შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ფარული კადრების გავრცელება მსოფლიო სახელმწიფოების გამოწვევაა.ზაქარეიშვილის განმარტებით, შემაშფოთებელია როდესაც საქართველოში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელება ხდება.
“კიბერუსაფრთხოება და კიბერდანაშაული ჯერ კიდევ არის ისეთი მოვლენა, რომელიც მთელი მსოფლიოს გამოწვევაა. ეს არის საქართველოს გამოწვევა და ამას ემატება ის ამორალური ფონი, როცა ადამიანების პირადი ცხოვრების კადრებს ავრცელებენ”,- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
მისი თქმით, მთავრობა მაქსიმალურად მობილიზებულია, რომ ფარული კადრების გავრცელება მინიმუმზე დავიდეს.
Facebook კომენტარები













