• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, November 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ჯანელიძესაგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ვიზიტით მყოფ გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს პოლიტიკურ საკითხებში, ჯეფრი ფელტმანს შეხვდა.

როგორც ”თბილისი თაიმსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს გაერო-სა და საქართველოს თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, ასევე მსოფლიოში მიმდინარე პროცესები. აღნიშნეს, მსოფლიოში არსებული გამოწვევების აღმოფხვრის პროცესში გაერო-ს ჩართულობისა და გაერო-ს ქარტიის ძირითადი პრინციპების საფუძველზე სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოსა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას. საგარეო საქმეთა მინისტრმა გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ. ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესსა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე.

ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ანექსიის პოლიტიკის გამო, რისი ნათელი მაგალითია სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან ინტეგრაციის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმება და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ბოლოდროინდელი განცხადებები რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით. აღნიშნეს, რომ რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოსა და მთელი რეგიონის უსაფრთხოებას და უგულებელყოფს გაერო-ს ქარტიით გათვალისწინებულ ფუნდამენტური პრინციპებსა და მოსკოვის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, უპირველესად, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობა და ამასთან დაკავშირებით მადლობა გადაუხადა გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს თანათავმჯდომარის საქმიანობისთვის. მინისტრმა ხაზი გაუსვა თანათავმჯდომარეების როლს დღის წესრიგით გათვალისწინებული ისეთი ძირითადი საკითხების შესრულების პროცესში, როგორებიცაა: ძალის გამოუყენებლობა, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და დევნილი მოსახლეობის უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

შეხვედრაზე დადებითად შეაფასეს გალის ინციდენტებისა და რეაგირების მექანიზმის აღდგენის თაობაზე შეთანხმების მიღწევა და გამოთქვეს იმედი, რომ მექანიზმი შეუფერხებლად გააგრძელებს მუშაობას სტაბილურობისა და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველსაყოფად.

გენერალური მდივნის მოადგილემ დაადასტურა გაერო-ს ურყევი პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

“რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო 400 ლარით დაჯარიმდა 5 საბავშვო ბაღი”

11 years ago
ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ახლადმოწყობილ სკვერს სატრენაჟორო სივრცეც დაემატება

ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ახლადმოწყობილ სკვერს სატრენაჟორო სივრცეც დაემატება

8 years ago
მზის და ქარის ელეტროსადგურებმა საქართველოში გაამართლა – თორნიკე ყაზარაშვილი

მზის და ქარის ელეტროსადგურებმა საქართველოში გაამართლა – თორნიკე ყაზარაშვილი

10 years ago
“არც რუბლის სტაბილურობას არ გაამყარებს ცხინვალთან დადებული ხელშეკრულება და არც ნავთობის ფასს არ გაზრდის”

“არც რუბლის სტაბილურობას არ გაამყარებს ცხინვალთან დადებული ხელშეკრულება და არც ნავთობის ფასს არ გაზრდის”

12 years ago

ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

11/17/2026

ვეკუას სკოლა მეტროში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. „42-ე საჯარო სკოლა უდიდეს მწუხარებას და გულისტკივილს გამოთქვამს წარმატებული კურსდამთავრებულის, ღირსეული,...

მეტის ნახვაDetails
სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

11/17/2026
„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

11/17/2026
„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

11/17/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს 11/17/2026
  • სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება 11/17/2026
  • „მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა 11/17/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by