• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, June 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გიორგი კვირიკაშვილი ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმზე ”გლობალური ლიდერების დებატები” სიტყვით გამოვიდა

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

კვირიკასაქართველო პრემიერ-მინისტრი დუბაიში ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმზე ”გლობალური ლიდერების დებატები” სიტყვით გამოვიდა.

როგორც ”თბილისი თაიმსს” პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე, სატრანზიტო პოტენციალზე და ბიზნესის სიმარტივის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

გიორგი კვირიკაშვილმა ფორუმის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ და ხაზი გაუსვა საქართველოში არსებულ თავისუფალ, ღია და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს.

მისი განმარტებით, ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით), რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა საქართველოს, როგორც საინვესტიციო ქვეყნის მიმზიდველობა.

“ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზრდება. 2014 წელს დაფიქსირდა 80-პროცენტიანი ზრდა და ინვესტიციების მოცულობამ შეადგინა 1,75 მილიარდი დოლარი. ამ ზრდის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია ბიზნესზე ორიენტირებული პოლიტიკა, უწყვეტი რეფორმები ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად, მტკიცე საგარეო-სავაჭრო ურთიერთობები, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა. საქართველო მაქსიმალურად იყენებს იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ჩვენ გვთავაზობს ორი წლის წინ ხელმოწერილი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან. ასე, რომ ქვეყნებისთვის, რომელთაც არ აქვთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, ხელსაყრელია ინვესტირება საქართველოში. მნიშვნელოვანია საქართველოს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა, ჩვენი მაღალი შედეგები სხვადასხვა ბიზნესრეიტინგში, ჩვენი დაბალი გადასახადები. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თანახმად, გადასახადების სიმსუბუქის კუთხით ჩვენ მე-9 ადგილზე ვართ მსოფლიოში,”-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობა იწყებს ახალ რეფორმებს, რომლის მიზანიც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებაა, ეფექტიანი მმართველობა, განათლების სისტემის რეფორმირება და ინფრასტუქტურული და რეგიონული განვითარებაა.

“გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რომელთა განხორციელებაც უახლოეს მომავალშია დაგეგმილი და რომელთა მიზანიცაა ქვეყნის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, შავი ზღვის სანაპიროზე, ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რაც გაზრდის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს (პორტის ყოველწლიური ტვირთბრუნვა იქნება 100 მილიონი ტონა წელიწადში),”-აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ფორუმის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ინვესტორთა საბჭოს შესახებ და განაცხადა, რომ ბიზნესსაზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვა საქართველოში ტრადიციად იქცა. “სულ ახლახანს ჩვენ დავაარსეთ ინვესტორთა საბჭო, რომელიც თავს უყრის ყველა მსხვილ ინვესტორსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, მსხვილი ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს,” – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ყოველწლიური საინვესტიციო ფორუმის პლენარული სესიის დებატებს, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ, მოდერატორობას უწევდა საერთაშორისო ექსპერტი კორნელია მეიერი.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

“ზოგი მეტს დადის, ვიდრე საჭიროა… ზომაზე მეტად სიგამხდრეც პრობლემურია” – რას გვირჩევს გულის ჯადოქარი გულიკო ჩაფიძე რჩევები

“ზოგი მეტს დადის, ვიდრე საჭიროა… ზომაზე მეტად სიგამხდრეც პრობლემურია” – რას გვირჩევს გულის ჯადოქარი გულიკო ჩაფიძე რჩევები

3 years ago

საქართველოში ჩინეთის, ხოლო ჩინეთში საქართველოს კულტურის ცენტრები შეიქმნება

11 years ago
ნინო წიკლაურის 54-ე ადგილი

ნინო წიკლაურის 54-ე ადგილი

12 years ago
სს „სილქნეტის“ ლიცენზიას მოქმედების ვადა მომდევნო ათი წლით გაუხანგრძილვდა

სილქნეტი 6 ტელეარხს ქსელიდან არ გათიშავს

9 years ago

ახალი ამბები

გერმანიაში 23 წლის ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
ახალი ამბები

გერმანიაში 23 წლის ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

06/28/2026

გერმანიაში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის მკვიდრი ახალგაზრდა გარდაიცვალა. 23 წლის ქართველი ემიგრანტი, ბესო მამულაშვილი, გუშინ, 26 ივნისს, საბანაოდ შესული, ტბაში...

მეტის ნახვაDetails
შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • გერმანიაში 23 წლის ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა 06/28/2026
  • შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა 06/26/2026
  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by