• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

Freedom House: „სასამართლო დამოუკიდებლობის კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესდა“

10 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
Freedom House: „სასამართლო დამოუკიდებლობის კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესდა“
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

1460459110იუსტიციის მინისტრი Freedom House-ს ანგარიშს ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში დემოკრატიის დონე შარშანდელთან შედარებით 4,61 პუნქტამდე გაუმჯობესდა; ამის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი კი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დონის გაზრდაა. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მხრივ შარშანდელთან შედარებით მაჩვენებელი 5.00 პუნქტიდან 4.75 პუნქტამდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ, ანგარიშის მიხედვით, ერთადერთი სფერო, სადაც წინა წელთან შედარებით გაუმჯობესება ფიქსირდება, არის სასამართლო სისტემა და მისი დამოუკიდებლობა.

„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიში აჩვენებს, რომ, თუკი შარშანდელთან შედარებით რომელიმე ინდექსი გააუმჯობესა საქართველომ − ეს გახლავთ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, სადაც ჩვენი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ნათქვამია, რომ სწორედ ამ სტრუქტურულმა და მდგრადმა პოზიტიურმა ცვლილებებმა განაპირობა ის, რომ საქართველო მთლიანობაში თავისი დემოკრატიულობის ინდექსით დაწინაურდა. რა თქმა უნდა, სხვა მაჩვენებლებიც არის დადებითი; მაგალითად, კორუფციის, კარგი მმართველობის, საარჩევნო პროცესის თუ მედიათავისუფლების კუთხით საქართველოს აქვს საუკეთესო მაჩვენებელი 2008-2012 წლების პერიოდთან შედარებით, და, რაც მთავარია, ყველა ამ მაჩვენებელში ტენდენცია არის დადებითი. ჩვენთვის მთავარია, ასევე, რომ გაისად კიდევ უფრო კარგი მაჩვენებელი ჰქონდეს საქართველოს და ამაში, მე მჯერა, რომ მართლმსაჯულების მესამე ტალღის რეფორმა ითამაშებს თავის როლს და პარლამენტი შეძლებს ხვალ და მომდევნო კვირებში კვორუმის  შეკრებას, რათა იუსტიციის სამინისტროს და მთავრობის იდეა იმ ფუძემდებლური პრინციპისა, რომელიც ეხება საქმეთა ელექტრონულ განაწილებას, იქცეს კანონად; რადგან ეს ჩვენი იდეა, მჯერა, რომ მომავალ ინდექსებში საქართველოს დემოკრატიულობის ხარისხს კიდევ უფრო მეტად გაზრდის“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

სასამართლო სისტემის გარდა, ანგარიშში შეფასდა სხვა კრიტერიუმებიც:  ქვეყნის მართვის დემოკრატიულობა − 5,5 ქულა, საარჩევნო პროცესი − 4,5 ქულა, სამოქალაქო საზოგადოება − 3,75 ქულა, მედიის დამოუკიდებლობა − 4.0 ქულა, ადგილობრივი მმართველობის დემოკრატიულობა − 5,25 ქულა, კორუფციის მხრივ არსებული მდგომარეობა − 4,5 ქულა, სასამართლო სისტემა და მისი დამოუკიდებლობა − 4,75-ქულა.

„სახელმწიფოები გარდამავალ ეპოქაში“ − ასე ჰქვია ანგარიშს, რომელიც  „ფრიდომ ჰაუსმა“ დღეს გამოაქვეყნა. ცხრილში ქვეყნები შეფასებულია რამდენიმე კატეგორიაში და გამოყვანილია დემოკრატიის განვითარების საშუალო მაჩვენებელი. ქულების სკალა 1-დან 7-მდეა. საუკეთესო შეფასებაა 1, ყველაზე ცუდი − 7. ანგარიში ასახავს დემოკრატიის განვითარებას ყოფილი საბჭოთა კავშირის, ბალკანეთისა და ცენტრალური ევროპის 29 ქვეყანაში 2015 წელს.

იუსტიციის სამინისტრო იმედოვნებს, რომ მიმდინარე და მომავალ სასესიო კვირებში, პარლამენტი შეძლებს მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში მომზადებული ცვლილებების განხილვას.

Share1Tweet1

ახალი ამბები

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

09/24/2026
პოლიციამ დმანისში მომხდარ ძალადობის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
ახალი ამბები

პოლიციამ დმანისში მომხდარ ძალადობის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

09/21/2026
“კაცმა 15 წლის ბიჭი რუსთავში, სახლში, სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა…”- მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალი შეუმსუბუქდა
ახალი ამბები

“კაცმა 15 წლის ბიჭი რუსთავში, სახლში, სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა…”- მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალი შეუმსუბუქდა

09/15/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა
ახალი ამბები

4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა

08/06/2026
ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალი წარედგინათ
ახალი ამბები

ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალი წარედგინათ

08/06/2026

საინტერესო

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მერაბიშვილისთვის შეფარდებული 5-წლიანი პატიმრობა უცვლელი დატოვა

12 years ago
აქციის მონაწილეები ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას მოუწოდებენ, ქვეყანა დატოვონ

აქციის მონაწილეები ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას მოუწოდებენ, ქვეყანა დატოვონ

7 years ago
“ვუსამძიმრებ ჩვენს ექსტრემისტ ოპოზიციასა და ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციებს – ჩვენი დელეგაციის აქედან ყველანაირი მიზეზის გარეშე გაშვების პროექტი ჩაუვარდათ” – თეა წულუკიანი

“ვუსამძიმრებ ჩვენს ექსტრემისტ ოპოზიციასა და ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციებს – ჩვენი დელეგაციის აქედან ყველანაირი მიზეზის გარეშე გაშვების პროექტი ჩაუვარდათ” – თეა წულუკიანი

2 years ago

ხვალ საქსტატის და შვედეთის სტატისტიკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქმიანობის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება

13 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by