• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, December 4, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პეპი, ჰოლდენი და გაყვითლებული სიგარეტი

10 years ago
კატეგორია: მკითხველის ბლოგი
A A
პეპი, ჰოლდენი და გაყვითლებული სიგარეტი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

13334812_1123929887669067_1613773988_o

ცამეტი წლის ვიყავი, როცა პომადა პირველად ავიღე ხელში და გავაცნობიერე, რომ გოგო ვარ. ეს ჩემდა უნებურად მოხდა, უფრო სწორად, ჩემს ქვემოთ ოცი წლის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი ბიჭი გადმოვიდა საცხოვრებლად. მანამდე ჰოლდენ კოლფილდზე ვიყავი შეყვარებული, თუმცა, როცა იმედი გადამეწურა მასთან ერთად ნიუ-იორკის წვიმიან ქუჩებში ხეტიალზე, გადავწყვიტე, „ტრფობის ობიექტად“ შედარებით რეალური პერსონა ამერჩია, ხოდა, სწორედ მაშინ გამოჩნდა ის, ქერათმიანი და მწვანეთვალება ბესარიონი, შინაურობაში ბესო. მახსოვს, მის ძმას წითელი „ძევიატი“ ჰყავდა. როგორც კი ეზოში შევნიშნავდი მანქანას, ვხვდებოდი, რომ ის სახლში იყო. თუ გამიმართლებდა, შორიდან მოვკრავდი თვალს, თუ არადა ის მაინც ვიცოდი, რომ ერთი სართულით დაბლა მეგულებოდა. სწორედ მაშინ დავწერე პირველი სამიჯნურო ლექსი- „თან, როგორ ახლოს ხარ. თან, როგორ შორს“, ლექსი დიდი ვერაფერი, უფრო სწორად, საერთოდ ვერაფერი იყო, მაგრამ მაინც მიხაროდა, მიხაროდა, რადგან პირველად მომწონდა ბიჭი, რომელიც ნამდვილად არსებობდა. როცა უბანში წითელმა „ძევიატმა“ მოუკლო სიარულს და მე ვეღარ ვხვდებოდი იყო თუ არა ის სახლში, სასოწარკვეთილების ჟამს, ერთი რაღაც მოვიფიქრე, მოკლედ, ფეხისსაწმენდ ტილოს, რომელიც მის კართან ეფინა, ადგილს ვუცვლიდი, როცა ბესო ბრუნდებოდა, ტილოს ასწორებდა. უნდა გენახათ ჩემი სახე, როცა გასწორებულ ტილოს შევეჩეხებოდი-ხოლმე. მაშინ, არ ვიცი რატომ, ჩემთვის მთავარი მისი სახლში ყოფნა იყო. ფეხისსაწმენდი ტილო გასწორებული – მე ბედნიერი.

თხუთმეტი წლის ვიყავი, როცა პირველად მომინდა დამოუკიდებლობა. ეს ის დრო ოყო, როცა ბესოებისა და ჰოლდენების შორიდან ტრფობა აღარ მხიბლავდა და ყურადღების ცენტრში ყოფნისა და ბევრი თაყვანისმცემლის ყოლის სურვილი გამიჩნდა. მე და ჩემი დაქალები ნაკლებად „პოპულარულ“ სკოლაში ვსწავლობდით, სადაც ყველაზე სიმპათიური მანდატური იყო, რომელიც ბიძაშვილად მერგებოდა. მოკლედ, ნაცვლად ინგლისურისა, რომლეშიც ასე მონდომებით გვამზადებდნენ მშობლები, ჩვენ კინოში ვიპარებოდით. ფილმის სეანსზე, რა თქმა უნდა, დაგვიანებით მივდიოდით, ასე უფრო მარტივია ყურადღების მიქცევა. მალევე გავიჩინეთ თაყვანისმცემლები და პირველმა პაემანმაც არ დააყოვნა. ეს კინოდან – სახლამდე მიცილება იყო, რომელსაც პაემანს ვეძახდით და რომლის გამოც ძალიან მრცხვენოდა. სინდისის შემსუბუქების მიზნით, ჩვენი ყველა „ოინი“ ჩემს დღიურს გავუზიარე, რომელიც ბავშვობიდან მქონდა და რომელსაც პეპის დავარქვი. მოკლედ, ერთ დღესაც დედაჩემისა და პეპის გზები გადაიკვეთა და მე ერთთვიანი შიდა პატიმრობა მომესაჯა. განაჩენი საბოლოო იყო და არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას. პირველად მაშინ მომინდა საკუთარი ბედის თავადვე განკარგვა და დამოუკიდებლად ცხოვრება. გულით დიდხანს ვატარებდი პროტესტსა და პეპის, რომელიც იმ დღის მერე, სამუდამოდ მივატოვე …

