• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული 5 ავტომანქანა და 80 000 ლარი დაუბრუნდებათ

10 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

 

5642prokuraturisshenoba(2)საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად პროკურატურის ბალანსზე რიცხული 5 ავტომანქანა და იძულებით, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ჩამორთმეული და ამ დრომდე გამოუყენებელი 80 000 ლარი დაუბრუნდებათ.

დეპარტამენტის მიერ გახსნილია ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი ფაქტი. კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2010 წლის 11 სექტემბერს მთავარ პროკურატურას  დაკავებული ჰყავდა შპს „მშენებელი XXI საუკუნე“-ს დამფუძნებელი სამსონ ცეცხლაძე, რომელსაც ედავებოდნენ  საცხოვრებელი ბინების უკანონოდ რეალიზაციას და მიღებული თანხების დაუფლებას.

გამოძიების მსვლელობისას მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებმა პატიმრობაში მყოფ სამსონ ცეცხლაძეს შეუთვალეს, რომ თუ მას სურდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება და საპატიმროს დატოვება, მთლიანობაში უნდა გადაეხადა 300 000 ლარი, საიდანაც 100 000 ლარი იქნებოდა საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული ჯარიმის თანხა, ხოლო დარჩენილი 200 000 ლარით მას პროკურატურისთვის უნდა შეეძინა 5 ა/მანქანა, რაც არ უნდა გახმაურებულიყო და ეს პირობა დარჩენილიყო საპროცესო შეთანხმების ,,ჩრდილოვან მხარედ“. წინააღმდეგ შემთხვევაში პროკურატურის წარმომადგენლის გადმოცემით, სამსონ ცეცხლაძეს  დიდი ხნით მოუწევდა ციხეში ყოფნა.

აღნიშნული ზეწოლის შედეგად, დაკავებული მშენებელი იძულებული გახდა დათანხმებოდა პროკურატურის უკანონო მოთხოვნას, რის შემდეგაც მან საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული ჯარიმის თანხის გადახდასთან ერთად,  ოჯახის წევრების მეშვეობით, 200 000 ლარად,  ,ჰიუნდაი“ ცენტრში შეიძინა 4 ერთეული „ჰიუნდაი სონატა“-ს და 1 ერთეული „ჰიუნდაი IX 35“-ის მარკის ავტომანქანა, რომლებიც მისი ნდობით აღჭურვილმა პირმა აჩუქა პროკურატურას. მხოლოდ ამის შემდეგ პროკურატურამ ბრალდებულებთან გააფორმა საპროცესო შეთანხმება, სადაც არ იქნა ასახული შეთანხმების ე.წ. ,,ჩრდილოვანი პირობა“ – ა/მანქანების დათმობა. საპროცესო შეთანხმებით ბრალდებულს განესაზღვრა პირობითი მსჯავრი და მან საპატიმრო დაწესებულება მხოლოდ მას შემდეგ დატოვა, რაც ა/მანქანები პროკურატურას აჩუქა.

აღნიშნული 5 ა/მანქანა, რომელიც დღეს იმყოფება საქართველოს პროკურატურის ბალანსზე და სარგებლობაში, ჩვენი გადაწყვეტილებით საკუთრებაში დაუბრუნდება დაზარალებულ მოქალაქეს -სამსონ ცეცხლაძეს.

ასევე, პროკურატურისგან დაზარალებულ კიდევ ერთ მოქალაქეს – ამირან ბეგიაშვილს დაუბრუნდება იძულებით ჩამორთმეული 80 000 ლარი. კერძოდ, 2010 წლის მარტის თვეში, მთავარი პროკურატურა სწავლობდა შ.პ.ს. „ბა & ბი“-ს საქმიანობას, რა დროსაც ხსენებული კომპანიის დირექტორს ამირან ბეგიაშვილს უკანონოდ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, იძულებით ჩამოართვეს 80 000 ლარი, რაც იმჟამინდელი პროკურატურის თანამშრომლების განმარტებით უნდა ყოფილიყო საწარმოს საქმიანობაში დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, სამომავლოდ დასაკისრებელი ჯარიმის თანხა.  მაგრამ მიუხედავად ამისა, ამირან ბეგიაშვილის და მისი კომპანიის მიმართ გამოძიების მიერ არ დადგინდა რაიმე დარღვევის ფაქტი და შესაბამისად არ ყოფილა რაიმე სახის სამართლებრივი გადაწყვეტილება მიღებული, ამირან ბეგიაშვილი საქმეში დარჩა მოწმის სტატუსით და მისთვის ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ჩამორთმეული თანხის განკარგვა არ მომხდარა.

