• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, July 5, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პარლამენტმა მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში მომზადებულ ცვლილებებს მეორე მოსმენით კენჭი უყარა

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

1352274581_qutaisi_parlamenti77 ხმა 23-ის წინააღმდეგ − საკანონმდებლო ორგანომ მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში მომზადებულ ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით უყარა კენჭი.

კანონპროექტის მიხედვით, შეიცვლება სასამართლოში საქმეების გადანაწილების წესი − მოსამართლეთა შორის საქმეები განაწილდება ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, საქმეთა შემთხვევითი განაწილების პრინციპის დაცვით, რაც მთლიანად გამორიცხავს საქმეთა განაწილებისას კორუფციის ან საქმეთა რაიმე სპეციალური ნიშნით განაწილების რისკს;

პროექტით განისაზღვრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა.  მეორე მოსმენის რეჟიმში უზენაესი სასამართლოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრა არანაკლებ 16 მოსამართლით, საჭიროების შემთხვევაში კი, უზენაესი სასამართლოს პლენუმი მიიღებს გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდის შესახებ. პროექტის პირველი რედაქციით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრებოდა 28 მოსამართლით.  დღესდღეობით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა კანონით არ არის დარეგულირებული და ამას განსაზღვრავს პლენუმი, რაც არ შეესაბამება კონსტიტუციონალიზმისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითად პრინციპებს;

კანონპროექტის თანახმად დაგეგმილი იყო უზენაესი და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეთა მოადგილეების ინსტიტუტის გაუქმება, რაც შეიცვალა. პროექტის განახლებული ვარიანტით  უზენაესი და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეთა მოადგილეების ინსტიტუტი აღარ გაუქმდება.

 აღსანიშნავია, რომ პლენარულ სხდომაზე ცვლილებათა პაკეტის  კენჭისყრამდე დაბრუნდა კანონპროექტში არსებული პირველადი ვერსია მოსამართლეთათვის სამწლიანი გამოსაცდელი ვადის შესახებ. უკანასკნელი ცვლილებების თანახმად, სამწლიანი გამოსაცდელი ვადა შეეხება ყველა მოსამართლეს მათი სამუშაო სტაჟის მიუხედავად.

„უპირველეს ყოვლისა,  აღვნიშნავ, რომ დღეს იყო ძალიან ნაყოფიერი დღე პარლამენტში. მათ შორის, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით. მიუსაფარი ბავშვების  შესახებ კანონპროექტი დამტკიცდა მეორე მოსმენით; მიწის  სისტემური  რეგისტრაციის პაკეტი, ძალზედ მნიშვნელოვანი პაკეტი, პირველი მოსმენით იქნა, ასევე, დამტკიცებული და  სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის პაკეტი მეორე  მოსმენით დამტკიცდა, რაც ანგარიშგასაწევია, რადგან,  მოგეხსენებათ,  აქ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმებია გათვალისწინებული  და მომზადებული იუსტიციის სამინისტროს მიერ. მათ შორის, საქმეთა ელექტრონული განაწილების წესი, მოსამართლეთა მკაფიო კრიტერიუმების  საფუძველზე დანიშვნის  წესი, მივლინებების, კასაციის დასაშვებობის ახალი კრიტერიუმები და ა.შ.

რაც შეეხება იმას, თუ რა მოხდა პლენარულ სხდომაზე: პლენარულ სხდომაზე მოხდა ის, რომ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, გამოსაცდელი ვადა, კვლავ შეეხება ყველა მოსამართლეს; მათ შორის, იმ მოსამართლეებსაც, რომლებმაც 10 წელი იმსახურეს მოსამართლედ. ანუ ის დათქმა, რომ მათ აღარ მიეცემოდათ გამოსაცდელი ვადა, აღარ იქნება. ეს იყო პრემიერ-მინისტრის  ინიციატივა და ჩვენც მიგვაჩნია, რომ ეს სწორი იყო მოცემულ ვითარებაში.  ასევე,  ფორუმისა და ბატონი ქუცნაშვილის  წინადადებების გათვალისწინებით,  მეორე მუხლთან მიმართებით, რომელიც ეხება სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნას, არ ეყარა კენჭი  მეორე მოსმენით. თუმცა, კანონპროექტი, ისევე, როგორც მთელი პაკეტის დანარჩენი ნაწილი, მეორე მოსმენით იქნა მიღებული, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ ორ საკითხთან დაკავშირებით მეორე მოსმენის რეჟიმში ჯერ კომიტეტში და მერე პლენარულ სხდომაზე  გაგრძელდება  დისკუსიები, ისევე, როგორც დანარჩენ პაკეტზე მესამე მოსმენის რეჟიმში“, − აღნიშნა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ.

