• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ჩვენ შევძელით მომხმარებლის ქცევის შეცვლა – ღვინის კომპანია „იკანოს“ დირექტორი მათე აბესაძე

10 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
ჩვენ შევძელით მომხმარებლის ქცევის შეცვლა – ღვინის კომპანია „იკანოს“ დირექტორი მათე აბესაძე
23
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ღვინისადმი ქართველების განსაკუთრებული მიდგომა ყველასთვის ცნობილია. ის, რომ ჩვენი ქვეყანა ღვინის სამშობლოდ არის აღიარებული ღვინის ქართულ ბაზარს მეტ პასუხისმგებლობას მატებს. ამ სეგმენტზე ბევრი ახალი კომპანია ჩნდება, თითოეული მათგანი მომხარებელს განსხვავებული გემოს და თავისებურებების მქონე ღვინოს სთავაზობს. მათ შორის ყველაზე „ხმაურიანი“  ახალი ქართული ღვინის კომპანია „იკანო“ აღმოჩნდა. კომპანიის ვიდეო-რგოლი „ეს არის იკანო“ სოციალურ ქსელში სწრაფად გავრცელდა და ღვინის გემოსთან ერთად დიდი მოწონება დაიმსახურა.

იკანო

იკანო მომხმარებლებს ოთხი სახის ღვინოს სთავაზობს.  წითელი იკანო საფერავი-კაბერნე, ლურჯი იკანო ­საფერავი-მერლო, ყვითელი იკანო რქაწითელი-შარდონი და მწვანე -ცოლიკოური-სოვინონ ბლანი, როგორც ქართული,ისე უცხოური ყურძნის ჯიშებით იწარმოება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ქართული ღვინის ისტორიაში იკანო სიახლეს წარმოადგენს. რა სიახლეებს სთავაზობს კომპანია ქართველ მომხარებლებს, როგორი მისი მიზნები და სამომავლო გეგმები, ამ საკითხებზე კომპანიის დირექტორი მათე აბესაძე „თბილისი თაიმსს“ ესაუბრა.

კომპანიის ისტორიის შესახებ,რომ გვიამბოთ, როგორ იქმნებოდა ღვინო „იკანო“?

– იკანოს ისტორია 2 წლის წინ დაიწყო. გვქონდა ვენახები კახეთში და ერთი პატარა ოთახი თბილისში. მაშინ წარმოდგენაც არ გვქონდა როგორი ღვინო უნდა შეგვექმნა.

საწყის ეტაპზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში, სადაც  ყოველწლიურად 66 მილიონ ლიტრ ღვინოს მოიხმარენ, მხოლოდ 2 მილიონი ლიტრი ღვინო იყიდება ბოთლით!

ამასთან, აღმოჩნდა, რომ 18-დან 40 წლამდე სეგმენტი, რომელიც ყველაზე მეტ ალკოჰოლს მოიხმარს, ღვინოს ნაკლებად სვამს. ღვინო ჩვენს ქვეყანაში გარკვეულ სტერეოპტიპებს უკავშირდება, რაც განსაკუთრებით ახალგაზრდებს აფრთხობს.

ჩვენი მიზანი იყო, რომ გაგვემარტივებინა ურთიერთობა ახალგაზრდულ სეგმენტსა და ღვინოს შორის. შეგვექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც მათთვის ახლო და საინტერესო იქნებოდა. რაც მთავარია კომპანიის მენეჯმენტიც მხოლოდ ახალგაზრდებით არის დაკომპლექტებული. ფაქტიურად ჩვენ შევქმენით პროდუქტი ჩვენივე თავისთვის, რაც უფრო მარტივი და სწორია.

როგორ შეაფასებთ ქართულ ბაზარს, რამდენად კონკურენტუნარიანია იგი?

