„ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია ერთი საზეიმო ღონისძიება დადგას, მაგრამ სახელის გატეხვას თავის გატეხვა ჯობს. დაკარგული ნდობის აღდგენა ყრილობით, ილუზიაა,“ – ამის შესახებ ისაუბრა პოლიტიკურმა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა „მაესტროს ფაქტორში“.
„ჩვენ დავამარცხეთ რეჟიმი, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ უკვე უჩემოდ წააგო ბრძოლა სისტემასთან, მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობასთან. კოალიციაში შემავალმა ყველა სუბიექტმა ძალაუფლების ხიბლით უარი თქვა იმ პრინციპებზე, რასაც 2012 წელს ქადაგებდა. ძალაუფლება რყვნის ადამიანებს. დღეს ისინი გახდნენ იმ სისტების მძევლები, რომელსაც თავად ებრძოდნენ.
პოლიტიკურ მოზაიკაში „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ სისტემაზე დგას. ოპოზიციის მთავარი საზრუნავი მოქალაქეების აქტივობის გაზრდაა. არჩევნებზე მოსული მოსახლეობა ხმას არ მისცემს არც ახლანდელ და არც ყოფილ ხელისუფლებას. მაჟორიტარებს თუ გაიყოფენ და არ დაუპირისპირებენ ერთმანეთს, ხელისუფლებას ელოდება სერიოზული პრობლემები. მისი იარაღი იქნება „გათიშე და იბატონე“, ანუ ოპოზიციის დაქსაქსვა. ოპოზიციურმა ძალებმა უნდა ითანამშრომლონ და ერთმანეთს არ დაეჯახონ“.
გია ხუხაშვილმა, განიხილა ასევე მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის უარყოფითი მხარეები.
„მაჟორიტარი დეპუტატები არის ოლიგარქიული კასტა. პოლიტიკის დახმარებით აკეთებენ ბიზნესს და პოლიტიკაში ტივტივებენ ბიზნეს-ინვესტიციებით. მათ არ აინტერესებთ პრინციპები და მორალური მხარე. ეს არის ქერის ორმო. არამგონია არჩევნებზე ამან უშველოს ხელისუფლებას, მათ საინფომაციო ომი წააგეს“.
მანანა ღოღობერიძე













