• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, October 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მუსლიმანური სამყარო წმინდა მუჰამმედ შუამავლის დაბადების 1445 წლისთავს აღნიშნავს

11 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
მუსლიმანური სამყარო წმინდა მუჰამმედ შუამავლის დაბადების 1445 წლისთავს აღნიშნავს
5
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მუსლიმისრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ამ დღეებში მუჰამმედ შუამავალის მოვლინების დღეს აღნიშნავს. წელს მუჰამედ წინასწარმეტყველის დაბადებიდან 1445 წელი შესრულდა. ამ დღეს მუსლიმი მრევლი განსაკუთრებით აღნიშნავს. ბათუმის ხელოვნების ცენტრში ამ დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიება გაიმართება. დაგეგმილია მუჰამმედ შუამავლისადმი ხოტბის შესხმა, მუსლიმთა წმინდა წიგნიდან – ყურანიდან აიათების (ამონარიდების) კითხვა, რელიგიური შინაარსის პოეზიის ნიმუშების წარდგენა. ღონისძიებაში მონაწილეობს საქართველოს მუსლიმი მრევლის წარმომადგენლები, საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა კონფესიების მოწვეული სტუმრები, საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა პირები, დიპლომატიური კორპუსისა და მისიების წარმომადგენლები.

„მუჰამმედ შუამავალი დედამიწას 1445 წლის წინ, 571 წელს მოევლინა და ამ დღეს მუსლიმები ყოველწლიურად აღნიშნავენ და დღესასწაული მოძრავად ითვლება, რადგანაც მთვარის კალენდრით აღინიშნება.  საქართველოში დღეისათვის სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემებით მუსლიმი მოსახლეობის რაოდენობა 11 პროცენტს აღემატება. აჭარის რეგიონში დღეისათვის არსებობს დაახლოებით 214 ჯამეა. რომელთაგან უძველესი აგებულია 1823 წელს. ბოლო 25 წლის განმავლობაში კი რეგიონში აიგო მხოლოდ 14 ჯამე. დანარჩენი კი მიუკუთვნება მე-19 საუკუნეს ან მეოცე საუკუნის დასაწყის და ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს ქართული ტრადიციული ხუროთმოძღვრების ნიმუშებს.“-სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო.

ისლამში მუჰამედი ცნობილია როგორც “წინასწარმეტყველი” და “მაცნე”. ყურანი მას ასევე მოიხსენებს როგორც “წინასწარმეტყველთა ბეჭედს”. ის იყო პიროვნება, რომელმაც მთლიანად შეცვალა არაბი ტომების ტრადიციული ცხოვრება, მისცა მათ ახალი რელიგია, ცხოვრების ახალი წესი და მიზანი.

მუჰამედი დაიბადა 570 წელს. წარმოშობით იყო წარჩინებული, მაგრამ გაღარიბებული ბანუჰაშიმის გვარიდან. ერთხანს მუჰამედი ვაჭრობას ეწეოდა და საქარავნო გზებზე იუდეველებსა და ქრისტიანებს ხვდებოდა, ეცნობოდა მათ სარწმუნოებას. მდიდარი მექელი ვაჭრის ქვრივზე ხადიჯეზე ხელსაყრელმა დაქორწინებამ მაჰმადს საშუალება მისცა მთელი დრო დაეთმო თავისი რელიგიურ-ეთიკური პრობლემებისათვის. გადმოცემის მიხედვით, დაახლოებით 609 (ან 610) რამადანის თვეში, ჰირის მთაზე (მექის ახლოს) მთავარანგელოზმა ჯიბრაილმა (გაბრიელმა) მაჰმადს უკარნახა წმინდა წიგნი „ყურანი“ და დაავალა ხალხისათვის მისი გაცნობა. თითოეული სიტყვა, ე.ი. გამოცხადება, მთავრდებოდა მოწოდებით: „მოჰყევ!“ ანუ: „სხვასაც უამბე, რაც მოისმინე!“. მუჰამადი ღვთის ნებას დაჰყვა და ერთი ღმერთის – ალაჰის – მოციქული გახდა. ის ახალი მოძღვრებით მკაცრად ილაშქრებდა წარმართული სარწმუნოების წინააღმდეგ.

თავდაპირველად არაბთა მცირე ჯგუფი აღიარებდა ახალ რელიგიას, შემდეგ კი მთელმა არაბეთმა, ბოლოს კი  სხვა ხალხებმაც (ირანელებმა, თურქებმა, ეგვიპტელებმა, ინდოელებმა, სლავების ნაწილმა…) ირწმუნეს. მუჰამედი გახდა მისივე შექმნილი პირველი ისლამური თეოკრატიული სახელმწიფოს მეთაური.

ყურანი, რომელიც ისლამის ძირითადი წყაროა მთლიანად შედგება მუიჰამედის ქადაგებებისგან და “ჰადისები” ანუ გადმოცემები მუჰამედის გამონათქვამებისა და ქცევების შესახებ.

მუჰამედის აკლდამა არის მუსლიმანთა მეორე წმინდა ადგილი ქააბას შემდეგ.

სოფიკო ნინიკაშვილი

 

 

Share2Tweet1

ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი
ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს
ახალი ამბები

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს
ახალი ამბები

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა

10/12/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე – დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, უფლის შეწევნით, ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული

10/12/2026
შიო მესამე – ტექნოლოგიამ, ინფორმაციის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა, ეს დიდი სიკეთეა, მაგრამ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას
ახალი ამბები

შიო მესამე – ტექნოლოგიამ, ინფორმაციის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა, ეს დიდი სიკეთეა, მაგრამ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას

10/12/2026

საინტერესო

ნოდარ ხადური შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ფინანსურ დირექტორს შეხვდა

11 years ago
დუეინ ჯონსონმა კინოს ისტორიაში ყველაზე დიდი ჰონორარი – 50 მილიონი დოლარი მიიღო

დუეინ ჯონსონმა კინოს ისტორიაში ყველაზე დიდი ჰონორარი – 50 მილიონი დოლარი მიიღო

3 years ago
7 ნივთი, რომელიც ახალ წლამდე უნდა მოაშოროთ სახლიდან

5 ყველაზე უცნაური საშობაო ტრადიცია

11 years ago
რატომ იწელება დროში შვილად აყვანის პროცესი ?

რატომ იწელება დროში შვილად აყვანის პროცესი ?

8 years ago

ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10/17/2026

ბერი ანდრიას ფონდი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი წაიღო ჩემი გულის ნაწილი სოხუმში... ვიცი მამა ანდრია ჩაგიხუტებს...

მეტის ნახვაDetails
“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 10/17/2026
  • “ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს 10/15/2026
  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by