– ღვინის ბაზარი ძალიან გაჯერებულია. თანაც ამ სფეროს ყველაზე დიდი ისტორია აქვს საქართველოში. თუმცა იკანომ დაინახა თავისუფალი ნიშა და შეძლო კონკურენტულ გარემოში შეექმნა ახალი კატეგორია, სადაც ჯერჯერობით მარტოა. თუმცა იკანოს წარმატებასთან ერთად კონკურენტებსაც გაუჩნდებათ სურვილი, რომ ამ ტერიტორიაზე შემოვიდნენ, რაც ძალიან კარგია. ეს გამოიწვევს ღვინის ბიზნესის ახალი მიმართულებით განვითარებას და ბაზარს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის. გვიხარია, რომ ეს ცვლილება იკანომ გამოიწვია.

რამდენი სახის ღვინოს სთავაზობთ მომხარებელს, რა არის „იკანოს“ მთავარი უპირატესობები და სად შეიძლება შეიძინონ ქართველმა მომხარებლებმა ღვინო?

– იკანო არის ოთხი და ყოველთვის იქნება მხოლოდ ოთხი, იმისთვის, რომ არ დავაბნიოთ მომხმარებელი არჩევანის გაკეთებისას. იკანოს, როგორც პროდუქტს განასხვავებს მისი უნიკალური რბილი და მარტივი გემო, ეს არის ქართული და ევროპული ჯიშების კუპაჟი.

ასევე იკანოს არ აქვს საცობი, აქვს ხრახნი, იმისთვის, რომ ის მარტივად გახსნა და დალიო. განსხვავებული, ფერადი შეფუთვა გეხმარება, რომ მაშინვე შეამჩნიო თაროზე. იკანო იყიდება ქსელურ სუპერმარკეტებში, ე.წ. უბნის მაღაზიებში, ბარებსა და რესტორნებში და რაც მთავარია იქაც, სადაც ღვინოს საერთოდ არ ელოდები, მაგალითად ღამის კლუბებში. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ ყველგან, სადაც ჩვენი სეგმენტია, სხვადასხვა „ივენთებზე“.

ღვინოსთან ერთად თქვენ კოქტეილებსაც სთავაზობთ მომხარებლებს, ეს პროდუქცია,რომ გავაცნოთ მკითხველს…

– თითოეულ იკანოს აქვს თავისი საფირმო კოქტეილი, შესაბამისად გვაქვს ოთხი იკანო კოქტეილი, ესენია: იკანო ჯინჯერი, იკანო ეფლთინი, იკანო კოსმო და იკანო შოთი. ღვინის კოქტეილების შემოტანა ერთგვარი სვლა იყო, იმისთვის, რომ ახალგაზრდები ღვინისკენ „გადმოგვებირებინა“.

სხვადასხვა მუსიკალურ ღონისძიებებზე, სადაც ძირითადად კოქტეილები ისმევა, ჩვენ ჩვენი პროდუქტი ამ სახით შევთავაზეთ. თუ თავიდან ყველა იკანოს კოქტეილების გასინჯვით იწყებდა, შემდეგ უკვე ღვინის ბოთლებს ყიდულობდნენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევძელით მომხმარებლის ქცევის შეცვლა.

როგორია კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობა?

– იკანოს სულისკვეთება ახალგაზრდულია, ის არის შექმნილი თავისუფალი, პროგრესული ადამიანებისთვის. შესაბამისად ჩვენ ხელს ვუწყობთ, სწორედ ამ თაობის განვითარებას, წინსვლას. ახალგაზრდები ხშირად ვატარებთ ექსპერიმენტებს, უმეტესობა შეიძლება წარუმატებელი იყოს, თუმცა ამის გამო არ უნდა გავჩერდეთ. შეიძლება ბევრი გვეუბნებოდეს, რომ ეს არ არის სწორი გზა, მაგრამ მხოლოდ ამ გზით სიარული, შეცდომების დაშვება და სწავლა მოგვიტანს განვითარებას.

