• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

კორცხელი #53 – საარჩევნო მუშტი-კრივი

10 years ago
კატეგორია: ანალიტიკა, პოლიტიკა
A A
კორცხელი #53 – საარჩევნო მუშტი-კრივი
5
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

korcxeli

 

როგორც წესი, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ქვეყანაში ტემპერატურა უმაღლეს ნიშნულს აღწევს. გამონაკლისი არც 22 მაისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ჩატარებული საკრებულოს შუალედური არჩევნები გამოდგა, რომლის პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ნამდვილი მუშტი-კრივი გამართეს. ჩხუბში, სპორტსმენებთან ერთად,  ხელკეტებიც აქტიურად იყო ჩართული. ფიზიკური შეხლა-შემოხლისას, არაერთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე წევრი – ნიკა მელია, გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა, ასევე, ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერები და აქტივისტები. არეულობას ვერც ჟურნალისტები გადაურჩნენ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსის, ლაშა გვასალიას, თქმით, დაპირისპირება სიტყვიერ შეურაცხყოფას მოჰყვა.

პროვოკაციაში დაპირისპირებული პარტიები ერთმანეთს სდებდნენ ბრალს.
როგორც ,,ქართული ოცნების“ განცხადებაში იყო აღნიშნული, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აცნობიერებდნენ, რომ არჩევნებს კორცხელში დიდი უპირატესობით აგებდნენ, ერთადერთ გამოსავლად კი, პროვოკაციების მოწყობა და არჩვენებისათვის ჩრდილის მიყენება მიიჩნიეს.
„ეს იყო დარბევა, მოიყვანეს სპორტსმენები, მათ საარჩევნო პროცესთან არანაირი საერთო არ ჰქონდათ. დილიდან აგრესიულები იყვნენ, ბოლოს, როგორც ჩანს, სიგნალი მიიღეს, რომ არჩევნებს აგებდნენ და პირდაპირ ფიზიკურ თავდასხმაზე გადმოვიდნენ,“-ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება.

როგორც იმავე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, გოკა გაბაშვილმა, აღნიშნა,  სპორტსმენების ,,ზონდერჯგუფს”, უშუალოდ, გიორგი არეშიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც სპორტსმენებს  ყოფილი შს მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის დაცვის უფროსის გეგა გეგეშიძის შუამდგომლობით ამზადებს. შემკვეთი და დამფინანსებელი კი, ,,ნაცმოძრაობის” ინფორმაციით, ვიცეპრემიერი – კახა კალაძეა.

,,ჩვენ ვმუშაობთ სახეების ამოცნობაზე. ჯერჯერობით იდენტიფიცირებული გვყავს 14 ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა ამ ყველაფერში. ესენია: კობა ტყეშელაშვილი; გიგა ტყემალაძე – ბრძოლა წესების გარეშე; ვლადიმერ გეგეშიძე- ბერძნულ-რომაული ჭიდაობა; გიო უბილავა – მკლავჭიდის ეროვნული ფედერაცია; ნოშრევან წურწუმია – კარატეს ეროვნული ფედერაცია; ლევან დემურია, გიორგი გიგაური, ლაშა დვალიშვილი, გიორგი ყურუა, დავით ხორავა, ნიკა ჭკადუა, ნიკა ნანობაშვილი და ვახტანგ წურწუმია”, – განაცხადა გაბაშვილმა.

კახა კალაძემ ოპოზიციის ბრალდება უარყო და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გარკვეულ უბნებზე ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში, პროვოკაციების მოწყობასა და ხალხის გაღიზიანების მცდელობაში დაადანაშაულა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა – გიორგი კვირიკაშვილი ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა:

,,ვინაიდან დღეს არსებული კანონი არ ითვალისწინებს მსგავს ფაქტებზე საკმარისად მკაცრ სასჯელს, ვავალებ იუსტიციის სამინისტროს, სასწრაფოდ, უახლოეს მთავრობის სხდომაზე, წარმოადგინოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებითაც გამკაცრდება სანქციები პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებაზე. ხელისუფლება არ დაუშვებს ძალადობას საარჩევნო პროცესში, ჩვენი რეაგირება იქნება უმკაცრესი, ნებისმიერი მოძალადის მიმართ, რომელი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერიც არ უნდა იყოს ის,”– ნათქვამია განცხადებაში.

თვითმხილველების ნაწილი ინციდენტის დროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მუშაობას უარყოფითად აფასებდა და უმოქმედოს უწოდებდა.

სახალხო დამცველის – უჩა ნანუაშვილის თქმით, სამართალდამცავთა ვალდებულებაა, არა მხოლოდ დანაშაულის გამოძიება, არამედ მსგავსი ძალადობრივი ქმედებების პრევენცია, თუმცა, მისი შეფასებით, სოფელ კორცხელში პოლიციამ საკუთარი მოვალეობები ვერ შეასრულა.

თავად საპატრულო პოლიციაში უმოქმედობის შესახებ არსებულ  ბრალდებას უარყოფდნენ და სამართალდამცავებს  საგამოძიებო ოპერაციებში მყისიერ მოქმედებებს უსვამდნენ ხაზს.

