• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, May 9, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

welt.de: ყველაზე ჭკვიანი ქალები საქართველოდან არიან

10 years ago
in მთავარი მოვლენები, მსოფლიო, საზოგადოება
A A
welt.de: ყველაზე ჭკვიანი ქალები საქართველოდან არიან
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

გერმანული მედია გამოცემა- welt.de საქართველოზე წერს და ვრცელ მასალას აქვეყნებს. სტატიაში მიმოხილულია, როგორც ადამიანური თვისებები, ასევე კულტურა, ისტორია, მწერლობა და სხვა.

1

ყველაზე ჭკვიანი ქალები საქართველოდან არიან

იქ, სადაც კაცები უმნიშვნელონი არიან:  განსაკუთრებით ბწყინვალე წიგნები  საქართველოში იწერება, ყველაზე ძლიერი გრძნობები ევროპისათვის საქართველოში ინახება. ეს არის მოგზაურობა ზღაპრულ ქვეყანაში, სამყაროს კიდეზე.

ქართველებთან ასეა: ყველა ქალი მშვენიერი და უზომოდ განათლებულია. ისინი საუბრობენ მშვიდად და გასაგებად. ქალები არიან დირექტორები, კინომცოდნეები, მთარგმნელები, მუზეუიმის ხელმძღვანელები და მწერლები. კაცები თავაზიანები, მაგრამ ამავე დროს ბუზღუნები არიან, რაც შეიძლება მათი მაჩოობის გამოხატულება იყოს.

საქართველოში ასეა:  თბილისის ფართო ქუჩებს ჭადრის ჩრდილები იცავს. სახლების შესასვლელები ნათელი ფერებით, ყვითლად და ფირუზისფრადაა შეღებილი. მაღალი სახლების ხის აივნებზე კი ვაზია შემოხვეული.

ქართველებს ყვავილების უსაზღვრო მოთხოვნილება აქვთ, ამიტომ ყველგან, ყველა კიოსკში იყიდება უბრალო, თეთრი გვირილები და მოთხოვნადი შროშანები, მათ თავზე კი შეკვრაში გახვეული ბანანები ჰკიდია. კავკასიის მთებში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც ცხვრის ტყავით ცდილობენ წყლიდან ოქროს მოპოვებას. საქართველო მითიური კოლხეთის სამეფოა, საიდანაც ოდესღაც იასონმა საბერძნეთში წაიყვანა მედეა და ოქროს საწმისიც წაიღო.

2

იქ, სადაც ქალებს მედეა ჰქვიათ

მედეა ჰქვია ეროვნული წიგნის ცენტრის (National Book Center) ხელმძღვანელსაც, რომელიც მთელი მოგზაურობის განმავლობაში თავის კოლეგასთან, სალომესთან ერთად ზრუნავდა ჩვენზე. როგორია ქვეყანა, სადაც ქალებს მედეა და სალომე ჰქვიათ?  ,,ზღაპრულ ქვეყანაში“ – ასეთი სახელწოდება აქვს ნორვეგიელი მწერლის კნუტ ჰამსუნის ჩანაწერებს, რომელმაც გასული საუკუნის დასაწყისში კავკასიაში იმოგზაურა. როგორც ჩანს, მართლაც ზღაპრული უნდა იყოს ეს ქვეყანა.

მოდით მივყვეთ თანმიმდევრულად.  2018 წლის ფრანკფურტის წიგნების ბაზრობაზე საქართველო არის ერთ–ერთი საპატიო სტუმარი ქვეყანა, თუმცა ეს ინფორმაცია არც ისე სახარბიელოა, რადგან ,,საპატიო სტუმარი ქვეყანა“ ისე ჟღერს, როგორც საშუალო დონის ხელოვნების ნიმუში, რომელიც ლიტერატურის მწარმოებელი ბიუროკრატების ცნობიერების უკანა კუნჭულშია ჩალექილი.

როდესაც საპატიო სტუმარი ქვეყანა ხარ, ეს ძირითადად ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყნის ბევრი წიგნი ითარგმნა და რომ ამ ქვეყანას აქვს პავილიონი წიგნების ბაზრობაზე. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ როდესაც ასეთ ქვეყენას აქვს გარკვეული პოლიტიკური პრობლემები, გერმანიის ფელეტონი გარკვეული დროის მანძილზე აქტიურად აქვეყნებს ინფორმაციას ამ პრობლემის შესახებ, თუმცა საქართველო ცოტა უცნაური შემთხვევაა, რადგაც იგი არ ხვდება პავილიონში.

