• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, October 3, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რაში დაიხარჯება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ ინვესტირებული 100 მლნ ევრო?!

10 years ago
კატეგორია: ეკონომიკა, ექსკლუზივი
A A
რაში დაიხარჯება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ ინვესტირებული 100 მლნ ევრო?!
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

gza

2016 წლის 11 თებერვალს საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, EIB – მ საქართველოში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში, 100 მლნ ევროს ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. თუ რას მოიცავს ეს პროექტი, უფრო კონკრეტულად, რა არის მისი მიზანი, რომელი ტერიტორიების ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა იგეგმება, ვინ განახორციელებს სამუშაოებსა და პროექტის მონიტორინგს, ამ ყველაფერზე ვესაუბრეთ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს.

„თბილისი თაიმსთან“ საუბრისას, სამინისტრომ დაადასტურა, რომ მოზიდული ინვესტიციით იგეგმება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება: „პროექტი „საქართველოს ურბანული რეკონსტრუქცია და განვითარება“ (ფინანსური წლები –  2015-2019; ბიუჯეტი – 100 მილიონი ევრო) მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონული განვითარების მხარდაჭერას, რაც განაპირობებს მუნიციპალური სერვისების და ინფრასტრუქტურის ეფექტურობისა და საიმედოობის გაუმჯობესებას. გაცნობებთ, რომ აღნიშნული პროექტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება; სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის გადაუდებელი რეაბილიტაცია.

regionuli-ganvitarebis-saministro„რაც შეეხება სამუშაო ჯგუფს, პროექტს ხელმძღვანელობს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. პროექტის განმახორციელებელია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი. სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, გარდა ამ ორი უწყებისა, მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგნელები“ – განაცხადა ჩვენთან საუბრისას ინფრასტრუქტურის სამინისტრომ.

კითხვაზე, თუ რომელი ტერიტორიების კეთილმოწყობა იგეგმება და რის მიხედვით შეირჩევა ისინი, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გვიპასუხა, რომ პროექტების სია მუნიციპალიტეტების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შეიქმნა, ამ ეტაპზე კი დაწყებულია შემდეგი პროექტების განხორციელება, რომლებიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში კონკრეტული გზების რეაბილიტაციას გულისხმობს, ესენია:  ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ როდინაულის სასოფლო გზა; საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭორვილა-საირხის გზა (ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა); თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, თამარ მეფისა და აღმაშენებლის ქუჩები; ასპინძის მუნიციპალიტეტში, რაგბის სტადიონთან მისასვლელი გზა; აბაშის მუნიციპალიტეტში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალიდან სოფელ წყემის გავლით ადგილობრივი გზა; ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ასკანა-მშვიდობაური-ბახვის გზა; ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ბოლოკიანი-კართუბნის, ნაწისქვილარი-კართუბნის და სოფელ ნაწისქვილარის შიდა სასოფლო გზები.

მე, კითხვები მქონდა ასევე იმ რისკ – ფაქტორების შესახებ, რომელიც შეიძლება პროექტს თან ახლდეს გეგმის განხორციელებისას, რომელიც შეიძლება გამოწვეული იქნას ნებისმიერი პროექტის განხორციელებისას, როგორც შიდა, ისე გარე მიზეზებით, თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ.

„თბილისი თაიმსი“  ასევე დავუკავშირდით ფინანსთა სამინისტროს, რომელმაც მოგვაწოდა ინფორმაცია შესრულებული სამუშაოს ხარისხის, გაწეული ხარჯების მონიტორინგის შესახებ: „ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ასახული საინვესტიციო პროექტებისათვის საგარეო წყაროებიდან გამოყოფილი ფინანსური რესურსების მონიტორინგს, რაც გამოიხატება სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული პარამეტრების შესრულების მონიტორინგით. პროექტის ფარგლებში გაწეული ხარჯების მონიტორინგს ახორციელებს აგრეთვე დონორი. ხოლო რაც შეეხება შესრულებული სამუშაოს ხარისხის მონიტორინგს, მას ახორციელებს პროექტის ფარგლებში დონორთან შეთანხმებით დაქირავებული პროექტის საზედამხედველო კომპანია.

ფინანსთასაქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის 2016 წლის 11 თებერვალს გაფორმებული „საქართველოს ურბანული რეკონსტრუქცია და განვითარების პროექტის“ ფინანსური ხელშეკრულების ფარგლებში გამოყოფილი სესხის ფინანსური პირობებია:

სესხის ოდენობა: 100 მილიონი ევრო;

სესხის ხანგრძლივობა: 25 წელი (მათ შორის შეღავათიანი პერიოდი 5 წელი);

სესხის საპროცენტო განაკვეთი (თითოეული ტრანშისთვის განისაზღვრება ტრანშის ჩამორიცხვამდე): ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან EURIBOR-ზე ან LIBOR-ზე დაფუძნებული ცვლადი საპროცენტო განაკვეთი;

საპროცენტო მარჟა (EURIBOR-ზე ან LIBOR-ზე დაფუძნებული ცვლადი საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში): ცვლადი, რომელიც ფიქსირდება თითოეული ტრანშის ჩამორიცხვამდე;

ადმინისტრირების გადასახდელი: 50 000 ევრო (ერთჯერადი გადასახდელი).

მარიამ ტაკაშვილი

ShareTweet

ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025

საინტერესო

თბილისის მერია მშენებლებს მწვანე ნერგების გადარგვასა და მოვლა-პატრონობას მოსთხოვს

დედაქალაქში ქუჩის მუსიკის ფესტივალი გაიმართება

8 years ago
ბანკირს, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი ფინანსურად აზარალა, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ბანკირს, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი ფინანსურად აზარალა, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

9 years ago
ერთი დოლარი 2.90 ლარი ღირს – ლარი ასეთი მყარი ბოლოს 2020 წლის 12 მარტში იყო

ლარი პანდემიამდელ დონეზე გამყარდა – რა ღირს ერთი დოლარი

4 years ago
გორის მუნიციპალიტეტში ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა – დაიღუპა 1 ადამიანი

გორის მუნიციპალიტეტში ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა – დაიღუპა 1 ადამიანი

3 years ago

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026
  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by