გარდა ამისა, მესამე ტალღის ფარგლებში მომზადებული ცვლილებები შემდეგ პრინციპებსაც ეყრდნობა:

 

  • საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები და მათი მახასიათებლები;

 

  • სასამართლოს თავმჯდომარეს აღარ ექნება მოსამართლის წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების უფლებამოსილება. ეს უფლება ენიჭება დამოუკიდებელ ინსპექტორს, რომელიც დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში ახალ ინსტიტუტს წარმოადგენს (გაზიარებულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინიციატივა);

 

  • მოსამართლეობის ყველა კანდიდატისთვის თანამდებობაზე კონკურსის წესით განწესებისას შეიქმნება სამართლიანი და თანაბარი პირობები. მოსამართლეები შეირჩევიან მკაფიოდ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. მოსამართლეობის კანდიდატებს უფლება ექნებათ, გაასაჩივრონ მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება;

 

  • სასამართლოთა თავმჯდომარეებს შეეზღუდებათ ადმინისტრაციული ფუნქციები − თავმჯდომარე საერთო ზედამხედველობას გაუწევს სასამართლოს აპარატის მუშაობას, სასამართლოს აპარატის უშუალო ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას კი განახორციელებს სასამართლოს მენეჯერი;

 

  • სასამართლოთა თავმჯდომარეები ვალდებული იქნებიან, პირადად განიხილონ საქმეები;

 

  • დაცული იქნება მოსამართლის შეუცვლელობის პრინციპი − აიკრძალება მისი თანხმობის გარეშე მისთვის პოზიციის შეცვლა ან თვითნებურად მივლინებაში გაგზავნა;

 

  • მოსამართლეს უფლება ექნება, სურვილის შემთხვევაში, გაასაჯაროოს მის მიმართ წარმოებული დისციპლინური საქმისწარმოება, რაც დამატებით გარანტიას ქმნის მოსამართლის უფლებების დაცვისათვის;

 

  • უფრო მეტად გამჭვირვალე იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭო − მას ეკისრება ვალდებულება, საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია განათავსოს ვებგვერდზე;

 

  • იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეიქმნება სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტი, რომელიც, ერთი მხრივ, ზედამხედველობას გაუწევს საერთო სასამართლოების ადმინისტრირებას და საერთო სასამართლოების დეპარტამენტს, ხოლო, მეორე მხრივ, შეისწავლის საერთო სასამართლოებში საქმეთა ნაკადის მართვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას;

 

  • გაიზრდება უზენაესი სასამართლოს როლი მართლმსაჯულების პროცესში. ფართოვდება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები როგორც სისხლის, ისე ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებთან მიმართებით, თუმცა, შენარჩუნებულია ის მიდგომა, რომ უზენაესი სასამართლო მხოლოდ მნიშვნელოვან საქმეებს განიხილავს.

 

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

საქართველო ამერიკის მთავრობისგან საჩუქრად “ფაიზერის” ნახევარ მილიონ დოზას მიიღებს

საქართველო ამერიკის მთავრობისგან საჩუქრად “ფაიზერის” ნახევარ მილიონ დოზას მიიღებს

5 years ago
მეგობარი მოკლა, ყოფილი ცოლი კი დაჭრა – კახეთში მომხდარი დანაშაულის ახალი დეტალები ხდება ცნობილი

მეგობარი მოკლა, ყოფილი ცოლი კი დაჭრა – კახეთში მომხდარი დანაშაულის ახალი დეტალები ხდება ცნობილი

8 months ago
„ძვირფასო ჯენზი, ის, რაც 30 წელიწადში დიდი ძალისხმევით მოვიპოვეთ, თქვენი გასაგრძელებელია“ – თეა გვასალია

„ძვირფასო ჯენზი, ის, რაც 30 წელიწადში დიდი ძალისხმევით მოვიპოვეთ, თქვენი გასაგრძელებელია“ – თეა გვასალია

2 years ago

გაიზრდება თუ არა წელს საქართველოს ზამთრის კურორტებზე ფასები? ტურისტული კომპანიების პროგნოზი

13 years ago

ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026

კაცი რომელსაც ახალციხეში სამშენებლო ბლოკი დაეცა ერთ თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, კაცი ახალციხის რეფერალურ...

მეტის ნახვაDetails
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026
  • „ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს 07/03/2026
  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by