• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 8, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ტონი ბლინკენი: “საქართველო დემოკრატიის მაგალითია რეგიონში”

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

 

ef58986c-da24-4526-8715-62fb8928681bვაშინგტონში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე, ამერიკელი ხალხისა და შეერთებული შტატების მთავრობის სახელით, ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ტონი ბლინკენმა მიულოცა.

სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და აშშ-ის მრავალწლიან მეგობრობას, რაც დემოკრატიის საერთო ფასეულობებსა და  თავისუფლებისათვის ბრძოლის საერთო იდეალებს ეფუძნება.

ტონი ბლინკენის განცხადებით, საკუთარი ძალისხმევით, საქართველო ათწლეულებზე მეტია პროგრესისა და განვითარების მაგალითს  წარმოადგენს რეგიონში. ამის დასტურად მან მოიყვანა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმება, რაც განვითარების დამატებით შესაძლებლობებს აძლევს ქართველ ხალხს. ტონი ბლინკენმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი საქართველოს გეოსტრატეგიულ მდებარეობას.

„თქვენი სტრატეგიული მდებარეობა ევროპისა და აზიის გზასაყარზე არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩვენი ახალი აბრეშუმის გზის პოლიტიკისათვის. შეერთებული შტატები მყარად უჭერს მხარს საქართველოს რეგიონალურ ლიდერობას ტრანსკასპიური დერეფნით ევროპული და აზიური ბაზრების დასაკავშირებლად. ვაჭრობისა და ენერგეტიკის მიმართულებითაც საქართველო უმნიშვნელოვანესი პარტნიორია ევრაზიის მასშტაბით ვაჭრობის დივერსიფიკაციის პროცესში.

ვიცით, რომ მსგავსი ჩართულობა ვერ იქნება სიცოცხლისუნარიანი თუ მოკლებულია თავისუფლების, პლურალიზმისა  და კანონის უზენაესობის საფუძველს. დღეს საქართველო აგრძელებს დემოკრატიის მაგალითად წარმოჩენას მთელი რეგიონისათვის. ეს ფაქტი  განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს უწევს რუსეთის ოკუპაციისა და ბორდერიზაციის რეალობასთან მუდმივი გამკლავება. შემოდგომის საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს კიდევ ერთ შესაძლებლობას იმისათვის, რომ საქართველომ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს, ისევე როგორც ფართო სამეზობლოს, დაანახოს რომ დემოკრატია, ღიაობა და ტოლერანტობა არის საზოგადოებისათვის მშვიდობის, განვითარებისა და სტაბილურობის საუკეთესო გარანტი. მსოფლიო თვალს გადევნებთ. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო მის მიმართ არსებულ მოლოდინს გაამართლებს“- განაცხადა ბლინკენმა.

მან კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი შეერთებული შტატების  ურყევი მხარდაჭერა.

„ჩვენ მოუთმენლად ველოდებით როდესაც საქართველო კვლავ გაერთიანდება, რადგან არჩევანი საქართველოს მომავლის შესახებ უნდა გააკეთოს საქართველოს მოსახლეობამ, და არავინ სხვამ. და ეს ცალსახად ასეა. ჩვენ მყარად ვდგავართ ბუქარესტში გაკეთებული დანაპირების უკან, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, და ჩვენ კვლავ უცილობლად განვაგრძობთ საქართველოს მკაფიო მხარდაჭერას.  როდესაც დღის წესრიგში დადგა 21-ე საუკუნის გამოწვევებზე პასუხის გაცემის საკითხი, საქართველოს არასოდეს უორჭოფია. საქართველო ღირსეულად განაგრძობს ყველაზე დიდი კონტრიბუტორების სამეულში აშშ-სა და გერმანიასთან ერთად სამსახურს ავღანეთში. საქართველოს ეს ღვაწლი განსაკუთრებულია და შესაბამისად საქართველო იმსახურებს ასევე განსაკუთრებულ შეფასებას.  მე ვემხრობი სენატორ კოტონის მშვენიერ სიტყვებს და პატივს მივაგებ ქართველი ჯარისკაცების მსხვერპლს ავღანეთში, სადაც გმირულად იბრძოდნენ ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ ჰელმანის პროვინციაში. მათ მადლობას ვუხდი იმ ღვაწლის გამო, რამაც  ჩვენი სამყარო ცოტათი უფრო უსაფრთხო გახადა.“- აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ბლინკენმა.

