კომპანია „თელასის” მხარდაჭერით სათნოების სახლის “კათარზისი” ტრადიციული კონკურსი „სუპერ ბებია და ბაბუა“ გაიმართა.
კონკურსის მონაწილეებისთვის კომპანიამ ფულადი ჯილდოები დააწესა. გამარჯვებულები 500 ლარით დაჯილდოვდნენ, ხოლო დანარჩენი მონაწილეები – 100 ლარით. მათივე ინფორმაციით, სხვადასხვა ტკბილეული “თელასისგან”ყველა კონკურსანტმა მიიღო.
„წელს კონკურსში 70 წელს გადაცილებული “კათარზისის” და საქართველოს სხვა რეგიონებში განლაგებული სათნოების სახლების 23 ბენეფიციარი მონაწილეობდა.
2019 წლის „სუპერ ბებიის“ და „სუპერ ბაბუის“ საპატიო წოდება მიენიჭათ: 84 წლის ეთერ მანგოშვილს და 78 წლის ოთარ ცინცაძეს.












