• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, June 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ჩვენი მიზანია ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც აღარ იქნებიან ჯალათები და მსხვერპლი

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

kvirika“ჩვენი მიზანია ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც აღარ იქნებიან ჯალათები და მსხვერპლი; ამიტომ,  ეს რომ აღარ განმეორდეს,  მნიშვნელოვანია არა მარტო მოვლენებისთვის თავისი სახელის დარქმევა, არამედ მათი სამართლებრივი შეფასება, გაანალიზება და მიზეზების დადგენა,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისკომიტეტმა დღეს საზოგადოებას წარუდგინა ანგარიში, სადაც საუბარია  წარსულში ( 2004-2012წლებში) ჩადენილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური დანაშაულის შესახებ.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა პარლამენტს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს და მთელ სამუშაო ჯგუფს  მნიშვნელოვანი დოკუმენტის მომზადებისთვის.  მისივე თქმით, „წამებისა და არაადამიანური მოპყრობის წარსულის პრაქტიკის ანალიზი და პრევენციული რეკომენდაციები“  მომზადდა  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის დასკვნისა და რეკომენდაციების საფუძველზე და ეს არ იყო მხოლოდ ქართული საზოგადოების მოთხოვნა.

„დღეს დაიდო დასკვნა, რომლის ერთი გადახედვაც კი საკმარისია, რომ მთელი სურათი თვალწინ დაგიდგეს და კიდევ ერთხელ შეგძრას. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ჩვენ ეს ყველაფერი ვიცოდით, მაინც ყველა ჩვენგანისთვის ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს საშინელება შენს სამშობლოში, შენ გვერდით ხდებოდა – სასტიკი და არაადამიანური მოპყრობა, შანტაჟი და შეურაცხყოფა, ღირსების შელახვა, ქონების წართმევა, მკვლელობები. და ამის მომსწრე გავხდით ქვეყანაში, რომლის ხელისუფლებაც ოფიციალურად დეკლარირებდა ევროპულ კურსს.  დასკვნაში თავმოყრილი და დასაბუთებული კიდევ უფრო შემზარავია ეს ფაქტები  და კიდევ უფრო სისტემურ წარმოდგენას იძლევა იმაზე, თუ რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. მასშტაბები რომ შემაშფოთებელი იყო და დანაშაული მართლაც სისტემურ ხასიათს ატარებდა, ეს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშებითაც დასტურდება. ეს არის ათასობით საქმე, რომლის გამოც ბევრი პირი უკვე მიცემულია პასუხისგებაში, მრავალი საქმე სასამართლოშია გადაცემული, არის საქმეები, რომელთა გამოძიება ჯერ კიდევ არ დასრულებულა. დარწმუნებული ვარ, რომ დამნაშავეები პასუხს აგებენ კანონის სრული სიმკაცრით,“–აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ ბევრჯერ განაცხადა და საქმით დაადასტურა, რომ მისი მიზანია საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევა ქვეყანაში, რადგან საქართველო დღეს ადგას დემოკრატიული განვითარების, ევროპული, ცივილიზებული სახელმწიფოს მშენებლობის გზას.

„ჩვენ უდიდესი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ არ დაგვეშვა სამოქალაქო დაპირისპირება და ანგარიშსწორება. მეტსაც გეტყვით, დღეს ხშირად გვესმის ამ დაუნდობელი სისტემის შემქმნელებისაგან სრულიად უსაფუძვლო და შეურაცხმყოფელი ბრალდებები ჩვენი ხელისუფლების მიმართ. და მიუხედავად ამდენი ბინძური და ტყუილი ბრალდებებისა, მათ ზუსტად იციან, რომ დღეს ყველაზე რადიკალური შეფასებების გამოც კი, მათ არ დაუპირისპირდება სახელმწიფო მანქანა, ისინი არ გახდებიან შანტაჟისა და ანგარიშსწორების მსხვერპლნი.  და ეს გახლავთ სწორედ ჩვენი ხელისუფლების და ხალხის მონაპოვარი. ამითაა გამორჩეული ჩვენი ხელისუფლების ხელწერა,“–განმარტა პრემიერ–მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ანგარიშსწორება და შურისძიება გუშინდელი დღეა და დღეს ხელისუფლების მიზანი მხოლოდ ქვეყნის მშვიდობიანი, თანამიმდევრული განვითარება და  მოქალაქეების კეთილდღეობაა. მანვე ხაზი გაუსვა პრევენციული ზომების გატარების მნიშვნელობას.

„უნდა გატარდეს პრევენციული ზომები, რათა აღარასოდეს, არც ერთმა ხელისუფლებამ არ დაუშვას ადამიანის მიმართ მსგავსი მოქმედებები. ჩვენ უნდა შევუქმნათ გარანტიები ჩვენს მოქალაქეებს, რომ სახელმწიფო იდგება ადამიანის სამსახურში და აღარასოდეს იქნება მჩაგვრელისა და მწამებლის როლში,“–განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ–მინისტრმა  კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო დოკუმენტის შემუშავებაში და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში მსგავსი ფაქტები აღარასდროს განმეორდება.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებულმა სამუშაო ჯგუფმა „წამებისა და არაადამიანური მოპყრობის წარსულის პრაქტიკის ანალიზი და პრევენციული რეკომენდაციები“  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის დასკვნისა და რეკომენდაციების საფუძველზე შეიმუშავა.   დოკუმენტისაჯაროა და ხელმისაწვდომია დაინტერესებული საზოგადოებისთვის.

 

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

როგორ აფასებს ილია მეორე რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ კონფლიქტს? – ინტერვიუ ფრანგულ ჟურნალთან

ილია მეორე – სამწუხარო ფაქტია, რომ მთავრობასა და ოპოზიციას შორის ურთიერთგაგება არ არის

7 years ago
გურამ დოჩანაშვილი: “უკაცრავად, თქვენ დამწყები ცნობისმოყვარე ბრძანდებით?!”

გურამ დოჩანაშვილი: “უკაცრავად, თქვენ დამწყები ცნობისმოყვარე ბრძანდებით?!”

7 years ago
“მაესტროს” ჟურნალისტები: “არ ვგეგმავთ შპს “სტუდია მაესტროს” რეგისტრირებული დირექტორის, ლევან გაჩეჩილაძის, განკარგულებების შესრულებას”

“მაესტროს” ჟურნალისტები: “არ ვგეგმავთ შპს “სტუდია მაესტროს” რეგისტრირებული დირექტორის, ლევან გაჩეჩილაძის, განკარგულებების შესრულებას”

10 years ago
ხონში ორი წლის ბავშვმა თაგვის წამალი დალია – მცირეწლოვანი კლინიკაშია გადაყვანილი

ხონში ორი წლის ბავშვმა თაგვის წამალი დალია – მცირეწლოვანი კლინიკაშია გადაყვანილი

4 years ago

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტი შიო III მივიდა. პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა 06/26/2026
  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026
  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by