რეგიონული სასწრაფო დახმარების ცენტრის ავტოპარკს 20 ახალი მანქანა შეემატა. რაიონული სამსახურებისთვის გადაცემამდე, ჯანდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრში განთავსებული ავტომობილები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დაათვალიერა.
სამედიცინო წესით აღჭურვილი მანქანები საქართველოს რეგიონებში დღეიდან განაწილდება. 20 მაღალი გამავლობის სპეც-მანქანა თელავის, გურჯაანის, მცხეთის, წალკის, თეთრიწყაროს, გარდაბნის, კოდის, კასპის, ქარელის, ნინოწმინდის, ცაგერის, ონის,ხარაგაულის, ზესტაფონის, ტყიბულის, ამბროლაურის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ქობულეთისა და მარტვილის რაიონებს გადაეცემა.
20 ახალი სპეც-მანქანის რეგიონული სასწრაფოსთვის შეძენა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გასულ წელს შემცირებული ადმინისტრაციული ხარჯების შედეგად მოხდა. რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკი 100 მაღალი და 80 საშუალო გამავლობის ავტომობილით 2014 წელს განახლდა.












