• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“რელიგია, რომელიც კლავს” – ტოტალიტარული სექტების ზოგადი მიმოხილვა

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
“რელიგია, რომელიც კლავს” – ტოტალიტარული სექტების ზოგადი მიმოხილვა
12
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ტოტალიტარულად იწოდებიან ის სექტები, რომლებიც ადამიანთა მიმართ იყენებ ფსიქოლოგიური ძალადობის – დამუშავების, ზეწოლის, იძულებისა და მართვის სხვადასხვა ხერხებს, რომლეთა მეშვეობითაც მათ სურთ მთლიანად დაუმორჩილონ ადამიანი-მისი გონება, ნება, ემოცია-სექტის ლიდერს  და მათ მიერ გადმოცემულ სწავლა-მოძღვრებას.

სექტა

სექტანტური ცდუნებები მუდმივად არსებობდა ეკლესიაში. მრავალი ახლანდელი ტოტალიტარული სექტის სწავლებები შეიცავს ერეტიკული, ოკულტური და წარმართული რწმენის ელემენტებს, რომელსაც ეკლესია დაარსების დღიდან იცნობს. თუმცა მათი მთავარი  მახასიათებლები  საკმაოდ ახალია და ვლინდება შემდეგში:

  • გადაბირებისა და პროპაგანდის სტრუქტურა, ორგანიზაცია და მეთოდები, სექტების მიერ ადეპტების აზროვნების კონტროლის გზები.
  • მათი მოძღვრების სინკრეტიზმი და ეკლექტიკა, რომელიც გამოწვეულია თანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ პოსტ-მოდერნისტულ ცივილიზაციაში  რელიგიური იდეების გავრცელების გლობალიზაციითა, მათი შერყვნითა და გაუკუღმართებით.
  • მასობრივ პოპულარულ კულტურასთან ტოტალიტარული სექტების მორგების გზები. მათი აგრესიული გავრცელება პროფესიონალურ დონეზე დახვეწილი მარკეტინგისა და რეკლამის მეთოდებით.
  • მათ მიერ თანამედროვე სახელმწიფოების დემოკრატიულ სისტემათა სისუსტეების ოსტატურად გამოყენება.
  • თანამედროვე სექტების ტოტალიტარიზმი, მათი შერწყმა საერთაშორისო ბიზნესთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და ხშირად ორგანიზებულ კრიმინალთან, ტერორიზმნთან და სპეცსამსახურებთანაც კი.

ტოტალიტარულ სექტად მოიხსენიებენ განსაკუთრებულ ავტორიტარულ ორგანიზაციებს, რომელთა ლიდერები იღვწიან მიმდევრებზე ძალაუფლების განმტკიცებასა და მათი ექსპლატაციისკენ  და თავიანთ ნამდვილ განზრახვებს მალავენ  პოლიტიკურ-რელიგიური, ფსიქოთერაპიული, გამაჯანსაღებელი, განმანათლებლური,  სამეცნიერო-შემეცნებითი, კულტუროლოგიური და სხვა სახის ნიღბის ქვეშ.  რისთვისაც საკმოდ წარმატებით იყენებენ ცნობიერების კონტროლის ყველა უახლოეს მეთოდს, რომლიც აქმდე არ იყო შემუშავებული.

მათი ჩასახვა მეტწილად განპირობებული იყო პროტესტანტული დენომინაციებისა და სექტების უსასრულოდ დანაწევრებით, რამაც მწვერვალს მე-19 საუკუნეში მიაღწია. ახალი რელიგიური გამოხატულებები თავიდან დამოუკიდებლად, მასობრივ ცნობიერებაში არსებობდნენ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იწყება მათი აქტიური ურთიერთქმედება, ახდენენ ერთმანეთზე გავლენას და ქმნინა უცნაურ კომბინაციებს.  ტოტალიტარული სექტები არაფრად აგდებენ არც საკუთარი წევრების და არც სხვა ადამიანების სიცოცხლეს. ისტორიამ ამის მაგალითები, სამწუხაროდ უხვად შეოგვინახა. ცნობილი რუსი სექტოლოგი ალექსანდრე დვორკინი წიგნიში “სექტოლოგია” ასეთ სექტებს უწოდებს “რელიგიას, რომელიც კლავს”. სამწუხაროდ ისტორიამ ამის დამადასტურებელი მაგალითები უხვად  შეოგვინახა:

ჯიმ ჯოუნსის “სახალხო ტაძარი”, რომელმაც ერთ დღეში 912 ადამიანი იმსხვერპლა, რომელთაგან 276 ბაშვი იყო; 

ადვენტისტური ყაიდის სექტის- “დავითის შტოს” ლიდერმა დევიდ კორეშმა 1993 წელს ტეხასის შტატში მდებარე მანამდე უცნობ ქალაქში-უეიკოში თავისი შტაბი აფეთქა. მასთან ერთად ასამდე ადამიანი დაიღუპა, მათგან არანაკლებ 25 იყო ბავშვი.