3

როგორ გახდა სტალინი უკვდავი

არტყამენ ბეჭედს ფურცელზე და ჩვენს უბის წიგნაკსაც მაშინვე ჭამს სტალინის პორტრეტი. ეს არის ლურჯი გამოსახულება თეთრ ფურცელზე. ლურჯი წვერი, ლურჯი ულვაში, ბელადის გაცინებული სახე. მუზეუმის ბეჭედი ჩანაწერების წიგნში შესასვლელი ბილეთის მაგივრად მივეცით, ასე რომ, სტალინის პორტრეტი აუცილებლად უნდა შეინახოთ. უკვე მეორე დღეა საქართველოში ყოფნის და ჩვენ გორში ვართ, თბილისის ჩრდილო–დასავლეთით, სადაც ერთმანეთის გვერდიგვერდ მიედინება მტკვარი და არაგვი და სადაც 1878 წლის 18 დეკემბერს დაიაბა მეწაღის შვილი, ჩექმების მოყვარული, პოეტი, მომღერალი და მკვლელი – იოსებ ბესარიონის ძე სტალინი.

http://www.ttimes.ge/wp-content/uploads/2016/05/stalin.mp4

სტალინი წარმოშობით გახლავთ ქართველი. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ქართულმა სახელმწიფომ კაცს, რომელმაც მსოფლიოს ამდენი უბედურება მოუტანა, მუზეუმი აუშენა. ამ პატარა საკულტო ადგილას თქვენ შეხვდებით ზეთის საღებავებით შესრულებულ სურათს, ფორმებს, ერთ წყვილ ჩექმას. ვიტრინაში კი განისვენებს სამი სიგარა, რომელიც სტალიმა ჩერჩილისგან მიიღო საჩუქრად. მუზეუმის ბაღში დგას ცარიზმისდროინდელი ვაგონი, რომლითაც სტალინი ევროპაში მოგზაურობდა, რადგან მას ფრენის შიში ჰქონდა. სტალინის ძეგლი მუდმივად მორთულია ახალ–ახალი ყვავილებით, შესასვლელის წინ კი მოხუცები ღია წითლად შეღებილ ხის ყუთებს ყიდიან, რომლებზეც სტალინის პორტრეტია გამოსახული.

აღნიშნული მუზეუმი 1957 წლიდან არსებობს. იგი სტალინის გარდაცვალებიდან 4 წლის მერე გაიხსნა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ცოტახნით დაიხურა, თუმცა დღესდღეისობით კვლავ მოქმედებს და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. სარდაფის მსგავსი ოთახი ფართო კიბეების ქვეშ, რომელთაც მუზეუმის მეორე სართულამდე  ავყავართ, კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლებს ეძღვნებათ. ოთახის ჭერზე გლეხი ქალების ვარდისფერი კაბები ჰკიდია, თუმცა რისი სიმბოლოა, არ არის ცნობილი, რადგან არანაირი წარწერა არ აქვს.

ის, ვინც სამოთხის ნაწილს ეძებს

მარტივი არ არის, ყველაფერი გაიგო. საქართველო გარდამავალი დემოკრატიის ქვეყანა, ანუ როგორც ამბობენ ,,გზაშია“. რაც შეეხება ქართველ მოდელებს, მათი აღწერა რთულია. ამერიკულმა ,,ვოგიმ“ ახლახანს გამოაქვეყნა თბილისელი გოგონას ნინი ნებიერიძის სურათი. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ბენდი Young Georgian Lolitaz  ევროვიზიის ფინალში გავიდა. საქართველოს განვითარებაზე დადებითად მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ბოლო წლებში აქტიურად და წარმატებით ებრძვიან კორუფციას, პარლამენტში კი საკმაოდ ხშირად იმართება დისკუსიები ქალთა კვოტირების შესახებ. მოგზაურობის დროს ჩვენ შევხვდით განსაკუთრებით მაღალკვალიფიცურ ქალებს, რომლებიც წამყვან პოზიციებს იკავებენ.

საქართველოში ტურისტთა სიმრავლე შეინიშნება. ეს უდავოდ ერთ–ერთი ყველაზე ლამაზი ქვეყანაა, მაგრამ მის სილამაზეს ჩრდილი ადგება საბჭოთა არქტიქტურით და გრაფიტით დამახინჯებული კედლებით. ფიჭვები, პალმები, ნაძვები, მონასტრები, თოვლით გადათეთრებული კავკასიონი, მწვანე გარემო – ამ ყველაფრის შემხედვარეს გინდება, რომ ეს სურათი ამოჭრა და  კედელზე დაკიდო. რაც შეეხება საგზაო ხმაურს – ჩახშულია, ხოლო ქუჩის ძაღლები კი საკმაოდ თავაზიანები არიან.  მადლობის ნიშნად, რაც ვიზალიბერალიზაციას უკავშირდება, აქ ყველა ოფიციალური შენობის წინ ფრიალებს ევროკავშირის დროშები. სამწუხაროა, რომ საქართველო ჯერ მისი წევრი არ არის.

