, წითლად შეღებილი კვრცხები, პასკა და რა თქმა უნდა, სიტყვები რომლითაც მორწმუნეები  ერთმანეთს ულოცავენ იესოს  მკვდრეთით აღდგომას – “ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად  აღსდგა!”- არის  თითოეული რელიგიური დენომინაციის სააღდგომო ტრადიციის შემადგენელი ნაწილი.

 12321329_962378290525895_3131848761728518159_n

სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესია

“ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა დღესასწაულთა გვირგვინია. როგორც სრულიად ქრისტიანული სამყარო, აგრეთვე სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიაც დიდი ზეიმით აღნიშნავს ამ დღესასწაულს. ქრისტეს აღდგომა ქრისტიანული სარწმუნოების საფუძველია. განსსომხური ეკლესიახვავება სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელ წმიდა ეკლესიასა და ზოგიერთ სხვა ეკლესიას შორის ისაა, რომ სომეხთა ეკლესია წმიდა აღდგომის დღესასწაულს ახალი სტილით, ანუ გრიგორიანული კალენდრით აღნიშნავს.

ქრისტეს ბრწყინვალე დღესასწაულს, უპირველეს ყოვლისა  საეკლესიო წესებით, ღვთისმსახურებით, საეკლესიო გალობებითა და ლოცვებით ავღნიშანავთ. ხალხშიგავრცელებულია აგრეთვე კვერცხის შეღებვის, „პასქის“ გამოცხობის, ფლავის მომზადების, ერთმანეთთან სტუმრობის, მოლოცვისა და სხვა წეს-ჩვეულებები. ეს მეტად მნიშვნელოვანი დღესასწაულია სომეხი მრევლისათვის, რომელიც გვასწავლის მართალ ცხოვრებას, ღვთივსათნო საქმეების კეთებას, რათა ღირსნი გავხვდეთ ზეციერ სამეფოში დამკვიდრებისა.”

ლუთერანულიევანგელურ-ლუთერანული ეკლესია

“იესო ქრისტეს აღდგომის დღესასწაული უდიდესია ევანგელურ-ლუთერანულ ეკლესიაში. იესოს სიკვდილით და აღდგომით ჩვენ მოვიპოვებთ ცოდვების  შენდობას და ქრისტეში ახალი ცხოვრების დაწყებას. მარტინ ლუთერი წერს: 12321216_962378087192582_2522852873261400888_n“ყოველდღიური მონანიებით თითოეულ ჩვენგანში უნდა მოკვდეს ძველი ადამი თავისი ცოდვებითა და ბოროტი განზრახვებით და მის ადგილს ჩვენში უნდა იკავებდეს ახალი ადამიანი, რომელიც  მუდმივ ჭეშმარიტებასა და სამართლიანობაში  იცხოვრებს ღვთის წინაშე. “ამდენად, ქრისტეს აღდგომა ჩვენთვის ნიშნავს სასწაულ ცვლილებებს, სასწაულ აღდგომას და საუკუნო ცხოვრებას. აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის თარიღის განსაზღვრა ლუთერულ ეკლესიაში ხდება გრიგორიანული კალენდრის მიხედვით: პირველი კვირა დღე, როემლიც მოჰყვება სავსე მთვარეობას გაზაფხულიუს ბუნიაობის,  21 მარტის შემდეგ.

აღდგომის დღესასწაულს წინ უძღვის წითელი პარასკევი-იესოს სასტიკი ტანჯვის და ჯვარზე სიკვდილის დღე. სწორედ ეს მსხვერპლი იყო გადამწყვეტი ცოდვილი კაცობრიობის ღმერთთან შერიგების და ხსნისთვის. “რადგან იქმადე შიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე”.(იოანეს სახარება 3:16). წითელი პარასკევს ავღნიშნავთ საღამოს ღვთისმსახურებით, რომლის დროს ვიხსენებთ იესოს შვიდ სიტყვას, რომელებიც მან ჯვარზე გაკრულმა წარმოთქვა. აღდგომის წინაღამეს ტარდება ღამის თევა ბიბლიური საკითხავებით. გამთენიას კი მზის ამოსვლამდე ტარდება დილის ღვთისმსახურება, ვიხსენიებთ ქალებს, რომლებიც მივიდნენ იესოს სამარხის სანახავად და დახვდათ ანგელოზი სიტყვებით:”რად ეძებთ ცოცხალს მკვდართა შორის, იესო არ არის აქ, ის აღდგა”(ლუკას სახარება  24:5-6). აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნება დიდი საზეიმო ღვთისმსახურებით, გუნდის გალობით, საკვირაო სკოლის ბავშვების გამოსვლით, მრევლის წევრებს ვურიგებთ წითლად შეღებილ კვერცხებს და კულიჩებს.”

