• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 1, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ქვევრის ღვინო ,,RAW London”-ზე იყო წარმოდგენილი

10 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

Rvinoქართული ქვევრის ღვინო დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში ჩატარებულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე  ,,RAW London” (The Artisan Wine Fair London) იყო წარმოდგენილი. გამოფენის ორგანიზატორია მსოფლიოში ცნობილი ღვინის ექსპერტი, საერთაშორისო ღვინის მაგისტრი იზაბელ ლეჟერონი (საფრანგეთი).

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოდან გამოფენაში მონაწილეობდა ქვევრის ღვინის მწარმოებელი 9 მარანი:  „საწნახელი“, „მეღვინეობა ნიკა“, „გოცას ღვინოები“, „თემი“, „ტყუპების ღვინის მარანი“, „მანაველი“, „არტევანი“, „ნათენაძის ღვინო“ და „ხოხბის ცრემლები“.

გამოფენის გახსნას  საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, თამარ ბერუჩაშვილი დაესწრო.

„მინდა მივულოცო ღვინის ეროვნულ სააგენტოს და ყველა ქართველ მეწარმეს, ასეთ პრესტიჟულ გამოფენაში მონაწილეობა, რომელიც პოპულარიზაციას უწევს განსაკუთრებულ ღვინოებს. საქართველო გამოფენაზე აქ ძალიან საინტერსოდ არის წარმოდგენილი. ზოგადად ქართული ღვინო დიდ ბრიტანეთში  გვხვდება ძალიან მაღალი დონის რესტორნებსა და მაღაზიათა ქსელებში. ცნობადობა აქ  ინტენსიური დინამიკით იზრდება. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ხელი შევუწყოთ ქართული ღვინის – როგორც საქართველოს ელჩის პოპულარიზაციას “, – აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით,  ბრიტანეთის ბაზარი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ  არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველა დიდი იმპორტიორი და  ღვინის მომხმარებელი ქვეყანა.

„დიდი ბრიტანეთი არის ასევე ღვინის ყველაზე დიდი დამფასებელი ქვეყანა, ფაქტიურად მსოფლიოში მეღვინეობის მოდა იქმნება აქ. ეს ქვეყანა არის ჩვენი სტრატეგიული ბაზარი, სადაც კიდევ უფრო მეტი უნდა გაიყოდოს ჩვენი ღვინო, ამის პოტენციალი ქართულ ღვინოს გააჩნია. თუ ქართული ღვინო ცნობადი და პოპულარული გახდება დიდი ბრიტანეთის ბაზარზე, ეს არის გასაღები ძალიან ბევრ სხვა ბაზარზეც“ – აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

როგორც გამოფენის ორგანიზატორმა იზაბელ ლეჟერონმა აღნიშნა, ქართველი მწარმოებლები გამოფენაში რამდენიმე წელია რაც მონაწილეობენ, რაც უკვე აისახება ქართული ღვინოების  პოპულარიზაციაზე დიდ ბრიტანეთში.
„ქართული ღვინოები, განსაკუთრებით კი ქვევრის ღვინოები, სულ უფრო მეტ პოპულარულარობას  იძენს  დიდ ბრიტანეთში და ჩემი აზრით მთელ მსოფლიოში, რადგან   დიდი ინტერესია  განსხვავებული და დიდი ისტორიის მქონე ღვინოების მიმართ. საქართველო კი მსოფლიოში უძველესი ღვინის მწამოებელი ქვეყანაა და 8 000 რთველს ითვლის. მას ბევრი რამის შემოთავაზება შეუძლია როგორც სომელიეების, ასევე რესტორნებისთვის, რადგან ქართული ღვინის საკვებთან შეხამება მარტივია. ქართული ღვინის ინდუსტრიისთვის ხელსაყრელი დროა, მწარმოებლები აქცენტს აკეთებენ  ღვინის დაყენების უძველეს ტექნოლოგიებზე. ბაზარი იზრდება და თქვენც შეგიძლიათ იხილოთ რომ ქართული ღვინის სტენდთან ყოველთვის ბევრი ხალხია და ისინი ამ ღვინის  გასინჯვის შესაძლებლობას ხალიდან არ უშვებენ. სულ უფრო მეტი ადამიანი მიდის საქართველოში და ხვდება მევენახეებს ქართული ქვევრის ღვინისა და თავად ქვევრის დამზადების ხელოვნების გასაცნობად. ბოლო ხუთი წლის მანძლზე,  ქართული ღვინო პოპულარული გახდა პარიზში, ნიუ-იორკში, ლონდონში და ა.შ.” – აღნიშნა იზაბელ ლეჟერონმა.

ისევე როგორც გასულ წლებში, ქართულმა  ღვინომ წელსაც გამოფენის სტუმრების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. გამოფენის ფარგლებში მოეწყო სპეციალური გათამაშება, რომელიც ორი იმპორტიორი კომპანიის წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს შემოდგომაზე, რთველის პერიოდში ღვინის ტურით ეწვიონ საქართველოს.

საქართველო აღნიშნულ გამოფენაში 2012 წლიდან მონაწილეობს, რაც იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, რომ მოხდეს პოტენციური იმპორტიორების მოძიება, ქვევრის ღვინის ფართო მასშტაბით წარმოჩენა და გაცნობა საერთაშორისო ცნობადობის მქონე მეღვინეობის სფეროს წარმომადგენლებისთვის.

ორდღიანმა გამოფენამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 200-მდე ბუნებრივი, ორგანული  და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებელ კომპანიას უმასპინძლა.

ShareTweet

ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025

საინტერესო

“შეძრწუნებული ვარ ბორის ნემცოვის მკვლელობით”

“შეძრწუნებული ვარ ბორის ნემცოვის მკვლელობით”

12 years ago
იაპონიის საელჩომ 4 რეგიონს, მათ შორის რაჭას, რეანომობილები აჩუქა

იაპონიის საელჩომ 4 რეგიონს, მათ შორის რაჭას, რეანომობილები აჩუქა

6 years ago
ომბუდსმენი – უსინათლო ბავშვებისთვის მხოლოდ ერთი სკოლაა, რის გამოც მათ უწევთ დატოვონ სახლები და თბილისში ჩამოვიდნენ

ნინო ლომჯარია – პარლამენტის პიკეტირება არ არის კანონიერი, თუმცა ამ უკანონობაზე ის დეპუტატები არიან პასუხისმგებელნი, ვინც პროპროციულ სისტემას მხარი არ დაუჭირეს

7 years ago
თბილისის მერიის ურბანული განვითარების სამსახურს ვიქტორ წილოსანი უხელმძღვანელებს

თბილისის მერიის ურბანული განვითარების სამსახურს ვიქტორ წილოსანი უხელმძღვანელებს

6 years ago

ახალი ამბები

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა
ახალი ამბები

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მრევლს მნიშველოვან ინფორმაციას უზიარებს. როგორც ეპარქიის განცხადებაშია ნათქვამი, უწმიდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის...

მეტის ნახვაDetails
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026
ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა

ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026
  • მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა 10/01/2026
  • გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by