ფიზიკური შეხლა-შემოხლის შედეგად დაზარალებულთა მეორე მხარეს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჟურნალისტები წარმოადგენდნენ, რომლებმაც პოლიტიკოსებზე არანაკლები დაზიანებები მიიღეს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კორცხელის საარჩევნო უბანზე მომუშავე ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის ფაქტებს გამოეხმაურა და სამართალდამცავ ორგანოებს ჟურნალისტებისადმი ძალადობის ყველა ფაქტის დროული გამოძიებისკენ მოუწოდა:

„22 მაისს ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანზე მომუშავე ჟურნალისტებს პროფესიულ მოვალეობის განხორციელებაში ხელი შეეშალათ. ადგილობრივი ინტერნეტ გამოცემის – ,,livepress.ge-ის“ ჟურნალისტს  პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უშლიდნენ ხელს, მოსდევდნენ, ემუქრებოდნენ, გადაღების საშუალებას არ აძლევდნენ, კამერების წართმევას ცდილობდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ,“-წერია განცხადებაში.

პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ხელის შეშლაზე საუბრობს კიდევ ერთი მედიასაშუალება – „ipress.ge.“  კორესპონდენტის, ირმა მესხიას თქმით, გარკვეულმა ჯგუფმა  კონკრეტულ მასალაზე მუშაობის პროცესში წაართვა კუთვნილი ტელეფონი, საიდანაც წაუშალა ყველა აუდიოჩანაწერი და ფოტომასალა და დაემუქრა.

რაც შეეხება ინციდენტის შემდგომ ვითარებას – მომდევნო დღეს კორცხელის 53-ე და 54-ე საარჩევნო უბნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით, ,,ქართულმა ოცნებამ,“ ზუგდიდის საარჩევნო კომისიას მიმართა. პარტიის წევრთა განმარტებით, აღნიშნულ უბნებზე არჩევნები სტრესულ გარემოში ჩატარდა, რაც შედეგების გაუქმების საფუძველი უნდა გამხდარიყო.

„ხმის დათვლის პროცესი წარიმართა ხარვეზებით, დაძაბულობებისა და შეცდომების გამო, რამდენჯერმე გადათვალეს ბიულეტენები და 53-ე უბანზე ხელმოწერების რაოდენობა ნაკლები აღმოჩნდა ბიულეტენების რაოდენობაზე. იმის გათვალისწინებით, რომ საარჩევნო პროცესი წარიმართა უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში და მხარეთა დაპირისპირების ფონზე, აუცილებელია, გაიხსნას დალუქული პაკეტები, ხელახლა გადაითვალოს ბიულეტენები, რათა მხარეები დარწმუნდნენ შედეგების ნამდვილობაში”, – ნათქვამია განცხადებაში.

თუმცა, ხმების ხელახლა გადათვლის შემდეგ, საბოლოო შედეგი არ შეცვლილა და არჩევნებში გამარჯვება ,,ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს დარჩა.. ,,ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ – ვარადებულ ლაშხიას ხმა ამომრჩეველთა 49,76 %-მა (623 ხმა) მისცა, ,,ქართული ოცნების” კანდიდატ – ამირან ლაგვილავას კი-  48,96 %-მა (613 ხმა). შესაბამისად, მმართველი პარტიის კანდიდატი ,,ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატთან 10 ხმით დამარცხდა.

რაც შეეხება, საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგებს –  9-დან 7 საარჩევნო ოლქში ,,ქართული ოცნების, 2-ში კი – ,,ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროკურატურას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის ინციდენტიზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. განცხადება პროკურატურაში თინა ბოკუჩავამ და ირაკლი აბესაძემ შეიტანეს. სარჩელში იდენტიფიცირებულნი იყვნენ ის პირები, რომლებიც ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ.

კორცხელში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  125-ე მუხლით (ცემა) არის დაწყებული. შესაბამისი ექპერტიზა დანიშნულია, ხოლო მოწმეები იკითხებიან.

კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენები შინაგან საქმეთა სამინისტროში 24 მაისს  ჩვენების მისაცემად საკუთარი ნებით მივიდნენ და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. მანამდე კი შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შს სამინისტო სასამართლოს უახლოეს დღეებში ან საათებში მიმართავს, რათა კორცხელის ინციდენტში იდენტიფიცირებული პირების დასაკავებლად განჩინება გამოსცეს.

საარჩევნო ციებ-ცხელება დროებით ჩაცხრა, წინ კი ოქტომბერში ჩანიშნული საპარლამენტო არჩევნებია.  ვნახოთ, ამ ჯერზე მაინც თუ გაგრძელდება საარჩევნო უბნების  მუშტი-კრივის  რინგად ქცევის ტრადიცია…

 

ნატალია ჯალაღონია

Share2Tweet1

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025
EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა
ანალიტიკა

EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა

09/29/2025
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 18%-ით გაიზარდა

9 years ago
თბილისის გარემოს დაბინძურების პრობლემა- რა საფრთხის წინაშე დგას ქალაქი

თბილისის გარემოს დაბინძურების პრობლემა- რა საფრთხის წინაშე დგას ქალაქი

7 years ago

ნორვეგიაში საპარლამენტო არჩვენები გაიმართა

13 years ago
შსს-მ სამცხე-ჯავახეთში უკანონო თევზჭერის ფაქტზე ექვსი პირი ამხილა

შსს-მ სამცხე-ჯავახეთში უკანონო თევზჭერის ფაქტზე ექვსი პირი ამხილა

11 years ago

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

ახალგორში, სოფელ ციხისძირში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ახალგორის რაიონულ...

მეტის ნახვაDetails
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026
  • თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by