• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, May 10, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა

10 years ago
in რელიგია
A A
საქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

წმინდა სინოდისაქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა. „თბილისი თაიმსი“ წმინდა სინოდის სხდომის ოქმს უცვლელად გთავაზობთ:

„2016 წლის 25 მაისს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი). წმინდა სინოდის წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II და ქართველ ერს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე მიულოცა.

სინოდის სხდომაზე ასევე აღინიშნა ორი სამწუხარო შემთხვევა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მოხდა. ეს არის აფხაზეთიდან დევნილი გალის რაიონის მკვიდრის გიორგი ოთხოზორიას საზარელი მკვლელობის ფაქტი სოფ. ხურჩაში. წმინდა სინოდი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და ლოცულობს მისი სულისათვის. ასევე მწუხარება გამოითქვა სოფ. კორცხელში მომხდარი ინციდენტის შესახებ. წმინდა სინოდი მოუწუდებს ყველა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ძალას ურთიერთპატივისცემისა და სიმშვიდისაკენ.

შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ისაუბრა მომავალი წმინდა და დიდი კრების განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ და მადლობა გამოუცხადა იმ სასულიერო და საერო პირებს, რომლებიც მონაწილეობდნენ აღნიშნული კრების მოსამზადებელ სამუშაოებში. შემდეგ მისმა უწმინდესობამ სიტყვა გადასცა წმ. სინოდის მღვდელმთავრებს, რათა აზრი გამოეთქვათ კრებაზე განსახილველი დოკუმენტებების შესახებ.

წმინდა კრების სამდივნოში საქარველოს ეკლესიის წარმომადგენელმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა), კრებაზე განსახილველი დოკუმენტების მოკლე მიმოხილვა გააკეთა.

დოკუმენტების, – „ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები” და „მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში”, – შესახებ ისაუბრა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე).

წმ. სინოდმა დაადგინა: დოკუმენტის „ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები”-ს ტექსტის ორი ადგილი საჭიროებს ცვლილებას. კერძოდ, ქვეთავის „მართლმადიდებლური ქორწინება” მე-10 მუხლი და ქვეთავის „ქორწინების დამაბრკოლებელი მიზეზები” მე-5 მუხლის „ა” პუნქტი.

„მართლმადიდებლური ქორწინების” მე-10 მუხლში ვკითხულობთ: „ეკლესია არ იღებს თავის წევრთა შორის ერთი სქესის მქონე პირთა კავშირს, ასევე სხვა ნებისმიერი ფორმით თანაცხოვრებას გარდა ქორწინებისა. ეკლესია მიმართავს მთელ სამოძღვრო ძალისხმევას, რომ მისმა წევრებმა, რომლებიც ასეთ კავშირში იმყოფებიან, მიაღწიონ ჭეშმარიტ სინანულს და სიყვარულს, კურთხეულს ეკლესიის მიერ”.

იგი უნდა შეიცვალოს შემდეგნაირად:

„ეკლესისთვის მიუღებელია ერთი სქესის მქონე პირთა შორის სქესობრივი კავშირი, ასევე თანაცხოვრების სხვა, ქორწინებისგან განსხვავებული, ნებისმიერი ფორმა და გმობს ამ ცოდვას. ეკლესია წუხს ამგვარ ცოდვაში მყოფი ადამიანების უკვდავი სულის მარადიული ხვედრის გამო და მიმართავს მთელ სამოძღვრო ძალისხმევას, რათა მათ შეიცნონ ამ ცოდვის უკიდურესი სიმძიმე და ჭეშმარიტი სინანულის გზით განეშორონ მას”.

„ქორწინების დამაბრკოლებელი მიზეზების” მე-2 ნაწილის მე-5 მუხლის „ა” პუნქტში ვკითხულობთ: „ქორწინება მართლმადიდებლებისა არამართლმადიდებლებთან იკრძალება კანონიკური აკრიბიის მიხედვით და არ იკურხება (ტრულის კრების 72-ე კანონი), თუმცა შესაძლებელია იკურთხოს შემწყნარებლობითა და კაცთმოყვარეობით, მაგრამ იმ პირობით, რომ ამ ქორწინების შედეგად დაბადებული ბავშვები მოინათლებიან და აღიზრდებიან მართლმადიდებელ ეკლესიაში”.

