• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

1 მაისის მდგომარეობით 3,53 მილიონი პოტენციური ამომრჩეველია

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
არჩევნების მეორე ტური12 ივლისს ჩატარდება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

arcevbe_საარჩევნო კოდექსის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებულია, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო სიის ფორმირებისთვის საჭირო მონაცემები წელიწადში ოთხჯერ  მიაწოდოს. დღეს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პოტენციურ ამომრჩეველთა მონაცემები მიმდინარე წლის 1 მაისის მდგომარეობით გადაეცემა.

სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცესკო-სთვის 1 მაისის მდგომარეობით გადაცემულ სიაში 3,53 მილიონი პოტენციური ამომრჩეველია. ამ სიაში არიან როგორც საქართველოში, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მცხოვრები, ასევე საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასული ის სრულწლოვანი პირები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქის სამართლებრივი სტატუსი აქვთ. გადაცემულ სიაში ასევე შედიან ის ამომრჩევლები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან მისამართის მითითების გარეშე (ე.წ. უმისამართოები, სულ 30 298 პირი).

პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზის დახვეწისა და დაზუსტების მიზნით, იუსტიციის სამინისტრო, უკვე მეოთხე წელია, გამუდმებით მუშაობს.

„საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტი-2“ 2015 წლის ოქტომბერში, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, დაიწყო. ამ პროექტის ფარგლებში, ხარისხიანი საარჩევნო სიის შესადგენად გატარდა მთელი რიგი ღონისძიებებისა.

საარჩევნო კოდექსში 2014 წელს შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ამომრჩეველთა სიის ერთ-ერთი დამატებითი რეკვიზიტია ამომრჩევლის ფოტოსურათი. შედეგად, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოს საარჩევნო უბნებზე კვლავ ფოტოსურათიანი სიები ექნება. უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, პოტენციურ ამომრჩეველთა ბაზების რადიკალური გაუმჯობესება  გახდა შესაძლებელი. კერძოდ, 1 500 000-ზე მეტ მოქალაქეზე გაიცა ახალი ბიომეტრიული დოკუმენტი, რომელთაგან 750 000 პირადობის მოწმობა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, უფასოდ გაიცა. დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდენენ როგორც დოკუმენტის, ასევე ფოტოსურათის საფასურისაგან. მხოლოდ ამ ერთმა მასშტაბურმა ღონისძიებამ 2016 წლის არჩევნებისთვის 2 200 000-ზე მეტი ამომრჩევლის შესახებ ზუსტი, გაუყალბებელი ბიომეტრიული მონაცემი მოგვცა.

2016 წლის 15 თებერვლიდან დღესაც მოქმედებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება, რომლის თანახმადაც, საფასურის გარეშე იღებენ პირადობის მოწმობას ის პირები, რომლებსაც არ აქვთ არანაირი საბუთი და ამიტომ არ არიან საარჩევნო სიაში, ან მოხსნილნი არიან რეგისტრაციიდან და ამიტომ ვერ ხვდებიან საარჩევნო სიაში, ანდა სააგენტოს ბაზებში არ არსებობს მათი ფოტო ან არსებული ფოტო უხარისხოა, რაც გამორიცხავს საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლის იდენტიფიკაციას. ამ აქციით დღემდე 61 979 პირმა ისარგებლა.

„საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტი-2“, რომელიც 2016 წლის სექტემბრის ბოლომდე იმუშავებს, მიზნად ისახავს: სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას, სააგენტოს მონაცემთა ბაზების ხარისხის ამაღლებასა და ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მაქსიმალურად სრულყოფილი ფორმით პოტენციურ ამომრჩეველთა საიდენტიფიკაციო მონაცემების გადაცემას.

2015 წლის ოქტომბრიდან დღემდე, პროექტის ფარგლებში, სპეციალური პროგრამის მეშვეობით განხორციელდა გარდაცვლილ და არასრულწლოვან პირთა ფოტოსურათების დადარება ყველა სრულწლოვანი პირის სურათთან, რაც მონაცემთა ბაზაში სავარაუდო გაორებების აღმოფხვრას ისახავდა მიზნად (ერთმანეთთან დადარდა 1 647 129  მონაცემი; აღმოიფხვრა 481 გაორება); იუსტიციის მინისტრის 15 თებერვლის ბრძანების საფუძველზე, საფასურის გადახდის გარეშე გაიცა 61 000-ზე მეტი პირადობის მოწმობა იმ პირებზე, ვინც მანამდე რეგისტრაციიდან მოხსნილად ითვლებოდა ან საერთოდ არ ჰქონდა არანაირი საბუთი; გამოვლენილ იქნა დაურეგისტრირებელი გარდაცვალების ფაქტები და ისინი დარეგისტრირდა (210 ფაქტი); შემცირდა ბაზაში არსებული, უსურათო და უხარისხო სურათების მქონე მონაცემები (აღდგენილია 1 554 ფოტოსურათი); შესწორდა მოქალაქის სახელიდან გამომდინარე (მაგ. სულიკო, საშა და სხვ.) სქესის აღმნიშვნელ გრაფაში არსებული შეცდომები (112 მონაცემი) და სხვ.

