საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი კორცხელში მომხდარ დაპირისპირებას შემაშფოთებელს უწოდებს. მისი თქმით, დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკური ძალადობა დაუშვებელია.
ელჩი კმაყოფილებას გამოთქვამს, რომ ხელისუფლება გუშინ მომხდარი მოვლენების სრულ გამოძიებას აპირებს.
„ასეთი სახის ძალადობა აუცილებლად უნდა შეწყდეს. დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთ მოვლენებს ადგილი არა აქვს, განსაკუთრებით არჩევნების წელს. სამწუხარო ფაქტი მოხდა. ეს იყო პოლიტიკური ძალადობა. დემოკრატიულ საზოგადოებაში ამას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. იმედისმომცემია, რომ დაიწყო გამოძიება. ასეთი ძალადობა უნდა შეწყდეს”, – აღნიშნა იან კელიმ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.