რომაულ-კათოლიკური ეკლესი

“ნებისმიერი ქრისტიანული აღმსარებლობისთვის აღდგომა არის ყველაზე მთავარი  მოვლენა, რომელიც განსაზღვრავს მთელ ჩვენ სარწმუნოებას. იესო ნაზარეველის შეპყობის,  ჯვარცმის, იმ ოფიციალურად დადასტურებული სიკვდილისა და დამარხვის  შემდეგ მოხდა აღდგომა, რაც მოწაფეების პირით გამჟღავნდა. კათოლიკური ეკლესიის კანცელარიის გამგე ეკლესიას უკვე ორი ათასი წელია ამის სწამს და  ქადაგებს ამ მოვლენას. აღდგომის თარიღის  განსაზღვრა პირდაპირ უკავშირდება ებრაული პასექის დღესასწაულს. ქრისტემ შეგნებულად ინდომა მისი მთავარი მისიის ასრულება ებრაელთა პასექის დღესასწაულზე, რადგან ეს იყო მათი ეგვიპტიდან გამოსვლის, განთავისუფელბის და აღთქმული მიწისაკენ მოგზაურობის მოვლენა, რომელსაც აღნიშნავდნენ გაზაფხულის პირველი სრული მთვარის დროს, ეს არის 14 ნისანი. წელს გაზაფხული უკვე დამდგარია 21 მარტის შემდეგ და  პირველი სრული მთვარეც  შევსებულია, რაც  არის მიზეზი იმისა, რომ  კათოლიკური ეკლესია ამ კვირას,  27 მარტს აღნიშნავს  აღდგომას.

დღესასწაული აღინიშნება სამი დღის განმავლობაში, ისევე როგორც აღმოსავლეთის  ეკლესიაში. ხუთშაბათი, წითელი პარასკევი და შაბათის მსახურება, რომელიც სრულდება სააღდგომო, საპასექო ღამისთევით.  ხუთშაბათს არის გახსენება საიდუმლო სერობის. ტარდება ფეხთბანვის რიტუალი. დაწყებული რომის პაპისგან, ყველა მოძღვარი ვისაც მრევლი ჰყავს, ფეხთბანვის რიტუალს აღასრულებს. იესო ბანს ფეხებს ადამიანს  და ეუბნება, თუ გინდა იყო ნამდვილად ღმერთის ხატი და მსგავსი, შეგიძლია მოიქცე  ქრისტეს მგავსად. პარასკევს ეკლესია მოიხსენიებს თავისი მოძღვრის შეპყრობას და მთელ იმ ფარსს, რომელიც გაითამაშეს ქრისტეს ვითომდა ბრალეულობის  დასამტკიცებლად. ეს ის დღეა, როცა წირვა არ ტარდებაა, რადგან იესო  თავად სწირავს თავს. ამ დღეს იღებება კვრცხები. კვერცხი სიცოცხლის სიმბოლოა, დამსხვრეული ნაჭუჭი კი  განასახირებს აღდგომას, რომელიც საფლავის გახსნას უკავშირდება.”

იერუსალიმის მაცხოვრის საფლავზე “წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა” ქრისტეს აღდგომის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია. ყოველწიურად ამ დღეს ქალაქს უმარვი სხვადსახვა აღმსარებლობის მქონე  მომლოცველი სტუმრობს. The Tbilisi Times ასევე, დაინტერესდა სომხური, კათოლკური და ლუთერანული ეკლესიის დამოკიდებულებით ცეცხლის გარდამოსვლაზე,  წარმოადგენს თუ არა ეს მოვლენა მათთვის “სასაწულს”.

