გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებებს საქართვეოს ეხმაურება. გიორგი მარგველაშვილი აცხადებს რომ პროცესი სწრაფად გაიმართა და მას პოლიტიკურად გაუმართლებელს უწოდებს.
„პოლიტიკურად გაუმართლებელია ამ პროცესის ასე სწრაფად გამართვა, ისეთი ინსტიტუტების არჩართვა, როგორიც არის ვენეციის კომისია და საკონსტიტუციო სასამართლო. მე სხვა შენიშვნები ჯერჯერობით ვერ მექნება, კანონპროექტი ჯერჯერობით არ მიმიღია. მე თვითონ ვაპირებ მივიდე პარლამენტში და მე თვითონ წამოვიღო ჩემით ხელით კანონპროექტი,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.














