• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 7 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა

10 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

kvirikaჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილი – აგარა-ზემო ოსიაურის 12-კილომეტრიანი გზის 7-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ–მინისტრი დაესწრო.

სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა ახალი სატრანსპორტო ქსელის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკს და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს აღნიშნულ პროექტებში მონაწილეობისთვის. პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს საქართველოს ბევრი ტურისტი სტუმრობს, რომლებიც შეძლებენ, ისარგებლონ ჩქაროსნული მაგისტრალით.

“ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ მორიგი მონაკვეთი უნდა გავხსნათ- ეს არის აგარა- ზემო ოსიაურის მონაკვეთის უდიდესი ნაწილი. ძალიან კარგია, რომ ეს ხდება დღეს, ვინაიდან დღეს არის ბევრი ტურისტი ჩამოსული საქართველოში და როგორც ჩვენი მოქალაქეები, ასევე ჩამოსული სტუმრები ისარგებლებენ ამ გზით. პროექტ „Check in Georgia”-ს ფარგლებში  დღეს იგეგმება დიდი კონცერტი ბათუმში და უკვე შესაძლებელი იქნება ამ გზით სარგებლობა,”- განაცხადა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა მთავრობის ამბიციური გეგმის შესახებ და რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში ქვეყნის სივრცითი განვითარების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე. მისი თქმით, სივრცითი განვითარების მოდელის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ახალი სატრანსპორტო ქსელის მშენებლობაა.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, საქართველოს მთავრობა  2020 წლის ბოლოს უმთავრესი სატრანსპორტო არტერიების დასრულებას გეგმავს.

” ჩვენ ვგეგმავთ, რომ წელს გავხსნათ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი მონაკვეთი, რიკოთის მონაკვეთი, ანუ ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთი. უკვე დაწყებულია ამ პროექტზე ძალიან აქტიური მუშაობა და სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში დაიწყება უკვე რეალური მშენებლობითი სამუშაოები. ამას გარდა 2020 წლის დასასრულისთვის და ეს ასე არ იყო დაგეგმილი ნამდვილად, ჩვენ ვგეგმავთ, რომ უმთავრესი არტერიები საქართველოსი იქნას დასრულებული. ამ პერიოდისთვის მოგეხსენებათ, რომ ანაკლიის პორტის პირველი ფაზაც დასრულებული იქნება და აღმოსავლეთ-დასავლეთით, ჩრდილოეთ – სამხრეთით ძირითადი მაგისტრალები დასრულდება. ამ პერიოდისთვის ასევე იქნება დასრულებული ძირითადი ტურისტული მიმართულებების დამაკავშირებელი გზები და ეს არის სვანეთისკენ მიმავალი გზა თავისი გვირაბებით; ეს არის ქუთაისი-აბასთუმნის გზა. ქუთაისი ჩვენ უნდა ვაქციოთ საქართველოს შიდა ჰაბად, რომელიც იქნება დამაკავშირებელი ყველა წერტილთან. ჩვენ ასევე ვგეგმავთ ძალიან მნიშვნელოვანი ახალი გზების პროექტირებას. უკვე წელს დავიწყებთ პროექტირებას მთა-თუშეთში მიმავალი გზისა, ვინაიდან, ამას გაჩნია ძალიან მრავალმხრივი დანიშნულება- ეს არის უსაფრთხოების მიმართულებით, ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი რეგიონი. ვგეგმავთ რაჭის განვითარების მიმართულებით ახალი გზის აშენებას, რომელიც გომსა და რაჭას დააკავშირებს. ეს ყველაფერი მოიტანს საქართველოში ძალიან მნიშვნელოვან სტიმულს განვითარებისა,”- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მთავრობის მიერ დაგეგმილ პროექტებში აქტიურად ჩაერთვება კერძო სექტორი და საქართველო რეალურად შეძლებს, შეასრულოს აბრეშუმის სარტყლის” შემადგენელი, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის ფუნქცია.

“ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩართულობა და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მთავრობის სახელით მსოფლიო ბანკს, სხვა ინსტიტუტებს რომლებიც არიან ჩართულნი ამ უმნიშვნელოვანეს პროექტებში. კომპანია ” ბლექ სი გრუპის” წარმომადგენლები იმყოფებიან აქ და ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ, მართლაც, უმაღლესი ხარისხით შესრულებული სამუშაოსთვის. საერთოდ უნდა ვთქვა, რომ კერძო სექტორის ჩართულობა უნდა იყოს უფრო მაღალი ასეთ პროექტებში. ჩვენ ახლა დაწყებული გვაქვს ძალიან ბევრ პროექტზე ერთდროულად მუშაობა დიზაინზე და წინასწარ კვლევებს ვატარებთ, მომავალი წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის ამ სამუშაოს დიდი ნაწილი გვექნება დასრულებული და ერთად დაიქოქება ძალიან ბევრი პროექტი. სწორედ ეს იქნება ნამდვილად საქართველოს, როგორც “აბრეშუმის სარტყლის” შემადგენელი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის ფუნქციის სრულად ათვისების წინაპირობა,”-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა გზის გახსნა ასევე მიულოცა ადგილობრივ მაცხოვრებლებს. მისი თქმით, ჩქაროსნული მაგისტრალი მნიშვნელოვან როლს ეკონომიკის განვითარებაში.

“მინდა ასევე მივულოცო ადგილობრივ მაცხოვრებლებს. 500-ზე მეტი ადამიანია ადგილობრივი დასაქმებული მარტო ამ მონაკვეთზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები საცხოვრებელი ადგილის მიტოვების გარეშე შოულობენ თავიანთ სარჩო-საბადებელს , თავიანთ ოჯახებს ინახავენ,  ეს უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის. ყველაფერი ეს რა თქმა უნდა, იმისთვის კეთდება, რომ საგზაო არტერიების განვითარებასთან ერთად განვითარდეს ჩვენი ქვეყნის რეგიონები და ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ და მე ნამდვილად მჯერა, რომ ჩვენ, ყველანი ერთად ავაგუგუნებთ საქართველოს,”- აღნიშნა პრემიერმა.

აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთი  ე.წ „აბრეშუმის სარტყელის“ შემადგენელი ნაწილია და ევროპა-აზიის გავლით, ჩინეთში სატრანზიტო  მიმოსვლის მნიშვნელოვან კვანძს წარმოადგენს.  აგარა-ზემო ოსიაურის 12 კილომეტრიანი მონაკვეთიდან დღეს გაიხსნა 7 კილომეტრი, დარჩენილ 5 კილომეტრზე კი სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება. აგარა-ზემო ოსიაურის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის პროექტით, ევროპული სტანდარტების შესაბამისად  შენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 2 სატრასნპორტო კვანძი, 2 პარალელური ხიდი და 2 გზაგამტარი. მონაკვეთის მშენებლობაზე დასაქმებულია 500-მდე ადამიანი.
გზის გახსნის ღონისძიებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი დაესწრნენ.

ShareTweet

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

მსოფლიო ვარსკვლავები, რომლებიც სიღარიბეში იზრდებოდნენ

მსოფლიო ვარსკვლავები, რომლებიც სიღარიბეში იზრდებოდნენ

6 years ago
დავისვენოთ ჩვენს სამშობლოში! — ანიტა რაჭველიშვილი ტურისტებს საქართველოში იწვევს

დავისვენოთ ჩვენს სამშობლოში! — ანიტა რაჭველიშვილი ტურისტებს საქართველოში იწვევს

7 years ago
მაია ბითაძე: მოსახლეობისთვის ნარჩენების სეპარირება სავალდებულო გახდება

მაია ბითაძე: მოსახლეობისთვის ნარჩენების სეპარირება სავალდებულო გახდება

6 years ago

ნადირობის სფეროს მარეგულირებელი ახალი კანონის პროექტი განიხილეს

10 years ago

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

ახალგორში, სოფელ ციხისძირში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ახალგორის რაიონულ...

მეტის ნახვაDetails
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026
  • თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by