სომეხთა სამოციქულო  ეკლესიის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ  ისინი უშუალოდ ესწრება ქრისტეს აღდგომის წმიდა ტაძრიდან მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლას და  ყოველთვის საიდუმლოებრივი მიდგომა აქვს ამ საკითხისადმი.

“მართლაც, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის სასულიერო პირს იერუსალიმის მართლმადიდებელ პატრიარქთან ერთად, თანაბარი უფლებებით გამოაქვს წმიდა ცეცხლი და გადასცემს თავის მრევლს. მაგრამ სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესია ცეცხლს იესო ქრისტეს აღდგომაზე მაღლა არასოდეს აყენებს.  უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯერ გასული საუკუნის დასასრულს წმიდა ცეცხლის მნიშვნელობა არავისთვის კულტს არ წარმოადგენდა. ჩვენთვის წმიდა პასექი იწყება და სრულდება ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომით,”- აღნიშნა მამა  ნარეკ   კუშჩიანმა.

ლუთერული ეკლესი არ ავალდებულებს მრველს ირწმუნონ სასწაულები და  გარკვეულ თავისუფლებას ანიჭებს მათ რწმენის გამოხატვის საკითხებში.

“ღმერთთან ურთიერთობა არის თითოეული მორწმუნე ადამიანის პირადი საქმე. იესოს მეშვეობით ჩვენ გვაქვს უფლება ვილოცოთ და უშუალოდ მივმართოთ უფალს. პავლე მოციქული წერს: “ვინაიდან  არ მიგიღიათ მონობის სული, არამედ მიღებული გაქვთ შვილობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: “აბბა, მამაო!” (წერილი რომალეთა მიმართ 8:15). ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ეკლესია არ ავალდებულებს თავის მრევლს ირწმუნონ სასწაულები, მათ შორის წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა იერუსალიმის აღდგომის ტაძარში, ეს არის თითოეული მორწმუნის პირადი გადაწყვეტილება.”-აღნიშნა პასტორი ირინა სოლეიმ.

კათოლიკებისთვის ცეცხლის დანთება და მისი კურთხევა, შემდეგ მისგან  საპასექო კელაპტრის ანთება ეს არის უძველესი ადათი და ლიტურგიკული ქმედება.

“ცეცხლი ინთება  ეზოში, რომლის შემდეგაც მღვდელი ანთებს კელაპტარს და შედის ჩაბნელებულ ტაძარში, რაც  განასახიერებს  საფლავს, რომელიც გაანათა აღმდგარი ქრისტეს ნათელმა. ის რაც სწამს იერუსალიმის არაბ ქრისტიანებს, თითქოს ზებუნებრივი ძალით ინთება მაცხოვრის საფლავზე ცეცხლი ეს არის ხალხური შეხედულება. იერუსალიმის პატრიარქს, რომელსაც პირადად  გამოაქვს ცეცხლი ტაძრიდან არასოდეს დაუდასტურებია ეს ამბავი, მეტიც გარკვევით უთქვამს, რომ ეს არის ლიტურგიკული ქმედება და  არა ზებუნებრივი ძალა,”- გვითხრა მამა აკაკი ჭელიძემ.

მამა აკაკის პასუხის შენდეგ დავინტერესდი კითხვით: ანუ თვლით, რომ იერუსალიმის პატრიარქი თავად ანთებს სანთელს ქრისტეს საფლავზე?