1997 წელს სამხრეთ კალიფორნიაში “ზეცის კარიბჭის” წევრებმა თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე. პოლიციამ სან-დიეგოში მდებარე სახლში აღმოაჩინა 39 ცხედარი, რომლებიც 26-72 წლამდე მამაკაცებს და ქალებს ეკუთვნოდა.

მოკლულთა რიცხვმა რეკორდს 2000 წელს მიაღწია, როცა კათოლიკური ეკლესიის წიაღიდან გამოსულმა სექტამ “მოძრაობა ღვთის ათი მცნების ასაღორძინებლად” დამაარსებელმა კრედონია მვერიდმა მძიმე მარხვა და უწყვეტი ლოცვა გამოაცხადა, რათა მოეტყოები თავიანთი მიმდევრები. აჭედეს  ეკლესიის ფანჯრები და ააფეთქეს. მაშინ 500 წევრზე მეტი დაიღუპა, თუმცა პოლიციამ აღმოაჩინა: ნაჯახით აკაფული 6 გვამი მევრიდის სახლში, 81 სხეული საერთო საფლავში, ხოლო 47 ეზოში ნახეს დაკრძალული. ეს ადამიანები საკუთარი კრიალოსნებით იყვნენ გაგუდულები.

13221706_998508003579590_1627023041794327135_n“ტოტალიტარული სექტები, პირველ რიგში, სოციალური და კულტუროლოგიური პრობლემაა და მხოლოდ ამის შემდეგ ფსიქიატრიული და იურიდიული… რაც უფრო მეტად ეცოდინებათ ადამიანებს მათ შესახებ, მით უფრო ძნელი იქნება ამ ადამიანების მოტყუება.”- აღნიშნავს რობერტ ჯეი ლიფტონი.

ყველა ტოტალიტარული სექტა საკუთარ ინტერესს კანონზე ზევით აყენებს, რადგანაც თვლის, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას. ყველა მათგანს ახასითებს “ორმაგი მორალი” და “ორმაგი სტანდარტები”. თუკი ისინი წევრებს ჩაუნერგავენ, რომ მათ წინაშე დასახული მიზანი “მართალი” და “სამართლიანია”  ვეღარაფერი აღუდგებათ წინ. ისინი მიმართავენ ტყუილს, იყენებენ ცნობიერების კონტროლს, მანიპულაციის, გადაბირების მეთოდებს, ერთიან ენას-სექტანტურ ჟარგონს. დამახსიათებელია მოწყვეტა გარე სამყაროსგან, ღირებულებათა სისტემის ცვლა, სამყაროს შავ-თეთრ ფერებში აღქმა. ლიდერის არებობა და მისი სრული მორჩილება.

ასეთი ორგანიზაციების მოღვაწეობას მსოფლიოს ყველა ცივილიზებული სახელმწიფო კრძალავს, ან აფრთხილებს საზოგადოებას, სკოლის მოსწავლეებს მათი არსებობის შესახებ, აცნობენ საერთო ნიშან-თვისებებს, რათა ფრთხილად იყვენენ და არ გაებან მათ მახეში. გერმანიის მთავრობა სკოლის მოსწავლეებისთვის დარიგებულ საინფორმაციო ფურცელში  გამოყოფს ტოტალიტარული სექტების 17 განმასხვავებელ ნიშანს:

