• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 26, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ქალაქ ბარში წმინდა ნიკოლოზის საფლავზე კათოლიკური ტაძარი დგას

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
47
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

 

წმინდა ნიკოლოზი22 მაისი მართლმადიდებლური სამყარო ნიკოლოზობას ზეიმობს და იხსენიებს  მისი წმიდა ნაწილების ქალაქ მირონიდან ბარში გადაასვენებას. წმინდანი საქართველოს და ქართველი ერის დიდი მფარველია. “ყოველთა ქართველთა დიდი კათალიკოსი” ასე უწოდა მას კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორემ. წმინდანი დიდი სიყვარულით სარგებლობს ხალხში.

წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი, ლუკიის ოლქის ქ. პათარში (მცირე აზიის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე), ქრისტეს შობიდან მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა. ჩვილმა წმინდა ნიკოლოზმა პირველივე დღეებში აჩვენა, რომ იგი უფლის მსახურებისთვის იყო განკუთვნილი. გადმოცემის თანახმად, ნათლობის საიდუმლოს აღსრულებისას, ახალშობილი ყრმა, ყველას დაუხმარებლად იდგა ემბაზში სამი საათი. ამით, მან თავისი რწმენა გამოხატა ყოვლადწმინდა სამების მიმართ. წმინდა ნიკოლოზმა მარხვაც ჩვილობაში დაიწყო: ოთხშაბათობით და პარასკევობით, დედის რძეს მხოლოდ ერთხელ ღებულობდა. მას შემდეგ, რაც მისი მშობლები საღამოს ლოცვით კანონს აღასრულებდნენ. სიყრმიდანვე უყვარდა ლოცვა და ეკლესიაში სიარული. გულმოდგინედ ისმენდა და შეისისხლხორცებდა სახარებას. არასოდეს ერეოდა თანატოლების თამაშში, სამაგიეროდ, არც ერთ უპოვარსა და გაჭირვებულს ისე არ ჩაუვლიდა, რომ არ შეწეოდა და სანუგეშო სიტყვა არ ეთქვა მათთვის.

13227091_998506863579704_6731660432667328184_nწმინდა ნიკოლოზი ღრმად მოხუცებული მიებარა უფალს. ადგილობრივ საკათედრო ტაძარში დიდხანს უხრწნელად იყო დაცული მისი წმინდა ნაწილები.

XI საუკუნეში მაჰმადიანები ცდილობდნენ გაენადგურებინათ ქრისტიანთაგან პატივდებული ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ნაწილები. ამან აღაშფოთა არა მარტო აღმოსავლელი, არამედ დასავლელი ქრისტიანებიც. ადრიატიკის ზღვის ნაპირზე მდებარე ქალაქ ბარის მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს წმიდანის წმიდა ნაწილთა გამოხსნა. 1087 წელს ბარელი და ვენეციელი ვაჭრები ანტიოქიაში გაემგზავრნენ სავაჭროდ. მათ სურდათ, მობრუნებულზე იტალიაში წაესვენებინათ წმიდანის ნეშტი.

ეკლესიაში, სადაც დასვენებული იყო უდიდესი სიწმიდე, მხოლოდ ოთხი ბერი ლოცულობდა. შეიარაღებული 47 კაცი გაემართა წმიდა ნიკოლოზის ტაძრისკენ. ბერებს არაფერში შეპარვიათ ეჭვი და მშვიდად მიუთითეს მოგზაურებს ფიცარნაგზე, რომლის ქვეშაც წმიდა ნიკოლოზის სარკოფაგი იყო დამალული. ვაჭრებმა მონაზვნებს თავიანთი გადაწყვეტილება განუცხადეს და გამოსასყიდად 300 ოქროს მონეტა შესთავაზეს. დარაჯებმა ფულზე უარი განაცხადეს და თანაქალაქელების გასაფრთხილებლად გაიქცნენ, მაგრამ მისულებმა კარებთან დაიჭირეს ისინი, შეკრეს და დაანგრიეს ფიცარნაგი, რომლის ქვეშაც სამარხი იყო. განსაკუთრებული გულმოდგინებით ჭაბუკი მათე საქმიანობდა. მოუთმენლობისაგან მან კუბოს სახურავი გატეხა და ბარელებმა ნახეს, რომ სარკოფაგი კეთილსურნელოვანი მირონით იყო სავსე. მღვდლებმა ლუპა და დროგომ ლიტია შეასრულეს. მათემ მირონით სავსე სარკოფაგიდან ამოასვენა წმიდა ნაწილები. ეს მოხდა 1087 წლის 20 აპრილს. მღვდელმა დროგომ მოსასხამში შეახვია წმიდანის ნაწილები და მოწიწებით გადაასვენა ხომალდზე. 8 მაისს ხომალდი ქალაქ ბარს მიადგა. მეორე დღეს, 9 მაისს წმიდა ნიკოლოზის მირონმდინარე ნაწილები ზეიმით გადაასვენეს წმიდა სტეფანეს ეკლესიაში.