– რა თქმა უნდა ასეა. თუკი ადამიანს რწმენისთვის სჭირდება რაიმე სასწაული, ღმერთი სავარაუდოდ უარს არ ეტყვის ასეთ ნიშანზე. თუ ეს ვინმეს სასწაულად მიაჩნია ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ ეს არ არის ის თემა, რომლითაც მართლმადიდებელმა უნდა დაამტკიცოს თავისი მართებულობა. მაცხოვრის საფლავის ტაძართან ახლოს კათოლკური სამლოცველოა, სადაც ამ დღეს  კათოლიკური აღმსარებლობის მქონე მორწმუნეებიც იკრიბებიან, თუმცა მათთვის არანაირ ეჭვს არ წარომადგენს, ის რომ ეს არის ლიტურგიკული ქმედება და არა სასწაული. სასწული ქრისტიანული გაგებით არ არის ისეთი ზებუნებრივი ძალა, რომელიც თავზე დაგატყდება და  გაიძულებს რომ ურწმუნოებიდან მობრუნდე მორწმუნეობისკენ, ამგვარი სასწაული იქნებოდა შურაცხყოფა ადამიანის თავისუფლებისა. ღმერთი არასოდეს არ შეუნგრევს ადამიანს კარებს ამგვარად. ეს არ არის მისი სტრატეგია, ის ყოველთვის პატივს სცემს თავისუფლებას.  ქრისტიანისთვის აღდგომის დასტური არ არის ის ცეცხლი, რომელიც ინთება თუ არ ინთება თავისით, არამედ ქრისტიანისათვის ქრისტეს აღდგომის ერთადერთი და საკმარისი საფუძველი არის მოციქულთა დაღვრილი სისხლი. მათი თავგანწირვა ქრიტესთვის. ყველა კათოლიკეს და ყველა არაკათოლიკეს ვულოცავ ამ დღეს, კათოლიკეს მშვენივრად ესმის, რომ ის განსაკუთრებული და ცალკე მდგომი არა არის. კათოლიკე ეკლესიაში ყველა ქრისტიანისთვის არის ადგილი, იმიტომ რომ ეკლესია ან კათოლიკეა ან ის აღარაა ეკლესია. ამდენად, კათოლიკეს უნდა ახსოვდეს, რომ თუ უნდა იყოს ნამდვილად კათოლიკე ის უნდა იყოს მართლმადიდებელი, მართლმორწმუნე და  მართლ-მადიდებელს უნდა ახსოვდეს, რომ თუ უნდა იყოს მართლმადიდებელი უნდა იყოს კათოლკე.

სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

 

Share4Tweet3

ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი
ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ
ახალი ამბები

ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ

05/07/2026
მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო – მეუფე ნიკოლოზი
ახალი ამბები

მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო – მეუფე ნიკოლოზი

05/07/2026
„სამი კანდიდატის წარდგენით დავინახეთ რეალობა და ყველაფერი უკვე ცხადია“ – გიორგი მიქანაძე მეუფე შიოზე
ახალი ამბები

„სამი კანდიდატის წარდგენით დავინახეთ რეალობა და ყველაფერი უკვე ცხადია“ – გიორგი მიქანაძე მეუფე შიოზე

05/06/2026
მეუფე შიო: მომდევნო კვირაში მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა, გთხოვთ, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ღირსეულად ჩავატაროთ
ახალი ამბები

მეუფე შიო: მომდევნო კვირაში მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა, გთხოვთ, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ღირსეულად ჩავატაროთ

05/06/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026

საინტერესო

პაატა ბურჭულაძის კოალიციამ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

10 years ago

გიორგი მღებრიშვილი საფრანგეთის შს მინისტრს შეხვდა

10 years ago

ტრადიციების რჩეული გამგრძელებელი

9 years ago
სალომე ზურაბიშვილი – საქართველო, რომელიც ემიგრაციისა და იმიგრაციის პირისპირ არის დამატებით 300 ათას იძულებით გადაადგილებულ პირთან ერთად, აქტიურად ეძებს გამოსავალს

სალომე ზურაბიშვილი – საქართველო, რომელიც ემიგრაციისა და იმიგრაციის პირისპირ არის დამატებით 300 ათას იძულებით გადაადგილებულ პირთან ერთად, აქტიურად ეძებს გამოსავალს

7 years ago

ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი
ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026

როგორ ლანძღავდნენ და აკნინებდნენ ჩვენ პატრიარქს და როგორ ითმენდა ყველაფერს, ერთი პასუხი არ გასცა არავის. როგორ შეურაცხყოფას აყენებენ მეუფე შიოს,...

Read moreDetails
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

05/07/2026
გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

05/07/2026
ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ

ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • “პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი 05/07/2026
  • „სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა 05/07/2026
  • გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა 05/07/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by