თექვსმეტი წლის ვიყავი, როცა პირველად შემიყვარდა და მივხვდი, რომ გიყვარდეს არ ნიშნავს, ყოველთვის იყო ბედნიერი. ზაფხულის ერთ დღეს გიტარიანი შავგრემანი ბიჭი გავიცანი. უჩვეულოდ დიდი შავი თვალებითა და ლამაზი ღიმილით. ის სიმღერებს მიწერდა – მე ლექსებს. მოგვწონდა ნაწვიმარ სანაპიროზე უთავბოლოდ ხეტიალი, რომელიც ბევრად უფრო დიდებულად მეჩვენებოდა, ვიდრე ბავშვობაში წარმოდგენილი ნიუ-იორკის წვიმიანი ქუჩები. მერე ზაფხული დამთავრდა. მან ჩვენი წილი მოგონებები ჩაილაგა და დედაქალაქში დაბრუნდა. დრო და დრო ვიხსენებდით ერთმანეთს. მე, როცა სიცხე ამიწევდა, ის, როცა დალევდა და ასე, შორიდან ვამთავრებდით ზამთარს. მე ვუყვებოდი, როგორი იყო ზღვა, როცა თოვდა. ის მპირდებოდა, რომ მეორე თოვას ერთად შევხვდებოდით და მეც გუნდებს ვიდნობდი ბოლო თოვამდე. მოკლედ, პირველად მაშინ მოვიდა ნამდვილი სევდა, რომელსაც დეპრესია დავარქვი.

თვრამეტი წლის ვიყავი, როცა გავაცნობიერე, რომ ბავშვი აღარ ვარ. ეს განცდა სკოლის დამთავრებასა და დედაქალაქში დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებას არ გაუჩენია. ყველაფერი გაცილებით ჩვეულებრივად მოხდა. ჩემს ოთახს ვალაგებდი, ნივთებს ვაწყობდი თბილისში წასაღებად და შემთხვევით, ძველ სასკოლო ჩანთაში, აღმოვაჩინე გაყვითლებული სიგარეტის ღერი, რომელმაც იმაზე მეტად გამახარა, ვიდრე სამომავლო სტუდენტობის წარმოდგენამ. მაშინ, როცა არაფერი გახარებს ისე, როგორც სასკოლო ჩანთაში შემთხვევით აღმოჩენილი სიგარეტის გაყვითლებული ღერი, რომელიც იმ მრავალთაგან ამოაცალე მძინარე მამას გამოსაზამთრებლად, ხვედები, აღარაფერი დარჩა შენგან ბავშვობის…

ახლა ოცი წლის ვარ. უფრო დიდი დრო მაშორებს ბავშვობის ჰოლდენსა და თინეიჯერობის პეპისთან, ვიდრე გაყვითლებულ სიგარეტთან . ოცი წლის ასაკში მივხვდი, რომ მონოგამიური ბუნების ვარ და ის, რაც თექვსმეტი წლის ასაკში გავაცნობიერე, დღემდე გრძელდება. მივხვდი, რომ თავისუფლება შინაგანი მდგომარეობაა, რომ მთავარია საკუთარ თავთან იყო მართალი, რომ ხშირად უნდა უსმინო სინდისის ხმას, რომ არ არსებობს ერთი ჭეშმარიტება, რომ ყველა ადამიანი თავისებურად კარგია და რომ “Chinewomen”-ის სოლისტი ქალია. მოკლედ, თებერვალში ოცდაერთის ვხვდები და წინ კიდევ ბევრი „მიხვედრები“ მელოდება. ხო, კიდევ მივხვდი, რომ ჰოლდენ კოლფილდი ყველაზე მაგარი ფრაზით ამთავრებს თავის ამბავს, რომელსაც, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ვერასდროს ვითვალისწინებ. „საოცარია. ნურავის ნურაფერს უამბობთ, თორემ მერე ყველაზე დაგწყდებათ გული“

ქრისტი რომანაძე

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1

ახალი ამბები

“პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ
ახალი ამბები

“პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ

04/27/2024
გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში პირველკლასელს ტანსაცმელი გახადეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს
ახალი ამბები

დაპირისპირება პირველკლასელებს შორის | რას ამბობენ ბათუმის სკოლაში მშობლის მიერ გავრცელებულ მძიმე ინფორმაციაზე?

02/27/2024
საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ
ახალი ამბები

საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ

11/29/2023
ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა
ახალი ამბები

ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა

11/10/2023
“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები
ახალი ამბები

“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები

10/14/2023
ნილ არმსტრონგი – სული შემეკრა და ავტირდი
ახალი ამბები

ნილ არმსტრონგი – სული შემეკრა და ავტირდი

10/16/2023

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025
  • მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა 12/02/2025
  • ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In