აღნიშნულ მუხლში უნდა დარჩეს ტექსტის პირველი ნეწილი, სადაც წერია: „ქორწინება მართლმადიდებლებისა არამართლმადიდებლებთან იკრძალება კანონიკური აკრიბიის მიხედვით და არ იკურხება (ტრულის კრების 72-ე კანონი)”, ხოლო მეორე ნაწილი, სადაც ვკითხულობთ, რომ „თუმცა შესაძლებელია იკურთხოს შემწყნარებლობითა და კაცთნმოყვარეობით, მაგრამ იმ პირობით, რომ ამ ქორწინების შედეგად დაბადებული ბავშვები მოინათლებიან და აღიზრდებიან მართლმადიდებელ ეკლესიაში”, – უნდა იქნას ამოღებული, რადგან იგი უპირისპირდება VI მსოფლიო კრების 72-ე კანონს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ არც ერთ კრებას არ შეუძლია დაუპირისპირდეს, გააუქმოს, ან შეცვალოს მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ დადგენილი ნებისმიერი კანონი.

დოკუმენტში „მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში” უნდა შევიდეს სამი ცვლილება:

ძირითადი ქვესათაურიდან, რომელიც ასე იკითხება: „მართლმადიდებელი ეკლესიის წვლილი ერებს შორის მშვიდობის, სამართლიანობის, თავისუფლების, ძმობისა და სიყვარულის მისაღწევად, რასობრივი დისკრიმინაციის, ასევე სხვა სახის დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად”, უნდა იყოს ამოღებული ფრაზა, – „ასევე სხვა სახის დისკრიმინაციის”, – რადგან იგი მრავალგვარი გაგების საშუალებას იძლევა.

ამავე დოკუმენტის „ა” ქვეთავის („ადამიანური პიროვნების ღირსება”) მე-3 მუხლში წერია: „ამ სფეროში უფრო ფართო თანამშრომლობის წინაპირობად შეიძლება მივიჩნიოთ ადამიანის პიროვნების მაღალი ღირსების საყოველთაო აღიარება. ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები მოწოდებულნი არიან, რათა თავიანთი წვლილი შეიტანონ რელიგიათაშორის დიალოგსა და თანამშრომლობაში, ამის მეშვეობით კი – ფანატიზმის ნებისმიერი გამოვლინების დაძლევაში, ხალხთა შორის მეგობრობის, თავისუფლებისა და მშვიდობის განსამტკიცებლად მთელ მსოფლიოში, ყოველი ადამიანის სასიკეთოდ, რასისა და რელიგიის მიუხედავად. იგულისხმება, რომ ეს თანამშომლობა გამორიცხავს როგორც სინკრეტიზმს, ასევე რომელიმე ერთი რელიგიის ძალადობის მცდელობას სხვა რელიგიებზე”.

სინოდის დადგენილებით აღნიშნული ტექსტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ამ სფეროში უფრო ფართო თანამშრომლობის წინაპირობად შეიძლება მივიჩნიოთ ადამიანის პიროვნების მაღალი ღირსების საყოველთაო აღიარება. მართლმადიდებელი ეკლესიები მოწოდებულნი არიან, რათა თავიანთი წვლილი შეიტანონ რელიგიათაშორის დიალოგსა და თანამშრომლობაში, ამის მეშვეობით კი – ფანატიზმის ნებისმიერი გამოვლინების დაძლევაში, ხალხთა შორის მეგობრობის, თავისუფლებისა და მშვიდობის განსამტკიცებლად მთელ მსოფლიოში, ყოველი ადამიანის სასიკეთოდ მისი განწმენდის, განღმრთობისა და საუკუნო ცხოვრებაში დამკვიდრების მიზანდასახულობით, რასისა და რელიგიის მიუხედავად. იგულისხმება, რომ ეს თანამშომლობა გამორიცხავს როგორც სინკრეტიზმს, ასევე რომელიმე ერთი რელიგიის ძალადობის მცდელობას სხვა რელიგიებზე, რაც, ბუნებრივია, არ გულისხმობს წმინდა ეკლესიის მისიონერული მოღვაწეობის უარყოფას”.

„გ” ქვეთავის („მშვიდობისა და სამართლიანობის შესახებ”) პირველ მუხლში უნდა დარჩეს შემდეგი ტექსტი:

