• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 1, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“საქართველოს ენერგეტიკის სექტორში, მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტები განხორციელების პროცესშია”

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

kviri__“საქართველოს ენერგეტიკის სექტორში, მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტები განხორციელების პროცესშია და ამ მხრივ სკეპტიციზმის საფუძველი არ არსებობს”, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო ენერგეტიკულ კონფერენციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი კანდელაკის მიერ დასმულ კითხვას.

მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ ენერგეტიკული ინვესტიციები ძალიან დიდ პერიოდს მოიცავს და ისეთი პროექტების სტრუქტურირებას, როგორიც არის მაგალითად 1-მილიარდიანი პროექტი „ნენსკრა“, გარკვეული დრო სჭირდება. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პროექტი ამჟამად განხორციელების პროცესშია, თუმცა მოლაპარაკებების დაწყებას და ცალკეულ მნიშვნელოვან პროცედურებს წელიწად-ნახევარზე მეტი დასჭირდა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა „ტატა კონსორციუმის“ შესახებ, რომელიც საქართველოს ენერგოსექტორში ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი დრო დასჭირდა მასთან მოლაპარაკებებსაც, ვინაიდან პროექტი, რომელსაც ის ახორციელებს, 2012 წელს მიტოვებული იყო და ხელისუფლებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა ინვესტორის უკან დასაბრუნებლად.

„ყველა ფინანსურ ინსტიტუტს გააჩნია თავისი შიდა პროცედურები, რომელიც უნდა გაიარო იმისთვის, რომ ინვესტიციები დაიწყოს, ასევე არსებობს შესწავლის პერიოდი. ეს ნაბიჯები გადასადგმელია იმისთვის, რომ პროექტების განხორციელება და უშუალოდ ინვესტიციების შემოსვლა დაიწყოს. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შედარებითი ვარდნის მიზეზი, ასევე გახლდათ ენერგომატარებლებზე ფასების დაცემა, რეგიონული კონფლიქტები – უკრაინასა და რუსეთს შორის, ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს დაძაბულობა თურქეთსა და რუსეთს შორის, რაც, რა თქმა უნდა, ზემოქმედებს ზოგადად რეგიონზე და ჩვენ ამისგან იზოლირებული არ ვართ, მთლიანი სურათიდან ამოვარდნილები არ ვართ, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვანი პროექტები, განხორციელების პროცესშია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ ასევე ყოველგვარი შეფერხების გარეშე ახორციელებს უმნიშვნელოვანეს პროექტს „ბრითიშ პეტროლიუმი“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე უპასუხა გიორგი კანდელაკის მიერ „გაზპრომსა“ და საქართველოში რუსული პროპაგანდის გაძლიერებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს.
მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ „გაზპრომთან“ მიმდინარეობდა ტექნიკური მოლაპარაკებები, 40%-ით გაზრდილი ენერგეტიკული მოთხოვნის შესავსებად, რომელიც, „სოკართან“ გაზის დამატებითი მოცულობის მოწოდებაზე შეთანხმებით დასრულდა და ეს „ბრითიშ პეტროლიუმის“ მილსადენის მეშვეობით განხორციელდება.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ეს იყო მნიშვნელოვანი გარიგება, ვინაიდან უფრო კარგი პირობებით მოხერხდა გაზის მიწოდების უზრუნველყოფა.

„რუსეთი ამ ეტაპზე 10 პროცენტზე ნაკლებს წარმოადგენს ენერგომატარებლების მიწოდებაში და ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ ვართ მძიმედ დამოკიდებული რუსეთზე, ისე, როგორც ეს წარსულში იყო. ამიტომ, სამწუხაროდ უნდა გამოვიყენო ეს ტერმინი – მთლიანობაში ეს ყველაფერი „გაზპრომთან“ დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაცია იყო და სინამდვილეს არ შეესაბამება. ჩვენ განვაგრძობთ აზერბაიჯანთან სტრატეგიულ პარტნიორობას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რაც შეეხება რუსულ პროპაგანდას, მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა, განსაკუთრებით საქართველოში, თუმცა, საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ევროპულ ღირებულებებს და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, რაც ბევრად უფრო მაღალი ციფრია, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, რომლებიც არიან ნატოს სამეზობლოში და იმ ქვეყნებშიც, რომლებსაც გააჩნიათ გარკვეული წინგადადგმული ნაბიჯები და გეგმები ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

„ამიტომ, ეს სკეპტიციზმი, რუსული ენერგომატარებლების მოწოდებაზე საქართველოს შესაძლო დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, საფუძვლიანი არ არის. მე არ შევალ საქართველოს ენერგოსექტორში რუსული ინვესტიციების განხილვაში, რომელიც ძირითადად წინა ხელისუფლების დროს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე განხორციელდა. მოდით, ეს არ განვიხილოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

საქართველომ ნატოში 2017 წლის წლიური ეროვნული პროგრამა წარადგინა

საქართველომ ნატოში 2017 წლის წლიური ეროვნული პროგრამა წარადგინა

10 years ago
3-დან 12 მაისის ჩათვლით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს

3-დან 12 მაისის ჩათვლით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს

5 years ago
არჩევნები ჩატარდა წარმატებულად მშვიდ, სამართლიან გარემოში – ღარიბაშვილი

არჩევნები ჩატარდა წარმატებულად მშვიდ, სამართლიან გარემოში – ღარიბაშვილი

5 years ago

50 პირობით მსჯავრდებული „ დინამო არენაზე „ საფეხბურთო მატჩს დაესწრება

13 years ago

ახალი ამბები

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა
ახალი ამბები

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მრევლს მნიშველოვან ინფორმაციას უზიარებს. როგორც ეპარქიის განცხადებაშია ნათქვამი, უწმიდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის...

მეტის ნახვაDetails
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026
ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა

ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026
  • მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა 10/01/2026
  • გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by