იკანო ცდილობს გვერდში დაუდგეს ისეთ ადამიანებს, რომლებსაც არ ეშინიათ ამ რისკზე წასვლის და საბოლოო ჯამში რაღაც ახლის შექმნის, იქნებიან ესენი არტისტები, მეცნიერები, თუ სხვა სფეროს წარმომადგენლები.

რატომ სახელი „იკანო“, კომპანიის მარკეტინგულ სტრატერგიაზე,რომ გვესაუბროთ, როგორ შეიქმნა საზოგადოებისთვის ცნობილი საიმიჯო ვიდეო-რგოლი?

– იკანო იმიტომ, რომ იკანოს უხდება …

რაც შეეხება მარკეტინგულ სტრატეგიას, ისევე როგორც თვითონ ბრენდი, ჩვენი კომუნიკაციაც განსხვავებულია. ვცდილობთ, რომ მომხმარებელს ინდივიდუალურად მივუდგეთ, ამის მაგალითი ჩვენი ფეისბუქის პოსტებზე პასუხის კამპანია იყო.

იკანოს ვიდეო-რგოლის მიზანია ვაჩვენოთ ის,თუ რა ღირებულებებზე დგას ბრენდი. როგორც ზემოთ ვახსენე, იკანო შექმნილია ახალი თაობისთვის, მათთვის ვისაც არ ეშინია განსხვავებული გზით სიარულის, იმის მიუხედავად, რომ ბევრისგან წინააღმდეგობა ხვდებათ. როდესაც იკანო შეიქმნა, მასაც ჰყავდა ბევრი მოწინააღმდეგე, იმ აზრით, რომ ღვინო არ უნდა იყოს ასეთი. ჩვენ არავის ვუპირისპირდებით, უბრალოდ ვამბობთ რომ ჩვენი გზა გვაქვს და ამ გზაზე მარტოები არ ვართ. ზოგისთვის შეიძლება ეს მართლაც არ არის ღვინო, მაგრამ იკანო ღვინოა მათთვის, ვინც ამ გზაზე სიარულით ტკბება.

კომპანიის სამომავლო გეგმების შესახებ,რომ გვიამბოთ, რას გეგმავთ უახლოეს პერიოდში?

– ჯერ-ჯერობით ვმუშაობთ ცნობადობის გაზრდაზე და ვცდილობთ, რომ ჩვენს მომხმარებელს დავხვდეთ ყველგან, სადაც იკანო შეიძლება მოუნდეს. ზაფხული იკანოსთვის მნიშვნელოვანი პერიოდია, ეს არის გართობის და დასვენების დრო, სადაც იკანო აქტიურ როლს თამაშობს.

ამას გარდა, ვმუშაობთ სხვადასხვა პროექტზე, რომლითაც შევეცდებით გარკვეული სიახლეები შემოგთავაზოთ.

ნათია კეკენაძე

ნათია

 

 

 

Share9Tweet6

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

სიახლე ეროვნულ ბიბლიოთეკაში – უკრაინულიბიბლიოთეკა გაიხსნა 

სიახლე ეროვნულ ბიბლიოთეკაში – უკრაინულიბიბლიოთეკა გაიხსნა 

5 years ago
გიგი უგულავას საჩივარი არ დაკმაყოფილდა

გიგი უგულავას საჩივარი არ დაკმაყოფილდა

13 years ago
დააკავეს ცნობილი ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები – კიდევ რა განაცხადეს პროკურატურაში?

დააკავეს ცნობილი ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები – კიდევ რა განაცხადეს პროკურატურაში?

10 months ago
„რამდენიმე დღის წინ მივიღე მეილი, მუსიკალური ანალიტიკის ერთ-ერთი საიტიდან” – ბარბარა სამხარაძე ნომერ პირველ მომღერლად დასახელდა

„რამდენიმე დღის წინ მივიღე მეილი, მუსიკალური ანალიტიკის ერთ-ერთი საიტიდან” – ბარბარა სამხარაძე ნომერ პირველ მომღერლად დასახელდა

2 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by