“რესპუბლიკელი” მინისტრები თანამდებობებს შეინარჩუნებენ. შესაბამისი კომენტარი ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.
“ვთვლით, რომ ნორმალური და მისაღებია, როდესაც “ქართული ოცნება” დამოუკიდებლად გავა არჩევნებში. “რესპუბლიკელების” მინისტრები ჩვეულებრივად გააგრძელებენ მთავრობაში მუშაობას. მიუხედავად “რესპუბლიკური პარტიის” განცხადებისა, მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე საჭიროა გავაგრძელოთ მუშაობა ჩვეულებრივად”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.