„მართლმადიდებელი ეკლესია ოდითგანვე აღიარებს და აცხადებს, რომ მშვიდობასა და სამართლიანობას ხალხთა ცხოვრებაში ცენტრალური ადგილი უკავია. ქრისტეში ეს გამოცხადება ხასიათდება როგორც „სახარება მშვიდობისა” (ეფ. 6:15), ვინაიდან ქრისტემ „მშვიდობა-ყო სისხლითა მის ჯუარისა მისისაითა” (კოლ. 1:20), „გახარა მშვიდობა თქვენ, შორიელთა და მახლობელთა” (ეფ. 2:17). ის გახდა „მშვიდობაი ჩვენი” (ეფ. 2:14). ეს მშვიდობა, „რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა” (ფილ. 4:7), როგორც თავად უფალმა უთხრა თავის მოწაფეებს ჯვარცმის წინ, უფრო ფართო და არსებითია იმ მშვიდობაზე, რომელსაც აღგვითქვამს სოფელი: „მშვიდობასა დაგიტევებ თქვენ, მშვიდობასა ჩემსა მიგცემ თქუენ, არა ვითარ სოფელმან მისცის, მე მიგცემ თქუენ (ინ. 14:27)”.

ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილი, სადაც წერია: „ქრისტეს მშვიდობა არის მწიფე ნაყოფი მასში ყოველთა შემოკრებისა: ადამიანის პიროვნების, როგორც ღვთის ხატების, ღირსებისა და სიდიადის გამოვლინება ადამიანთა მოდგმისა და სამყაროსი, საყოველთაობა მშვიდობის პრინციპებისა, თავისუფლებისა და სოციალური სამართლიანობისა და ბოლოს ადამიანებსა და მსოფლიოს ხალხთა შორის ქრისტიანული სიყვარულის ნაყოფის მოწევნა”, – უნდა იყოს ამოღებული.

ტექსტში ასევე რჩება ამავე აბზაცის ბოლო მონაკვეთი: „ჭეშმარიტი მშვიდობა – ეს არის ნაყოფი ქვეყანაზე ყველა ქრისტიანული პრინციპის განმტკიცებისა. ეს არის მშვიდობა ზეციდან, რისთვისაც მუდამ ლოცულობს მართლმადიდებელი ეკლესია თავის ყოველდღიურ ლოცვებში, შესთხოვს ყოვლისშემძლე ღმერთს, რომელიც ისმენს მათს ლოცვებს, რომლებიც რწმენით მიდიან მასთან”.

ასე რომ, აღნიშნული ქვეთავის პირველი მუხლი ჩამოყალიბდება შემდეგი სახით: „მართლმადიდებელი ეკლესია ოდითგანვე აღიარებს და აცხადებს, რომ მშვიდობასა და სამართლიანობას ხალხთა ცხოვრებაში ცენტრალური ადგილი უკავია. ქრისტეში ეს გამოცხადება ხასიათდება როგორც „სახარება მშვიდობისა” (ეფ. 6:15), ვინაიდან ქრისტემ „მშვიდობა-ყო სისხლითა მის ჯუარისა მისისაითა„ (კოლ. 1:20), „გახარა მშვიდობა თქვენ, შორიელთა და მახლობელთა” (ეფ. 2:17). ის გახდა „მშვიდობაი ჩვენი” (ეფ. 2:14). ეს მშვიდობა, „რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა” (ფილ. 4:7), როგორც თავად უფალმა უთხრა თავის მოწაფეებს ჯვარცმის წინ, უფრო ფართო და არსებითია იმ მშვიდობაზე, რომელსაც აღგვითქვამს სოფელი: „მშვიდობასა დაგიტევებ თქვენ, მშვიდობასა ჩემსა მიგცემ თქუენ, არა ვითარ სოფელმან მისცის, მე მიგცემ თქუენ” (ინ. 14:27). ჭეშმარიტი მშვიდობა – ეს არის ნაყოფი ქვეყანაზე ყველა ქრისტიანული პრინციპის განმტკიცებისა. ეს არის მშვიდობა ზეციდან, რისთვისაც მუდამ ლოცულობს მართლმადიდებელი ეკლესია თავის ყოველდღიურ ლოცვებში, შესთხოვს ყოვლისშემძლე ღმერთს, რომელიც ისმენს მათს ლოცვებს, რომლებიც რწმენით მიდიან მასთან”.

დოკუმენტის, – „ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი”, – შესახებ მოხსენება გააკეთა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი). წაკითხული იყო ასევე თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის დოგმატიკისა და პატროლოგიის კათედრის პროფესორ ედიშერ ჭელიძის შენიშვნები. ტექსტის შესახებ აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა. თავისი პოზიცია გამოთქვეს მანგლელმა მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი), ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი), ჯყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ (ცაავა), რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი), ბოდბელმა მიტროპოლიტმა იაკობმა (იაკობიშვილი).

