• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 22, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„გაგვიმართლა, რომ CNFA კვლავ აგრძელებს საქმიანობას საქართველოში ჩვენი ადგილობრივი გუნდის დამსახურებით”

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

kvirika“ჩვენი მთავრობა ყველა ღონეს ხმარობს, რათა სოფლის მეურნეობის საწარმოებისთვის მოსახერხებელი გარემო შექმნას და საქართველო სოფლის მეურნეობის პროდუქტების მსხვილ ექპორტიორად აქციოს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო ორგანიზაცია CNFA-ს საქართველოში საქმიანობის 10 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციას მადლობა გადაუხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და CNFA–ს მიერ განხორციელებული პროექტების მნიშვნელობა შეაფასა. პრემიერ–მინისტრის თქმით, 10 წლის მანძილზე CNFA ქართველ გლეხთათვის არა მარტო პარტნიორი, არამედ მეგობარიც იყო.

„10 წელზე მეტია CNFA უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა ქვეყნის სოფლის მეორნეობის გარდაქმნის პროცესში. აშშ-ს მთავრობის, განსაკუთრებით კი USAID-სა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დახმარებით, საქართველოს CNFA-ს მსგავსი ორგანიზაციების გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდა. 2008 წელს რუსეთთან კონფლიქტის დაწყების შემდეგ, USAID-ის პროგრამის საშუალებით CNFA-მ საქართველოს დაუყოვნებლივ შესთავაზა დახმარება. კონფლიქტის ზონაში მყოფი ათასობით იძულებით გადაადგილებული ადამიანი და მეურნეობა გაჩერდა. საქართველოში USAID-ის სოფლის მეურნეობის რისკის შემცირების პროგრამის წყალობით (GARRP), CNFA-მ ადგილობრივ ფერმერებს უმნიშვნელოვანესი დახმარება გაუწია, წვლილი შეიტანა იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროცესში და ხელი შეუწყო გაზაფხულზე თესვისა და ბაღის მოვლის პროცესის აღდგენას. გარდა ამისა, ბაღების მოვლის ხელშეწყობის მიზნით, CNFA-მ ქართუ ბანკთან ერთად ელექტრონული ვაუჩერების საბარათე სისტემა დანერგა. აღნიშნული ბარათები გადაეცა 17 000-ზე მეტ ფერმერს, რომლებმაც მცენარეების მოვლის 5,8 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქტები შეიძინეს,“–აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, საერთო ჯამში, CNFA-მ საქართველოში 8 პროექტის რეალიზაციას შეუწყო ხელი. მისივე ინფორმაციით, USAID-ისა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეშვეობით, ამერიკის მთავრობამ დახმარება გაუწია 430-ზე მეტ სოფლის მეურნეობის საწარმოს, შექმნა 3500-ზე მეტი სამუშაო ადგილი და აამაღლა 140 000-ზე მეტი პირის კვალიფიკაცია.
„ასეთი გულუხვი დახმარების შედეგად, CNFA-ს მიერ დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო საწარმოების გაყიდვებმა 51 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. მე ვამაყობ იმით, რომ ჩვენ, ამგვარი თანამშრომლობის მეშვეობით, ამ შედეგების მიღწევა შევძელით. კიდევ უფრო ვამაყობ იმ გარემოებით, რომ შემიძლია განვაცხადო – CNFA არა მარტო საქართველოს პარტნიორი, არამედ ნამდვილი მეგობარია,“–განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ–მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობის სექტორში გატარებული ღონისძიებების შესახებ. მისი თქმით, გასული 4 წლის მანძილზე საქართველოს მთავრობამ განახორციელა მნიშვნელოვანი ინვესტიციები სოფლის მეურნეობის ძირითად დარგებში, წარმატებით დასრულდა საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციისა და აღდგენის 120-ზე მეტი პროექტი, 2012 წლის შემდეგ გაორმაგდა სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი.

„სოფლის მეურნეობის რეფორმირების მიზნით, 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ახალმა მთავრობამ შესაბამისი ღონისძიებების გატარება დაიწყო. ეს ღონისძიებები ექსპორტისა და წარმოების მოცულობის ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას ისახავდა მიზნად… საქართველოს ევროკავშირისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფოებთან და თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით სარგებლობს. დავასრულეთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან; ამავე საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩინეთთან,“–აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ–მინისტრმა ასევე ისაუბრა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მიზნით განხორციელებულ პროექტებზე. მისი თქმით, სხვადასხვა პროექტის მეშვეობით, სახელმწიფომ დახმარება გაუწია 800 000-ზე მეტი წვრილ ფერმერს.

