• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ორშაბათი, მარტი 1, 2021
TTimes.GE
No Result
View All Result
3 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home მკითხველის ბლოგი
ნანუცა

ნანუცა

2016/06/13
in მკითხველის ბლოგი
4 0
46
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

 

blogiისევ შავი სვიტერი, შავი შარვალი და შავი ფეხსაცმელი ეცვა, შავი სათვალე ეკეთა. როცა ჩაიარა, უბნის ბიჭებმა ცინიკურად გააყოლეს თვალი და black is always elegant-ო მიაძახეს. ამას მოჰყვა უნიჭო სიცილი და ტუჩების პრუწვა, ისევ უნიჭო მიბაძვის მცდელობით. მაგრამ რა მნიშვნელობა ჰქონდა ამას მისთვის?! დიდი არაფერი, ესეც ხომ გაივლიდა. (ბრძენისგან განსხვავებით, მას ბეჭედი კედელზე ეკიდა და მის დანახვაზე ხასიათი ბნელი და ცივი, 1997 წლის ზამთარივით ეცვლებოდა).

***

ნანუცამ სარკეში ჩაიხედა. ცუდი განათების წყალობით იმაზე ლამაზი აღიქვა საკუთარი თავი, ვიდრე იყო. დიდხანს უყურებდა. ნელ-ნელა ტანსაცმლის გახდა დაიწყო. ტრუსების და ლიფის ამარა დადგა სარკის წინ და ჩუმად შეხედა მამაკაცის ნეკნისგან შექმნილ არსებას, რომელსაც ამ ცხოვრებაში ნანუცა ერქვა. თაფლისფერი თვალები მიამიტ მზერას გადასცემდნენ ოპტიკურ ლინზას, რომელიც ცისარტყელას ფერებში იშლებოდა ფანჯრიდან.

სამზარეულოში ჩაიდანი ათუხთუხდა.

***

წიგნების კარადა, რომელიც დაახლოებით 50 წლის მაინც იქნებოდა, უცერემონიოდ გადაუძახა ნაგავში. იმავე ბედი ეწია წინაპრებისგან დანატოვარ ვერცხლის ჩანგლებს, ოქროს კოვზებს და უზარმაზარ ნახატს. ნაგვის ურნაში ჰპოვა ადგილი საუკუნოვანმა საათმა და უკანასკნლად ალბათ მეეზოვე გაიგებდა ხელით გამოთლილი გუგულის ძახილს. იმავე მეეზოვე აღტაცებით აიტაცებდა ამ განძს და მერე თაობები იტრაბახებდნენ საუკუნოვანი დროის მანქანის ფლობით. ნაგავსაყრელზე აღმოჩნდებოდა ალბათ საოჯახო ალბომი, რომ არა ბავშვობის ერთადერთი ტკბილი მოგონება, რომელიც ვერაფრით ააგლიჯა გამხმარ მუყაოს. მიუხედავად ამისა, სახლი დაცარიელდა.

დაღლილი, ანტიკვარული და რელიკვიური გრძნობებისგან დაცლილი, მაგიდაზე ჩამოჯდა. წინ ქუჩის ხედი იშლებოდა, ჭადრის ძველი ხეებით ჩამწკრივებული ხეივანით და თურქების მომზადებული ბერძნული ჩაის სურნელით. კატები წყნარად მიმოდიოდნენ შორეულ წითელ სახურავზე. ცას ალუბლისფერი დაჰკრავდა, როგორც მაშინ, როცა მოგონება ჯერ კიდევ არ იყო მოგონება. გვიანი შემოდგომის ელფერში გამოწყობილი ნანუცა მაგიდაზე იჯდა და არა ბუზებს, არამედ ფოთლებს ითვლიდა ჭერზე.

***

ნანუცა სახლიდან გამოვიდა. ბერძნული ჩაის სურნელი ისევ დამათრობლად ითქვიფებოდა ტანსაცმელში. ყვითელი ფოთლები სასიამოვნოდ იმსხვრეოდნენ ორი კვირის წინ ნაყიდი ჩექმების ქვეშ. ნაგვის ურნაში თანამედროვე საუკუნის მომავალი იქექებოდა და მომავლისთვის ეძებდა საზრდოს. იქვე კაფეში შეყვარებული წყვილი ულაზათოდ უღიმოდა ერთმანეთს. სამი წლის გოგონას ხელი ჩაეკიდა მამისთვის და ცბიერი ღიმილით სათამაშოების მაღაზიისკენ მიჰყავდა. ნანუცამ ნელი ნაბიჯებით შეუხვია გვერდითა ქუჩაზე. სადღაც შორს, წითელ სახურავზე კატა აკნავლდა.