 მან ხაზი გაუსვა ქართველი და ამერიკელი ხალხის ურყევ მეგობრობას და წარმატება უსურვა საქართველო მისი შემდგომი განვითარების გზაზე.

„წელს მსოფლიო მასშტაბით არჩეული მხოლოდ ათ ახალგაზრდა ლიდერთაგან ერთერთი ახალგაზრდა ქალბატონი იყო თბილისიდან, რომელიც საზოგადოების სასიკეთოდ გაღებული მნიშვნელოვანი წვლილისთვის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააჯილდოვა. როდესაც საქართველოს ბოლო 25 წლის მიღწევებს გადავავლებთ თვალს, მე ეჭვიც არ მეპარება რომ ეს ახალგაზრდები გაუძღვებიან შემდეგ 25 წელს და ბევრად მეტსაც.

ამერიკელი ხალხის სახელით გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს ამ ღირსშესანიშნავ დღეს“-განაცხადა ბლინკენმა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება ვაშინგტონში, აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა. მიღებას 900-ზე მეტი სტუმარი დაესწრო. საქართველოს მხრიდან ღონისძიებას მასპინძლობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგშიძე. აშშ-ს მხრიდან ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს  სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ტონი ბლინკენმა, თავდაცვის დეპარტამენტის მდივნის მოადგილემ ელისა სლოტკინმა და აშშ-ს განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა გეილ სმითმა.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

სტამბოლში ტურისტულ უბანში თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა

სტამბოლში ტურისტულ უბანში თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა

11 years ago

ქართული კარატის მორიგი წარმატება

11 years ago
საქართველოს საგარეო უწყება სტამბოლში მომხდარ ტერაქტს გმობს

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს ინიცირებული რეზოლუცია მიიღო

8 years ago

ქობულეთის მუნიციპალიტეტში 5000-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

10 years ago

ახალი ამბები

„შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა…“ – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი საშიში პარაზიტის შესახებ
ახალი ამბები

„შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა…“ – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი საშიში პარაზიტის შესახებ

10/08/2026

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული მოსახლეობას საშიში პარაზიტის შესახებ აფრთხილებს, რომელიც უმ ან არასათანადოდ დამუშავებულ თევზში შესაძლოა აღმოჩნდეს. „რადგან ეს...

მეტის ნახვაDetails
„საქმეში გამოჩნდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი… გოგიაშვილი პარალელურად ორ ქალთან ურთიერთობაში იმყოფებოდა“ – მედია ხმაურიანი დანაშაულის ახალ დეტალებზე წერს

„საქმეში გამოჩნდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი… გოგიაშვილი პარალელურად ორ ქალთან ურთიერთობაში იმყოფებოდა“ – მედია ხმაურიანი დანაშაულის ახალ დეტალებზე წერს

10/08/2026
ახალგაზრდა დიზაინერი გარდაიცვალა! – საქართველოს სახელმწიფო ბალეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ახალგაზრდა დიზაინერი გარდაიცვალა! – საქართველოს სახელმწიფო ბალეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10/08/2026
„პირდაპირ პნევმონიას იწვევს…“ – მაია ბუწაშვილი რუსეთში დაფიქსირებულ „შავ ჭირზე“

„პირდაპირ პნევმონიას იწვევს…“ – მაია ბუწაშვილი რუსეთში დაფიქსირებულ „შავ ჭირზე“

10/08/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა…“ – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი საშიში პარაზიტის შესახებ 10/08/2026
  • „საქმეში გამოჩნდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი… გოგიაშვილი პარალელურად ორ ქალთან ურთიერთობაში იმყოფებოდა“ – მედია ხმაურიანი დანაშაულის ახალ დეტალებზე წერს 10/08/2026
  • ახალგაზრდა დიზაინერი გარდაიცვალა! – საქართველოს სახელმწიფო ბალეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 10/07/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by