გამოძიებასთან გამოჩენილი განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო, ჩვენს მიერ მხილებული პროკურატურის ყოფილი თანამშრომლების მიმართ გამოყენებულ იქნება დისკრეცია და არ მოხდება მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება. თანამშრომლობის შედეგად კი გამოძიება გაგრძელდება პროკურატურის ყოფილი ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მიმართ.

ამრიგად, მთავარ პროკურატურაში შექმნილი ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მოქალაქე სამსონ ცეცხლაძეს დაუბრუნდება უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად პროკურატურის ბალანსზე არსებული 5 ა/მანქანა, ხოლო მოქალაქე ამირან ბეგიაშვილს გამოძიების მიერ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ჩამორთმეული 80 000 ლარი.

ამ დროისათვის, მთავარ პროკურატურაში შექმნილი ახალი დეპარტამენტის მიერ გახსნილია მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 38 დანაშაულებრივი ეპიზოდი; მხილებულია 29 საჯარო მოხელე, 5 საჯარო მოხელის მიმართ მიმდინარეობს სისხლსამართლებრივი დევნა (კონსტანტინე არჩაია, დავით კეზერაშვილი, ივანე მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიორგი ლაცაბიძე).

ახალი დეპარტამენტის მიერ გახსნილი ზემოაღნიშნული ქონების იძულებით ჩამორთმევის დანაშაულებრივი ფაქტების შედეგად დაზარალებულად ცნობილ იქნა 57 პირი, რომელთაც პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდათ: 46 ა/მანქანა, 9 მიწის ნაკვეთი; 3  საცხოვრებელი ბინა, 1 საოფისე ფართი, 48 დასახელების  ოქროს ნაკეთობები; აკურას ღვინის ქარხანა; გორში მდებარე სასტუმრო კომპლექსი, დამაგრებული  მიწის ნაკვეთით; გორის საცურაო კომპლექსი – შპს  ,,აკვაპარკი„ და თანხა 80 000 ლარი.

ჯამში დაბრუნებულია 16 მილიონამდე ლარის ღირებულების ქონება.

სამართლებრივი პროცესი, რომელიც პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა დაიწყო, რაც უკავშირდება დაზარალებული მოქალაქეებისთვის 2012 წლის 01 ოქტომბრამდე პერიოდში იძულებით ჩამორთმეული ქონებების დაბრუნებას, აქტიურად მიმდინარეობს და მას ექნება შეუქცევადი ხასიათი.

 

ShareTweet

ახალი ამბები

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

09/24/2026
პოლიციამ დმანისში მომხდარ ძალადობის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
ახალი ამბები

პოლიციამ დმანისში მომხდარ ძალადობის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

09/21/2026
“კაცმა 15 წლის ბიჭი რუსთავში, სახლში, სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა…”- მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალი შეუმსუბუქდა
ახალი ამბები

“კაცმა 15 წლის ბიჭი რუსთავში, სახლში, სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა…”- მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალი შეუმსუბუქდა

09/15/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა
ახალი ამბები

4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა

08/06/2026
ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალი წარედგინათ
ახალი ამბები

ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალი წარედგინათ

08/06/2026

საინტერესო

რუსეთმა ბარაკ ობამას ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რუსეთმა ბარაკ ობამას ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

3 years ago
ინდონეზიის სამგზავრო თვითმრინავი მთას შეეჯახა

ინდონეზიის სამგზავრო თვითმრინავი მთას შეეჯახა

11 years ago

ჯო ბაიდენი კიევში იმყოფება

12 years ago

” „მოვუწოდებ მერიის თანამშრომლებს, რომ ვიყოთ უფრო მეტად ყურადღებით, როცა ვგეგმავთ თანამშრომელთა გადამზადების ტრენინგებს”

10 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by