***

პარკში, სადაც ყოველთვის ხალხმრავლობა იყო, ახლა მხოლოდ ნანუცა იჯდა მწვანე სკამზე. სკამის უკან ისევ ეკიდა ბავშვობისდროინდელი უგემოვნო ხუმრობა: “ფრთხილად,შეღებილია“. ოდნავი ნიავი საქანელას ზამბარებს საშიშად არხევდა (არა მგონია, კიდევ ერთი თაობისთვის გაეძლო). წაწვეტებული კენჭები წვიმას მადლიანად დაესველებინა და ახლა ბაცი ნაცრისფერი გადაჰკრავდა.

ნანუცამ საათს დახედა. ციფერბლატი ზუსტად იმ დროს უჩვენებდა, რასაც ამდენ ხანს ელოდა. მთავარი ქუჩიდან ორმა ბიჭმა გადმოუხვია. ერთმა გზა გადაჭრა და ცისფერ კორპუსში, ბნელ სადარბაზოში შეიმალა. მეორემ გზა განაგრძო და პარკისკენ ჩქარი ნაბიჯებით გადაწყვიტა სვლა. ნანუცამ შიშნარევი სიხარულით შეხედა მისკენ მომავალ ბიჭის სილუეტს და ინსტიქტურად კაბა გაისწორა. მერე თმა. ბიჭი მოვიდა.

***

ნანუცა ლამპიონების შუქით განათებულ ქუჩას მიუყვებოდა. მთვარე ოდნავი ირონიით დასცქეროდა ერთადერთ მღვიძარე ადამიანს ქალაქში. ფეხქვეშ გამხმარი ფოთლების ნაცვლად იმედი, სიხარული და ბედნიერება იმსხვრეოდა. ცრემლებს ფეხი აედგათ და ლოყებზე როკავდნენ გახარებული (სადინარებიდან გათავისფლებას ზეიმობდნენ). ტკივილი გულში გამარჯვებას ზეიმობდა და იმედგაცრუებას გაებატონებინა მატერიაზე. ჭადრების შრიალში თანამედროვე პანდორას ყუთის ბინადრების ორგია მოისმოდა გამეტებით.

ნანუცამ მთვარეს ახედა. ის მოწმედ ვერ გამოდგებოდა. გულში შერისხა ასეთი ეგოისტობის გამო ღამის მნათობი. სევდა უკვე ნელ-ნელა იუფლებდა გონებას. ძლიერ მარწუხებში მოექცია იგი და ნანუცა. საათის ისრები დაშვებულ დროს გადაცდნენ. ნანუცამ საათი მოიხსნა და საკანალიზაციო ორმოში ჩაკონწიალდა მოდური დრო. შარფი ჭადრის ხის სამკაულად იქცა მომავალ წვიმამდე. ჩანთა უკმაყოფილოდ გაიბერა, როცა ნანუცამ ქარს გაატანა შემხვედრ ქუჩამდე. ორი კვირის წინ ნაყიდი ჩექმები ქალაქმა ჩაიცვა. სივრცის გადაღმა ჭოტმა იკივლა.

***

ნანუცამ ხიდის მოაჯირს ხელი გადაავალო და წყალს ტკივილიანმა ჩახედა. ცრემლი შავ წყალზე განაგრძობდა როკვას. თაფლისფერ თვალებში წარსულის აჩრდილები ჩანდა პატარა გოგონას სახით, რომელიც მამას სასეირნოდ დაჰყავდა. აჩრდილები ერთმანეთს ერწყმოდა, იზრდებოდა და უფრო მკვეთრი ხდებოდა დროის ცვლილებასთან ერთად. დრო კი სწრაფად იცვლებოდა. შავი თმის ხვეულებიდან აწმყოს სურნელი გამოსჭვიოდა, რომელიც პარკში დიდი დოზით დატოვა წყვილმა. სხეულის ლაბირნითებიდან მომზირალი პატარა კონტური მძაფრად გრძნობდა მოსალოდნელ საფრთხეს. ნანუცამ თვალები დახუჭა. მასთან ერთად თვალები დახუჭა მომავალმა პირმშომ.

წყლის დგაფუნი მხოლოდ წითელ სახურავზე მოსეირნე კატამ გაიგო და ყვითელი თვალები ზანტად გააყოლა წყლის ზედაპირზე შექმნილ წრეებს.

