• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, June 26, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ბერი ერმოლაოსი: „დასავლეთისკენ თუ რუსეთისკენ?“

10 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
ბერი ერმოლაოსის წერილი დედას – „ახარე, დედა, ყველას…“
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ათონში მოღვაწე ქართველი ბერი – ერმოლაოსი საკუთარ ფეისბუკგვერდზე  საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს:

,,ჩემო საყვარელო მეგობრებო!
თითქმის წელიწადია, რაც ჩემი ფეისბუკის გვერდი დავხურე და ამის მიზეზიც იქვე გაცნობეთ. მაშინ ვფიქრობდი, რომ როდისმე ისევ დავბრუნდებოდი, რომ თქვენთვის ჩემი სულიერი ცხოვრების გამოცდილების ახალი დეტალები გამეზიარებინა, მაგრამ, ვფიქრობ, სხვადასხვა მიზეზით, უახლოეს მომავალში ეს არ მოხდება. ამ წერილს კი ვწერ, როგორც ერთგვარ ანდერძს და მასში იმ ერთადერთ საკითხს მინდა შევეხო, რომელსაც აქამდე არასოდეს შევხებივარ – ჩემი სამშობლოს პოლიტიკურ ორიენტაციას. მე კარგად მაქვს გასიგრძეგანებული, რომ ბერი არ უნდა ჩაერიოს პოლიტიკურ საკითხებში და ამაზე მე თავად ბევრჯერ დამიწერია, მაგრამ არის პოლიტიკა ყოფითი, ყოველდღიური და პრაქტიკული და არის პოლიტიკა ფუნდამენტალური, ერის სასიცოცხლო ინტერესების განმსაზღვრელი. თუ პირველში ჩარევა ბერის სულიერ განვითარებას მართლაც დიდ ზიანს მიაყენებს, მეორეში ჩაურევლება მას საკუთარ ფესვებს მოგლეჯილ, საკუთარ ეგოში ჩაკეტილ გულგრილ ადამიანად აქცევს. როცა ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესმა მოითხოვა, ბერად აღკვეცილმა თორნიკე ერისთავმა ანაფორა გაიხადა და აბჯარი აისხა; როცა სამშობლოს განადგურების რეალური საფრთხე დაემუქრა, ბერმა თევდორემ მტერს გზა აუბნია; როცა ქართული ჯარი მტრის მოსაგერიებლად იკრიბებოდა, მეწინავეთა რიგებში ბერები ყოველთვის იდგნენ. ჩვენი ერის ისტორიული ბედის სპეციფიურობა ითხოვდა ბერებისგან სამშობლოს სიყვარულის ასეთი უკიდურესი ფორმით გამოვლინების აუცილებლობას.

მე მგონია, რომ დღეს ჩვენი ერი სწორედ ისეთი საბედისწერო ისტორიული არჩევანის წინაშე დგას, რომ განზე დგომის ფუფუნების უფლება არავის აქვს. არჩევანი კი მართლაც საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს და არასწორმა პოზიციამ ჩვენი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხიც შეიძლება დააყენოს. მხედველობაში მაქვს საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი: დასავლეთისკენ თუ რუსეთისკენ? ჩემი ასეთი შეშფოთების მიზეზი კი ის უნებლიე დაკვირვებაა, რომელიც ჩემი 15 წელი ათონზე ცხოვრების განმავლობაში საქართველოდან ათონზე მოსულ მომლოცველებთან (რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა სასულიერო პირია) ურთიერთობისას მათთან საუბარში გამოიკვეთა. საქმე იმაშია, რომ სულ უფრო იზრდება რუსეთისადმი მათი პოზიტიური დამოკიდებულება და, პირიქით, რაც დრო გადის, მეტია ევროპული ფასეულობებისა და კულტურის ნეგატიური შეფასება.