რას ამბობს ლაშა ბაქრაძე

საქართველოს ეშინია რუსეთის და სავსებით სამართლიანადაც.   საქართველო სიდიდით ბავარიას არ აღემატება. თავისი არსებობის პერიდში მას გამუდმებით ესხმოდა თავს მისი რომელიმე მეზობელი: თურქები, სპარსელები, რუსები. 1921 წლის ოკუპაციამდე საქართველოს მხოლოდ სამი წლით ჰქონდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი. აქ არ არსებობს პოსტსაბჭოთა თაობა, ყველა 40 წლის ადამიანს კომუნისტურ რეჟიმში მოუწია ცხოვრება. აქ ერთდროულად დამნაშავეც ხარ და მსხვერპლიც. არ არსებობს მკაფიოდ განსაზღვრული მსხვერპლთა ჯგუფი, არსებობს მხოლოდ მასობრივი მკვლელობები, რომლებიც 1936–1938 წლებში ხდებოდა.

თუ საქართველოს google map–ით მოძებნი დაინახავ ორ გავლებულ ხაზს. ერთი ჩრდილოეთით შავი ზღვის სანაპიროს ესაზღვრება, ხოლო მეორე კი გორიდან რამდენიმე კილომეტრში იწყება და საქართველოს რუსეთისაგან მიჯნავს.

ლაშა ბაქრაძე, ლიტერატურული მუზეუმის ხელმძღვანელი თბილისში და ჩვენი გიდი კავკასიის ქვეყნებში 4 დღიანი  მოგზაურობისას აღნიშნავს, რომ საზღვართან ყოველდღე ხდება ინცინდენტები. ამ დროს ჩვენ ვდგავართ კაშკაშა წითელი კედლის სიმაღლე სტალინის გრაფიტთან, რომელიც სუპერმარკეტზე, სექს–შოპის გვერდითაა მიხატული.

 ,,შვილის“ და ,,ძეს“ ქვეყანა

ბაქრაძე 50 წელს მიახლოებული მამაკაცია, რომელსაც ხორბლისფერი კანი და … თმები აქვს. ჩვენთან საუბრისას, მას თან მხრებზე თავისი 5 წლის ვაჟი ჰყავდა შემოსმული. უნდა ითქვას, რომ ბაქრაძე არ არის ერთადერთი გაცეცხლებული ქართველი, რომელიც ჩვენ ამ დღეებში შეგვხვდა.მისი თქმით, რასაც რუსეთი აკეთებს, ეს არის მცოცავი ოკუპაცია. მათ ყოველდღე საზღვრის ხაზი ჩვენკენ გადმოაქვთ და ჯარისკაცები წინ მოიწევენ. რუსეთის მიზანია ამ ადგილების გაჩანაგება და მოსახლეობის განდევნა.

,,აგვისტოში რუსებმა დაგვბომბეს,სექტემბერში ელენე დამშორდა, ოქტომბერში კი ლისაბონში გავფრინდი“ – ამ სიტყვებით იწყება ლაშა ბუღაძის რომანი ,,ლიტერატურული ექსპერსი“.  ეს არის ყველაზე სასაცილო წიგნი, რაც კი ომის თემაზე დაწერილა და რომელიც გერმანულად ითარგმნა. ყველაფერთან ერთად, საქართველოში იმასაც უნდა შეეჩვიო, რომ ყველა გვარი ერთნაირად ჟღერს და ყველა მათგანი მთავრდება  ,,შვილზე“ ან ,,ძეზე“.

ბუღაძე მოგვითხრობს ერთი წარუმატებელი ქართველი პოეტის შესახებ, რომელიც გაურკვეველი მიზეზების გამო 99 სხვა პოეტთან ერთად მიიწვიეს, რათა ევროპაში მატარებლით ემოგზაურათ. ეს არის ერთ–ერთი იმ წიგნთაგანი, რომელიც ავტობუსით მგზავრობის დროს არ უნდა წაიკითხოთ, რადგან აუცილებლდ ხმამაღლა მოგიწევთ გაცინება.

სად არიან კაცები?

http://www.ttimes.ge/wp-content/uploads/2016/05/film.mp4

ნინო ხარატიშვილმა წიგნი გერმანულად გადათარგმნა და მოხარული იქნება, თუ შემდეგი სამი წლის განმავლობაში იქნება ქართული ლიტერატურის მთარგმნელი. იგი დაიბადა საქართველოში, თუმცა გერმანელი მწერალია, რადგან ადრეული ასაკიდან ცხოვრობს გერმანიაში.

