• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, November 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტი ირღვევა”- სახალხო დამცველის ანგარიში

11 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც  2015 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობასა ეხება, აღნიშნულია, რომ  კვლავაც მწვავე და სისტემური ხასიათის პრობლემას წარმოადგენდა საჯარო სკოლაში ზოგადი განათლების შესახებ კანონის მოთხოვნების, რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვისა და დისკრიმინაციულ და შეუწყნარებელ გარემოსთან დაკავშირებული საკითხები.

მიუხედავად იმისა, რომ კანონი ზოგადი  განათლების შესახებ კრძალავს, მოსწავლეს, მშობელს ან მასწავლებელს დაეკისროთ ისეთი ვალდებულების შესრულება, რომელიც ეწინააღმდეგება მათ რწმენას, აღმსარებლობას ან სინდისს. რელიგიური უმცირესობები სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბრებში მსგავსი დარღვევების შესახებ საუბრობენ.

უჩა ნანუაშვილი“მოსწავლეები სისტემატურად ხდებიან შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლნი, ილახება მათი რელიგიის თავისუფლება: მოსწავლეები ორგანიზებულად დაჰყავთ მართლმადიდებლურ ტაძრებში ან სასულიერო პირებს სკოლებში იწვევენ, ხდება მოსწავლეების დალოცვა, ანთებენ სანთლებს, გაკვეთილები იწყება ლოცვით, პედაგოგები დომინანტი რელიგიის უპირატესობას უსვამენ ხაზს, აკნინებენ უმცირესობათა აღმსარებლობას, ეწევიან პროზელიტიზმს, არის ინდოქტრინაციის შემთხვევები და სხვ. რელიგიურ უმცირესობებს მიკუთვნებული მოსწავლეები, რომელთა რწმენას არსებითად ეწინააღმდეგება სხვა რელიგიის რიტუალებში მონაწილეობა, ხშირად იძულებულნი ხდებიან არ გაამჟღავნონ აღმსარებლობა და ნების წინააღმდეგ ჩაებან მსგავს ღონისძიებებში იმ მოტივაციით, რომ ამით უმრავლესობისგან უფრო მეტად გარიყვასა და დისკრიმინაციას აირიდებენ თავიდან,”- სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიში.

უჩა ნანუაშვილის თქმით, ასევე  არ სრულდება კანონით აკრძლული საჯარო სკოლის ტერიტორიაზე რელიგიური სიმბოლოების არააკადემიური მიზნით განთავსების მოთქხოვნა და ადგილი აქვს სკოლის სამასწავლებლოებში რელიგიური კუთხისა და საკლასო ოთახში  რელიგიური სიმბოლოების განთავსებას.

“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა 158-ე საჯარო სკოლიში გამოავლინა შედეგი შემთხვევა: სკოლის სამასწავლებლოში მოწყობილია რელიგიური კუთხე, ხოლო 13 საკლასო ოთახში განთავსებულია რელიგიური სიმბოლოები. EMC საკუთარ გაცხადებაში მიუთითებს, რომ მასწავლებლები გაკვეთილებს საკმევლის ანთებით იწყებენ, ხოლო მუსიკის გაკვეთილებზე ყველა მოსწავლეს ასწავლიან მართლმადიდებლურ გალობას. შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის თანახმად, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც საგაკვეთილო პროცესის დაწყებამდე, პედაგოგთა ერთობლივი სურვილითა და თანხმობით, მუსიკის მასწავლებელმა სამასწავლებლოში ხატებთან აკმია საკმეველი. მისივე განმარტებით, მუსიკის მასწავლებლები მოსწავლეებს ასწავლიან მხოლოდ გრიფირებული სახელმძღვანელოებით გათვალისწინებულ საგალობლებს,”– უჩა ნანუაშვილი

ადგილი ჰქონდა ასევე, მუსლიმი აღმსარებლობის მქონე ბავშვების ეკლესიაში მოსალოცად წაყვანას და მართლმადიდებელი სასულიერო პირის მიერ  სკოლის კურთხევას.

სახალხო დამცველის ოფისმა წერილით მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მოითხოვა აღნიშნული ფაქტების აღკვეთა. მსგავსი ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, სკოლის თანამშრომლებს მიეცათ მითითებები და განემარტათ, რომ სკოლა უნდა იყოს თავისუფალი რელიგიური გავლენისგან.

 სოფიკო ნინიკაშვილი

 

 

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება
ახალი ამბები

სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

11/17/2026
შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს
ახალი ამბები

შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს

11/16/2026
პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას
ახალი ამბები

პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას

11/16/2026
შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და  ტაძრის საძირკველი ეკურთხა
ახალი ამბები

შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და ტაძრის საძირკველი ეკურთხა

11/11/2026
„ნუ ტირი და ნუ მწუხარებ, არამედ მიენდე ღმერთს“ – კათოლიკოს-პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

„ნუ ტირი და ნუ მწუხარებ, არამედ მიენდე ღმერთს“ – კათოლიკოს-პატრიარქი შიო III

11/04/2026
ადგილი, სადაც სასწაულების სჯერათ – ციხისჯვრის მონასტერი და მამა გაბრიელის სარტყლის საოცარი ისტორიები
ახალი ამბები

ადგილი, სადაც სასწაულების სჯერათ – ციხისჯვრის მონასტერი და მამა გაბრიელის სარტყლის საოცარი ისტორიები

11/04/2026

საინტერესო

“პრეზიდენტის შენიშვნებიც ვერ იქნება ქმედითი, თუ ვინმე მოინდომებს გადაცდომას” – გიორგი მიქანაძე

“პრეზიდენტის შენიშვნებიც ვერ იქნება ქმედითი, თუ ვინმე მოინდომებს გადაცდომას” – გიორგი მიქანაძე

10 years ago
საქართველოში გრიპის ვირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში გრიპის ვირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა

8 years ago
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სოფელ მოხეში განვითარებული მოვლენების გამო წუხილს გამოთქვამს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სოფელ მოხეში განვითარებული მოვლენების გამო წუხილს გამოთქვამს

12 years ago
„ბიჭები შოვში სამშენებლო სამუშაოებისთვის იყვნენ ჩასულები“ – შოვში ნაპოვნი ცხედრებიდან 3 იდენტიფიცირებულია

„ბიჭები შოვში სამშენებლო სამუშაოებისთვის იყვნენ ჩასულები“ – შოვში ნაპოვნი ცხედრებიდან 3 იდენტიფიცირებულია

3 years ago

ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

11/17/2026

ვეკუას სკოლა მეტროში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. „42-ე საჯარო სკოლა უდიდეს მწუხარებას და გულისტკივილს გამოთქვამს წარმატებული კურსდამთავრებულის, ღირსეული,...

მეტის ნახვაDetails
სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

11/17/2026
„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

11/17/2026
„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

11/17/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს 11/17/2026
  • სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება 11/17/2026
  • „მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა 11/17/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by