“ეს არჩევნები იქნება ტესტი საქართველოს დემოკრატიისა და მდგრადობისთვის,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.“ვხედავთ კარგ პროგრესს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაში. ქართველი ხალხის ძლიერი პროევროპული პოზიცია არის მყარი საფუძველი საქართველოს პროგრესის რეფორმების გატარებაში, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებაში. ვისაუბრეთ, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ. შეშფოთებული ვარ ბოლოდროინდელი ამბებით ოპოზიციონერი პარტიებისა და პარლამენტის წევრების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის შესახებ. მივესალმები იმ ფაქტს, რომ დამნაშავეებს ბრალი წაუყენეს. ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად”, – განაცხადა ტუსკმა.
მისი თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება ტესტი საქართველოს დემოკრატიისა და მდგრადობისთვის.
“ეს არჩევნები იქნება ტესტი საქართველოს დემოკრატიისა და მდგრადობისთვის. ველი, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ გარანტირებული იყოს ინკლუზიური და თანაბარი საარჩევნო გარემო. ამის არსებითი წინაპირობა თავისუფალი და პლორალისტული მედიაა. პრეზიდენტთან შეხვედრაზე გავიმეორე ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ. ხაზი გავუსვი ჩვენ ერთგულებას კონფლიქტის მოგვარების და არაღიარების კუთხით”, – განაცხადა ტუსკმა.
Facebook კომენტარები