ცა ისევ ალუბლისფერი დაჰკრავდა, როგორც მაშინ, მაგრამ ახლა მოგონება უკვე იყო მოგონება.

მარიამ გვარამია

 

 

60

SHARES
facebook Share on Facebook
Twitter Tweet
Follow Follow us
custom Share
custom Share
custom Share
custom Share
custom Share
ShareTweetShare

მსგავსი სტატიები

რა ახასიათებთ სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებს საქართველოში
ახალი ამბები

რა ახასიათებთ სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებს საქართველოში

2021/02/06
მსოფლიოში ყველაზე ცნობილი გოგო 75 წლის გახდა
ახალი ამბები

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი გოგო 75 წლის გახდა

2020/11/14
BBC – ნუ მისცემთ ბავშვებს მობილურ ტელეფონს!
ახალი ამბები

BBC – ნუ მისცემთ ბავშვებს მობილურ ტელეფონს!

2020/10/22
Next Post
შსს-მ 2 კილომდე კოკაინი და 15 კილომდე მარიხუანა ამოიღო

შსს-მ ქურდობის ფაქტი გახსნა

თბილისის ზოოპარკში შესვლა დღეს უფასო იქნება

თბილისის ზოოპარკში შესვლა დღეს უფასო იქნება

პროგრამას – „აწარმოე საქართველოში“ ორი ქვეკომპონენტი ემატება

სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო იქმნება

Discussion about this post

ახალი ამბები

რა სასწაულები ხდება დირბის დედათა მონასტერში?
ახალი ამბები

რა სასწაულები ხდება დირბის დედათა მონასტერში?

2021/02/28
0

დირბის დედათა მონასტერი ქარელში, მდინარე ფრონეს ხეობაში მდებარეობს. რამდენიმე წლის წინ ტაძარს სრული რესტავრაცია ჩაუტარდა და არსებული ნალესი მთლიანად მოიხსნა....

სრულად
ათონის ივერთა მონასტერი- ადგილი, რომელმაც დიდად შეუწყო ხელი ქართული ლიტერატურის მსოფლიო სარბიელზე გატანას

ათონის ივერთა მონასტერი- ადგილი, რომელმაც დიდად შეუწყო ხელი ქართული ლიტერატურის მსოფლიო სარბიელზე გატანას

2021/02/28
პირველი მარტიდან საბავშვო ბაღები იხსნება – მშობლების კომენტარები

პირველი მარტიდან საბავშვო ბაღები იხსნება – მშობლების კომენტარები

2021/02/28
ყირიმი არის უკრაინა – ჯო ბაიდენი ანექსიის 7 წლის თავზე

ყირიმი არის უკრაინა – ჯო ბაიდენი ანექსიის 7 წლის თავზე

2021/02/28
ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის დასრულებამდე შორი გზა გვაქვს გასავლელი

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის დასრულებამდე შორი გზა გვაქვს გასავლელი

2021/02/26
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან 1 წელი გავიდა

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან 1 წელი გავიდა

2021/02/26
ძალიან მალე ქვეყანა იძულებული გახდება ხელახლა შემოიღოს შეზღუდვები

ძალიან მალე ქვეყანა იძულებული გახდება ხელახლა შემოიღოს შეზღუდვები

2021/02/26

საინტერესო

გიორგი მარგველაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს შეხვდა

7 წელი ago

ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ძიუდოისტებს გამარჯვება მიულოცა

7 წელი ago
მიხეილ ხუბუტიას შვილი გარდაცვლილი იპოვეს

მიხეილ ხუბუტიას შვილი გარდაცვლილი იპოვეს

3 წელი ago
გალერია თბილისში სუპერდრაის მაღაზია გაიხსნება

გალერია თბილისში სუპერდრაის მაღაზია გაიხსნება

2 წელი ago

კალენდარი

მარტი 2021
ო ს ო ხ პ შ კ
« თებ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

სიახლეები

  • რა სასწაულები ხდება დირბის დედათა მონასტერში? 2021/02/28
  • ათონის ივერთა მონასტერი- ადგილი, რომელმაც დიდად შეუწყო ხელი ქართული ლიტერატურის მსოფლიო სარბიელზე გატანას 2021/02/28
  • პირველი მარტიდან საბავშვო ბაღები იხსნება – მშობლების კომენტარები 2021/02/28

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In