„2014 წლის შემდეგ თითქმის 1400 კოოპერატივი დაარსდა. მათი წევრების რაოდენობა 12000-ს აღემატება.ჩვენ წამოვიწყეთ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი და თანადაფინანსების სხვა მექანიზმები, რაც ხელს უწყობს ახალი საწარმოების დაარსებას და, ამგვარად, სოფლის მეურნეობის სექტორის გეოგრაფიულ დივერსიფიცირებას. შეღავათიანი აგრო-კრედიტის წყალობით დაარსდა 148 ახალი საწარმო და გაფართოვდა თითქმის 700 მათგანი, სახელმწიფომ მონაწილეობა მიიღო 28 სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მწარმოებელი საწარმოების დაფინანსებაში. სანერგე მეურნეობებისა და ბაღების თანადაფინანსებაზე ორიენტირებული მრავალი ახალი პროექტი, მათ შორის, „დანერგე მომავალი“ ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ხარისხის ზრდას. ახალი სამეცნიერო კვლევითი ცენტრის გახსნა მოწინავე კვლევითი და ინოვაციური ტექნიკის სამეურნეო პრაქტიკაში დანერგვას ემსახურება. სულ ახლახანს, ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად და ევროკავშირის სტანდარტებთან მათი შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, დაარსდა მსოფლიო დონის ფიტოსანიტარული ლაბორატორია. ესაა საქართველოს სოფლის მეურნეობის აღორძინებისა და განვითარებისკენ მიმართულ ღონისძიებათა მხოლოდ მცირე ჩამონათვალი. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს შეუძლებელი იქნებოდა აქ დამსწრეთა დიდი ნაწილის მხარდაჭერისა და თავდადების გარეშე”,- განაცხადა პრემიერმა.

სიტყვით გამოსვლისას პრემიერ–მინისტრმა კიდევ ერთხელ მიულოცა „ოქროს საწმისის“ ორდენით დაჯილდოება CNFA-ს ყოფილი პრეზიდენტს და აღმასრულებელი დირექტორს, CNFA-ს დირექტორთა საბჭოს წევრს, ჯონ კოსტელოს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, გიორგი კვირიკაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრებს – დავით კირვალიძეს და შალვა ფიფიას. მან იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ხელშეწყობით, საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგი ქვეყნის განვითარებული ეკონომიკის განუყოფელ ნაწილად იქცევა.

კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა CNFA-ს პრეზიდენტმა და მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, სილვან როიმ.

„გაგვიმართლა, რომ CNFA კვლავ აგრძელებს საქმიანობას საქართველოში ჩვენი ადგილობრივი გუნდის დამსახურებით. ვერ განვახორციელებდით ამ პროექტებს მათი დაუღალავი შრომისა და გამოცდილების გარეშე. ზოგიერთი მათგანი ჩვენთან პირველი პროექტის დასაწყისიდან თანამშრომლობს. სწორედ მათი მიზანდასახულობისა და ენთუზიაზმის შედეგია ის, რომ CNFA–მ რეალურად შეძლო ასეთ შესანიშნავ ქვეყანაზე დადებითი ზეგავლენის მოხდენა“, – ასე შეაფასა საქართველოში CNFA-ს 10-წლიანი მოღვაწეობა სილვან როიმ.

CNFA-ს საქართველოში საქმიანობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციას CNFA-ს დირექტორთა საბჭოს წევრი და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ყოფილი მდივანი მაიკლ ესპი დაესწრო.
„მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, კლინტონის პრეზიდენტობის პერიოდში, მდივნის უფლებამოსილების განხორციელებისას, მქონდა პატივი, ჩემი ხელისუფლების სახელით მიმეღო მონაწილეობა GATT-ის ფარგლებში ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში. თუმცა, არსად მინახავს ასეთი დინამიური, თბილი, პროგრესირებადი და წარმატებებით სავსე ადგილი, როგორიც საქართველოა,“–განაცხადა მაიკლ ესპიმ.
მისივე თქმით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს განვითარების თანმიმდევრული გეგმა გააცნო.
„ამ ადამიანს შესანიშნავი ხედვა აქვს. ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია, ამდენად, ჩემი დირექტორთა საბჭოს წევრობის მიუხედავად, მე მსურს, ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებში წარმატება ვუსურვო მას,“–აღნიშნა CNFA-ს დირექტორთა საბჭოს წევრი და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ყოფილი მდივანი მაიკლ ესპიმ.
CNFA-ს საქართველოში საქმიანობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ტომას მორისი, CNFA-ს დირექტორთა საბჭოს წევრი და საქართველოს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე, CNFA-ს ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ჯონ კოსტელო.

Share1Tweet1

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია

ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია

5 years ago
BBC: დაბალკალორიული საკვები – სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო ?!

BBC: დაბალკალორიული საკვები – სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო ?!

9 years ago

საქართველოს აგრარული სექტორისთვის ადაპტაციის ეროვნული გეგმა შემუშავდება

10 years ago

რუსთაველის მოედანზე წყლის ჭავლის მანქანები შევიდა

8 years ago

ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

10/22/2026

19 ოქტომბერს, გლდანში ტრაგედია დატრიალდა. ხელბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რატი მსხვილიძე მოულოდნელად გარდაიცვალა. რატი მსხვილიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული...

მეტის ნახვაDetails
„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

10/22/2026
„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

10/22/2026
ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს 10/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by