პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღად 8 ოქტომბერი, საარჩევნო კამპანიის ოფიციალურ დასაწყისად კი 8 აგვისტო დაასახელა. ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე “ვახო სანაიას დღის ამბებში” გადაწყვეტილების კანონთან შეუსაბამობაზე საუბრობს.
“გიორგი მარგველაშვილმა გადაწყვეტილება “ქართული ოცნების” მოთხოვნით მიიღო, ეს გადაწყვეტილება არის უკანონო და ქართული ოცნების ინტერესებში შედის,”- ამბობს გიორგი ვაშაძე.
მისი თქმით, ეს ხელსაყრელი მმართველი პარტიისთვის, რადგან თუ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყებოდა არა 8 აგვისტოს, არამედ პროცესი ახლავე ჩაერთვებოდა, მაშინ “ქართულ ოცნებას” აღარ ექნებოდა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესაძლებლობა, თანაბარი იქნებოდა მედია-საშუალებების გამოყენების უფლება. მოცემულ შემთხვევაში კი საარჩევნო კამპანიის დაფინანსება ქართველი ხალხის მიერ დაფინანსებული ბიუჯეტიდან მოხდება, რაც მძიმე კანონდარღვევაა.
“არჩევნები თან დანიშნულია, თან არა, ეს არის ქართული ოცნების დაკვეთით მიღებული გადაწყვეტილება,რომელიც საბოლოოდ დააზარალებს პრეზიდენტის იმიჯს,” – აღნიშნა ვაშაძემ.
მანჩო ღოღობერიძე