აღინიშნა, რომ ეს დოკუმენტი საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებისათვის თავიდანვე მიუღებელი იყო და მას წინასაკრებო შეხვედრაზე ჩვენი მხრიდან ხელი მოეწერა მხოლოდ იმიტომ, რომ ტექსტში ჩაიწერა ასეთი წინადადება: „საქართველოს და ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიები გამოვიდნენ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსგან, – პირველი მათგანი 1997 წ-ს, ხოლო მეორე 1998 წ-ს, – აქვთ რა მათ თავისი საკუთარი აზრი ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს საქმიანობის შესახებ, რის გამოც ისინი არ მონაწილეობენ ხსენებული საბჭოს და სხვა ქრისტიანთშორისი ორგანიზაციების ღონისძიებებში”.

წმინდა სინოდმა დაადგინა, რომ აღნიშნული დოკუმენტი შეიცავს ეკლესიოლოგიურ და ტერმინოლოგიურ ცდომილებებს და სერიოზულ გადამუშავებას საჭიროებს. თუ ამ სახის ცვლილებები არ განხორციელდება, საქართველოს ეკლესია ტექსტს ხელს ვერ მოაწერს.

წმინდა სინოდმა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ინიციატივით დაადგინა, შეიქმნას თეოლოგიური ჯგუფი, რომელიც რიგ საღვთისმეტყველო საკითხებთან დაკავშირებით თავის წინადადებებს წარუდგენს წმინდა სინოდს.

წმინდა სინოდმა მოისმინა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბას (გიგიბერია) მოხსენება საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით.
წმინდა სინოდმა განსაზღვრა საქართველოს ეკლესიის დელეგაცია შემდეგი შემდგენლობით:

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II;
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე (მარგალიტაშვილი);
საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი);
მანგლელი მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე);
ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი გიორგი (შალამბერიძე);
აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე);
ნეკრესის მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი);
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე);
ახალქალაქისა და კუმურდოს, და სამხრეთ ამერიკის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი);
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე);
ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია);
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე);
გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა);
ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი);
სენაკისა და ჩხოროწყუს, და ავსტრალიის მიტროპოლიტი შიო (მუჯირი);
რუსთველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი);
სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე);
საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსი ლუკა (ლომიძე);
თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი (გაბრიჭიძე);
ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე);
სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე (ხუფენია);
წალკის ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია);
ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი (ბოგვერაძე);
ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი);
ნიკორწმიდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი);
პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე;
არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული;
დეკანოზი დავით შარაშენიძე;
დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი;
მღვდელმონაზონი მიქაელ ბრეგვაძე;
ბერი ანთიმოზი ჯავახიშვილი.
P.s. ზემოთ განხილულ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით ახლო მომავალში გამოქვეყნდება უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია“, – ნათქვამია საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ წმინდა სინოდის ოქმში.

Share1Tweet1

ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი
ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ
ახალი ამბები

ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ

05/07/2026
მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო – მეუფე ნიკოლოზი
ახალი ამბები

მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო – მეუფე ნიკოლოზი

05/07/2026
„სამი კანდიდატის წარდგენით დავინახეთ რეალობა და ყველაფერი უკვე ცხადია“ – გიორგი მიქანაძე მეუფე შიოზე
ახალი ამბები

„სამი კანდიდატის წარდგენით დავინახეთ რეალობა და ყველაფერი უკვე ცხადია“ – გიორგი მიქანაძე მეუფე შიოზე

05/08/2026
მეუფე შიო: მომდევნო კვირაში მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა, გთხოვთ, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ღირსეულად ჩავატაროთ
ახალი ამბები

მეუფე შიო: მომდევნო კვირაში მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა, გთხოვთ, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ღირსეულად ჩავატაროთ

05/06/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026

საინტერესო

პრემიერ-მინისტრი 5 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას ეწვევა

მამუკა ბახტაძე – საქართველო გახდა საინვესტიციოდ საინტერესო ადგილი და ეს მაძლევს საშუალებას, ვთქვა, რომ 2019 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი განსაკუთრებით წარმატებული იყო საქართველოსთვის

7 years ago
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს

11 years ago

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საშაურმეებში დარღვევები გამოავლინა

11 years ago

“საზოგადოებას სურს ხმა მისცეს, მაგრამ ამასთანავე მას “ჭამაც” სურს” – მადლენ ოლბრაიტი

11 years ago

ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026

შალვა პაპუაშვილი პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან მონტენეგროში ისაუბრა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პაპუაშვილმა...

Read moreDetails
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

05/07/2026
გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026
  • “პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი 05/07/2026
  • „სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა 05/07/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by