მონაცემთა დაზუსტება, ხშირ შემთხვევაში, მოქალაქეებთან შინ მისვლის შედეგად განხორციელდა. სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები თავად მიდიოდნენ იმ ამომრჩევლებთან, რომელთა მონაცემებიც სააგენტოს ბაზებში გარკვეულ ხარვეზებს შეიცავდა. ისინი მოქალაქეებს ადგილზევე უღებდნენ ბიომეტრიულ ფოტოს, ატარებდნენ შესაბამის პროცედურებს და, 15 თებერვლის ბრძანების საფუძველზე, პირადობის მოწმობას უსასყიდლოდ გასცემდნენ.

„საარჩევნო სიების სრულყოფის” პროექტი 2016 წლის სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება და, ზემოაღწერილი აქტივობების პარალელურად, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების არქივების დიგიტალიზაციას დაასრულებს. კანონმდებლობით დადგენილი წესით, სერვისების განვითარების სააგენტო, 15 ივლისს, პოტენციურ ამომრჩეველთა სიას ცესკო-ს კიდევ ერთხელ გადასცემს.

ამ პერიოდში, აუცილებელია, რომ იმ ამომრჩეველმა, რომელსაც არ აქვს არც პირადობის მოწმობა და არც ბიომეტრიული პასპორტი (სავარაუდოდ 64 600 პირი) ან მოხსნილია რეგისტრაციიდან და შეჩერებული/გაუქმებული აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოქმედება (სავარაუდოდ 98 727 პირი), მიმართოს იუსტიციის სახლებს, სერვისების განვითარების ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს, მიიღოს უფასოდ პირადობის მოწმობა და ამ გზით აღადგინოს თავი საარჩევნო სიაში.

რაც შეეხებათ იმ პირებს, ვინც რეგისტრირებულნი არიან მისამართის მითითების გარეშე (ე.წ. უმისამართოები), მათ 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებზე ექნებათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, როგორც ამას  საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლის მეორე პუნქტი „ე“ ქვეუნქტი და მე-5 მუხლის პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს.

„საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტი-2“, 2016 წლის 26 მაისიდან ახალ კომპონენტსაც შეიძენს. კერძოდ, 26 მაისიდან 26 ივნისამდე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით პირადობის მოწმობის აღება იქნება უფასო, რაც პოტენციური ამომრჩევლების მონაცემების კიდევ მეტად დაზუსტებას შეუწყობს ხელს.

„2015 წლის ოქტომბრიდან მოქმედი „საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტი-2“, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ გატარებულ ღონისძიებებთან ერთად, საშუალებას გვაძლევს განვაცხადოთ, რომ საქართველოს, 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებზე, დამოუკიდებლობის შემდგომი პერიოდის ყველაზე ხარისხიანი საარჩევნო სია ექნება“ – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

Share1Tweet1

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

სექტა და მათი გავლენები საზოგადოებაზე

11 years ago
ტელეკომპანია „რუსთავი 2“ განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ განცხადებას ავრცელებს

7 years ago
“მთელი ბავშვობა ჩემი თავი შტერი, გაუნათლებელი მეგონა. ყველა მასწავლებელი მაგას მეუბნებოდა”

“მთელი ბავშვობა ჩემი თავი შტერი, გაუნათლებელი მეგონა. ყველა მასწავლებელი მაგას მეუბნებოდა”

2 years ago
საშემოსავლო გადასახადი შესაძლოა განახევრდეს, ხელფასის გაცემა კი თვეში ორჯერ მოხდეს – რა ინიციატივაზე იმსჯელებს პარლამენტი

საშემოსავლო გადასახადი შესაძლოა განახევრდეს, ხელფასის გაცემა კი თვეში ორჯერ მოხდეს – რა ინიციატივაზე იმსჯელებს პარლამენტი

5 years ago

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო, ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს: " სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს...

მეტის ნახვაDetails
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026
  • მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by