„ვფიქრობ, შეცდომა იყო ის, რომ 2008 წელს ნატომ საქართველო და უკრაინა თავის რიგებში არ მიიღო.ნატოს რომ მაშინ საქართველო მიეღო, პუტინის გეგმები დღეს სულ სხვაგვარი ექნებოდა“ – ამის შესახებაშშ-ს კონგრესის წარმომადგენლთა პალატის წევრმა, დემოკრატმა ელიოტ ენჯელმა ჟურნალისტებთანსაუბრისას განაცხადა. კონგრესმენის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები გმობს აფხაზეთისა დასამხრეთ ოსეთის ოკუპაციას, ვინაიდან სადავო საკითხები აგრესიით არ უნდა წყდებოდეს. ამასთან,საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა და დემოკრატიის მშენებლობა იმისათვის, რომ ნატოსსრულუფლებიანი წევრი გახდეს.
როგორც ელიოტ ენჯელმა განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატები უკვე 25 წელია, რაც აქტიურადეხმარება საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლასა და დემოკრატიის მშენებლობაში.
„25 წლის წინ საქართველო არ წარმოადგენდა დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ასე რომ, ქართველმა ხალხმაუკვე იცის, თუ რას ნიშნავს იყო თავისუფალი და ასევე ისიც, თუ რას ნიშნავს არ იყო თავისუფალი. მაგრამქართველმა ხალხმა აირჩია თავისუფლება და ის ყველაფერზე მაღლა დააყენა“ – განაცხადა ამერიკელმაკონგრესმენმა.