  1. ჯგუფში სწორედ იმას იპოვი, რასაც აქამდე ამაოდ ეძებდი. მან ზუსტად იცის თუ რა გჭირდება შენ.
  2. პირველივე შეხვედრა საგნების სრულად ახლებულ ხედვას გასწავლის.
  3. ჯგუფის მსოფლმხედველობა გამოგნებლად უბრალოა და ნებისმიერ პრობლემას გიხსნის;
  4. ძნელია ჯგუფის ზუსტად დახასიათება; ფიქრი და შემოწმება დაუშვებელია. შენი ახალი მეგობრები გეუბნებიან: ” შეუძლებელია ამის ახსნა, ეს უნდა განიცადო. წამოდი ჩვენთან ერთდ ცენტრში.”
  5. ჯგუფს ჰყავს მასწავლებელი, მედიუმი, ბელადი ან გურუ. მხოლოდ მან იცის სრული ჭეშმარიტება.
  6. ითვლება, რომ ჯგუფის სწავლება არის ერთადერთი სინამდვილე, მარად ჭეშმარიტი ცოდნა. ტრადიციული მეცნიერება, რაციონალური აზროვნება, გონება უარყოფილია, როგორც ნეგატიური, სატანური, გაუნათლებელი.
  7. კრიტიკა მათი მხრიდან, ვინც ჯგუფს არ მიეკუთვნება, განიხილება, როგორც ამ ჯგუფის ჭეშმარიტების დადასტურება.
  8. სამყარო კატასტროფისკენ მიექანება და მხოლოდ ჯგუფმა იცის, როგორ გადაარჩინოს ის.
  9. შენი ჯგუფი ელიტაა. დანარჩენი კაცობრიობა მძიმედაა ავად და უკიდურესად თვგაზააბნეულია.
  10. უმალ უნდა გაწევრიანდე ჯგუფში.
  11. ჯგუფი ემიჯნება დანარჩენ სამყაროს, რაც გამოიხატება: ჩაცმულობაში, კვებაში, განსაკუთრებულ ენაში, პიროვნებათაშორისი ურთიერთობების მკაცრ რეგლამენტირებაში.
  12. ჯგუფს სურს, რომ შენ გაწყვიტო ყველა “ძველი” ურთიერთობა, რადგანაც ის აბრკოლებს შენს განვითარებას.
  13. შენი სექსუალური ურთიერთობები სხვის მიერ არის რეგლამენტირებული.
  14. შენი დრო მთლიანად ეთმობა ჯგუფის დავალებების შესრულებას: წიგნების, ბროშურების, გაზეთების გაყიდვას, ახალი წევრების გადმობირებას, კურსებზე დასწრებას, მედიტაციას.
  15. ძალიან რთულია განმარტება, ჯგუფის რომელიღაცა წევრი ყოველთვის შენს გვერდითაა.
  16. თუკი ეჭვები გაგიჩნდა, თუკი შეპირებული წარმატება არ მოდის, დამნაშავე ყოველთვის შენ ხარ, რადგან საკუთარ თვზე საკმარისს არ მუშაობ, ან შენი რწმენა სუსტია.
  17. ჯგუფი მოითხოვს წესებისა და დისციპლინის სრულ და დაუყოვნებლივ შესრულებას, რადგან ეს არის გადარჩენის ერთდერთი გზა.

ცნობის ფურცელი მთავრდება გაფრთხილებით: “თუკი ერთ-ერთი ამ ნიშან-თვისებათაგან გეცნობა,  ფრთხილად იყავი! ”

ტოტალიტარული სექტების უკიდურესი გამოვლინება სატანისტური სექტებია,  რომელიც მიმართულია  ადამიანის, ოჯახის, საზოგადოების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ. ასეთმა სექტებმა საკმაოდ მოიკიდეს ფეხი საქართველოში.

სტატია მომზადებულია პროფესორ ალექსანდრე დვორკინის წიგნის “სექტოლოგია. ტოტალიტარული სექტების” მიხედვით.

სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

Share5Tweet3

ახალი ამბები

მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა
ახალი ამბები

მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა

08/06/2026
რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.”  – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
ახალი ამბები

რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

08/06/2026
„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში
ახალი ამბები

„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში

08/05/2026
15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა
ახალი ამბები

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026
„წმინდა ნექტარიოს ეგინელს წირვის დროს ეკეთა…“ – სასწაულმოქმედი სარტყელი თბილისშია
ახალი ამბები

„წმინდა ნექტარიოს ეგინელს წირვის დროს ეკეთა…“ – სასწაულმოქმედი სარტყელი თბილისშია

07/14/2026

საინტერესო

„ძმა დავკარგე, სამუდამოდ ჩემს გულში დარჩები ნიკა…“ – ტრაგედია მომღერალ ალექსანდრე ზაზარაშვილის ოჯახში

„ძმა დავკარგე, სამუდამოდ ჩემს გულში დარჩები ნიკა…“ – ტრაგედია მომღერალ ალექსანდრე ზაზარაშვილის ოჯახში

2 years ago
თბილისში ტრადიციული რეწვისა და დიზაინის პირველი საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი 2016“ გაიმართება

თბილისში ტრადიციული რეწვისა და დიზაინის პირველი საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი 2016“ გაიმართება

10 years ago
საქართველოდან ევროკავშირში აგროსურსათის ექსპორტი გაიზარდა

საქართველოდან ევროკავშირში აგროსურსათის ექსპორტი გაიზარდა

8 years ago

იენს სტოლტენბერგი – “ნატო მოუწოდებს საქართველოს გააღრმავოს რეფორმების თვალსაზრისით მიღწეული პროგრესი”

10 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by