13254592_998506590246398_4581099503420981800_nდღეისათვის წმინდა ნიკოლოზის საფლავზე, ქალაქ ბარში დიდი კათოლიკური ტაძარი დგას. ქვემოთ, კატაკომბაში, დასვენებულია წმინდა ნიკოლოზის ქვის მართკუთხა სარკოფაგი. საფლავი დარბაზიდან რკინის მესრით არის გამოყოფილი და ჩაკეტილი. წმინდანის განსასვენებეს ქვედა მხრიდან დატანებული აქვს პატარა ოვალური შესასვლელი, რომელიც ასევე რკინის ჭიშკრით არის დაკეტილი. როცა რომის ეკლესია ერთიან მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიას ჩამოშორდა, ეს მხარე, გარკვეულ ხანს მართლმადიდებლური იყო. კათოლიკური კალენდრის მიხედვით წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს დიდი ზარ-ზეიმით გამოაბრძანებენ ხოლმე მის ქანდაკებას და მთელ ქალაქში დაატარებენ.

როგორც ცნობილია, წმინდა ნიკოლოზი მსწრაფლშემწეა და მუდმივად ახდენს სასწაულებს. არის ერთი ბერძნული ფრესკა, სადაც სხვა წმინდანებთან ერთად წმინდა ნიკოლოზია გამოსახული. მას ხელი ყურთან აქვს მიტანილი და ოდნავ გადმოხრილია მიწისკენ. ამით ხატმწერმა გამოხატა წმინდა ნიკოლოზის მუდმივი მზადყოფნა, შეისმინოს მორწმუნეთა ვედრება და დაეხმაროს მათ.

“წმინდა ნიკოლოზი ბრძანდება ჩვენი ეკლესიისა და ერის მფარველი. იგი არის მსწრაფლ შემწე ყოველი გაჭირვებული ადამიანისა. არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმეს ლოცვით მიემართოს წმინდა ნიკოლოზისათვის და მას არ შეესრულებინოს მისი ვედრება. იგი ისეთი მოწყალეა, რომ სხვა სარწმუნოების წარმომადგენლებს – მაჰმადიანებსაც კი უსრულებს თხოვნას. წმინდა ნიკოლოზის ლოცვით შეგეწიოთ უფალი თქვენ და სრულიად საქართველოს!”- აღნიშნავს ერთ-ერთ ქადაგებაში ილია მეორე.

სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

Share19Tweet12

ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია
ახალი ამბები

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა
ახალი ამბები

მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა

08/06/2026
რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.”  – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
ახალი ამბები

რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

08/06/2026
„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში
ახალი ამბები

„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში

08/05/2026
15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026

საინტერესო

პატრულ-ინსპექტორთა მომზადების ახალი პროგრამის კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცათ

პატრულ-ინსპექტორთა მომზადების ახალი პროგრამის კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცათ

9 years ago

გიორგი კვირიკაშვილი: “იმედი მაქვს, საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით შესაძლებელი გახდება სიტუაციის დეესკალაცია ჩვენს სამეზობლოში”

10 years ago
„ეს ქორწილში მყოფმა სტუმრებმაც ნახეს, მაგიდასთან დაჯდა და მიჩქმიტა მხარზე“ – ნეკა დოროყაშვილი 

„ეს ქორწილში მყოფმა სტუმრებმაც ნახეს, მაგიდასთან დაჯდა და მიჩქმიტა მხარზე“ – ნეკა დოროყაშვილი 

4 years ago
ქვემო ქართლს ახალი გუბერნატორი ყავს

ქვემო ქართლს ახალი გუბერნატორი ყავს

9 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by