მისი წიგნი ,,მერვე ცხოვრება“ მოგვითხრობს იმ თაობების შესახებ, რომელთაც საშინელი ისტორიები გადახდათ თავს მეოცე საუკუნეში. ნაწარმოებში საუბარია ასევე კაცებზე, რომლებიც ჯიუტი პასიურობით და ტრავმებით ანადგურებენ ქალების ცხოვრებას.  ნინო ხარატიშვილის წიგნში, რომელიც 2015 წელს გამოქვეყნდა, მოვლენები ვითარდება 1921 წლის რევოლუციისა და 1937 წლის რეპრესიების დროს. ლიტერატურის წყალობით, ახლა უკვე ბუნებრივია უფრო მარტივია ქვეყნის ფსიქოლოგიის, მელანქოლიური კაცებისა და კლიშეებიანი ძლიერი ქალების წარმოდგენა.

როდესაც თბილისს ბინდი გადაეკრა, როდესაც ჩვენ თბილისის თეატრის გვერდიტ მდებარე რესტორანში ნინო ხარატიშვილის პირისპირ ღვინით ხელში ვსხედვართ, იგი ყვება ამ ყველაფრის შესახებ. ის ამ დროს ზუსტად სამი კვირით არის ქვეყანაში და სტუმრის როლს თამაშობს. მამაკაცები იმდენად ტრავმირებულნი ყოფილან ომებით, რომ მათ შემდგომ ვერაფერი ვეღარ შეძლეს და მიუხედავად იმისა რომ ხშირად ისმის, ფაქტია, რომ საზოგადოებაც კარგა ხანია რაც პატრიარქალური წყობის აღარ არის.

 როცა რუსები კვლავ მოვლენ

თბილისში ყველა იცნობს მწერალ ანა კორძაია–სამადაშვილს, რომელიც ფირუზისფერ ბეჭდებსა და ვერცხლისფერ სამაჯურს ატარებს. ჩვენ ვსაუბრობთ 2003 წლის ვარდების რევულუციაზე, როდესაც ედუარდ შევარდნაძე ჩამოაგდეს. ,,ახ, რევოლუცია, როგორ რომანტიკულად ჟღერს“, ამბობს კორძაია–სამადაშვილი. ,,სისხლიც კი არ დაღვრილა“ – ის იცინის. რუსები კვლავ მოვლენ და ეს ფაქტია.

ქართველების შიში, როგორც ჩანს, არ არის ძლიერი. უფრო მეტად ეს არის არა შიში, არამედ იმედგაცრუებისა და სხვა გრძნობების ერთობა, რომელსაც შეიძლება ვუწუდოთ მსხვერპლის სიამაყე, რომელიც გრძელდება ამ ყოფიერებაშიც, პატარა სამოთხეში, რომლის დანგრევასაც გამუდმებით ცდილობენ მისი მეზობლები. ,,ეს თბილი ქვეყანაა“ – აღნიშნავს ანა კორძაია–სამადაშვილი და თან მენთოლიან სიგარეტს ეწევა – ,,ეს თბილი ქვეყანაა, მაგრამ ადვილად დავიწყებადი“.

წყარო:welt.de

თემაზე მუშაობდნენ:

გიორგი მიქანაძე

ინგა ღოღობერიძე

 

 

 

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი
ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა
ახალი ამბები

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

05/07/2026
გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა
ახალი ამბები

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

05/07/2026
ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ
ახალი ამბები

ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ

05/07/2026
გურჯაანში, ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია – რა დეტალებს ავრცელებს შსს
ახალი ამბები

გურჯაანში, ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია – რა დეტალებს ავრცელებს შსს

05/07/2026

საინტერესო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები შეჭირვებულ ოჯახებს კონფლიქტის ზონის სოფლებში ესტუმრნენ

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები შეჭირვებულ ოჯახებს კონფლიქტის ზონის სოფლებში ესტუმრნენ

11 years ago

დევიდ კამერონი: „სირიაში სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობა ქვეყნის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს ეკისრება“

13 years ago
დღეს წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღე აღინიშნება

დღეს წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღე აღინიშნება

12 years ago

ნასა რუსეთთან ურთიერთობებს წყვეტს

12 years ago

ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026

შალვა პაპუაშვილი პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან მონტენეგროში ისაუბრა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პაპუაშვილმა...

Read moreDetails
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

05/07/2026
გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026
  • “პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი 05/07/2026
  • „სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა 05/07/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by