მე ძალიან მწყდება ამაზე გული, რომ სწორედ ჩვენი ეკლესიის ზოგიერთი წევრია საზოგადოებაში ასეთი განწყობის მხარდამჭერი. ნუთუ დაგვავიწყდა, ვინ დაარღვია უხეშად გეორგიევსკის ტრაქტატი და მოსპო ქართული სახელმწიფოებრიობა? ვინ გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია? ეკლესია-მონასტრების რუსიფიკაციის გზით ვინ გაგვიჩანაგა ბერ-მონასტრული ცხოვრება? ვინ დახოცა ჩვენი ეკლესიის ათასობით მსახური დასახვრეტ პოლიგონებზე თუ გულაგის ბანაკებში? ვინ წააქეზა ჩვენს წიანაღმდეგ და სამტროდ გადაგვკიდა ჩვენი ძმები აფხაზები და ოსები? ვინ წაგვართვა ჩვენი მიწაწყლის 1/3 და ნახევარ მილიონზე მეტი ქართველი ლტოლვილად აქცია საკუთარ სამშობლოში? ვინ გვიპირებდა ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის წართმევას? სასანგრე ბარებით ვინ დახოცა 9 აპრილს ჩვენი დები და დედები? ამ კითხვებზე პასუხი ყველამ იცის და ის მხოლოდ ერთია – რუსეთის იმპერიამ. ამიტომ ჩემთვის ყოვლად გასაოცარია ქართველი ადამიანის და, განსაკუთრებით, სასულიერო პირის სიმპათია მთელი ცივილიზირებული მსოფლიოს მიერ ბოროტების იმპერიად აღიარებული სახელწიფოს მიმართ. ეს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის დავიწყება და საქართველოს დამოუკიდებლობითვის მებრძოლ გმირთა ხსოვნის შეურაცხყოფაა; ეს ჩვენი დიადი მეფის დავით აღმაშენებლის ძალისხმევის იგნორირებაა, რომელმაც სწორედ ევროპელი მოლაშქრეები გაიხადა მოკავშირედ აღმოსავლეთის ურდოებისგან საქართველოს გათავისუფლებისათვის ბრძოლაში; ეს რუსთაველის მსოფლხედველობის უარყოფაა, რომელმაც ევროპაში თითქმის პირველთაგანმა ლიტერატურაში დაააფიქსირა ჰუმანისტური იდეები; ეს სულხან-საბას მისიის შეურაცხყოფაა, რომელიც დასავლეთ ევროპის მონარქთაგან მოელოდა შველას; ეს დიდი ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის სრული იგნორირებაა, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა და თვით სიცოცხლეც შესწირა საქართველოში ევროპული კულტურის დამკვიდრების საქმეს; ეს მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ხსოვნის შეურაცხყოფაა, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს რუსეთის იმპერიის კლანჭებიდან საქართველოს გამოხსნას. ეს სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების ღალატი. და რა უსუსურია ამ პოზიციის მქონე პირთა მთავარი არგუმენტი, რომელიც რუსული სპეცსამსახურების მიერ იქნა შემოგდებული კონსერვატიულად განწყობილ პირთა ანკესზე წამოსაგებად, რომ თითქოს დასავლური კულტურა მანკიერებათა იდეალიზაციის და გაღმერთების გზას ადგას და ამიტომ მიუღებელია ტრადიციული საზოგადოებებისთვის. ეს სრული სიცრუეა! დიახ, დასავლური კულტურა შემწყნარებლურად ეკიდება ადამიანის სისუსტეებს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ, როგორც უფალი, პატივს სცემს ადამიანის თავისუფლებას, როგორც ქრისტე ცდილობს არ განსაჯოს ის და თავად ადამიანს დაუტოვოს შესაძლებლობა გააკეთოს სწორი არჩევანი. დიახ, ეს პროცესი არ არის დაზღვეული უკიდურესობებისგან, გადახვევებისგან და ბოროტად გამოყენებისგან, მაგრამ ის გაცილებით პროგრესიულია, ვიდრე ადამიანზე უხეში ძალადობა და სასტიკი რეპრესია.

არც ის არგუმენტია ანგარიშგასაწევი, რომ ჩვენ არავის ვჭირდებით ევროპაში. დიახ, ჩვენ არ მიგვიღებენ არსად, არც ევროკავშირში და არც ნატოში, სანამ ყველანი არ გავერთიანდებით ევროპული ფასეულობების ირგვლივ, სანამ არ ვისწავლით ადამიანის უფლებების პატივისცემას, სანამ არ ავაშენებთ დემოკრატიულ, თითოელ ადამიანზე ორიენტირებულ სამოქალაქო სახელმწიფოს, სანამ არ დავამკვიდრებთ დასავლურ პოლიტიკურ კულტურას, სანამ არ დავძლევთ კლანურობას, და ნათესაურ-მაფიურ პრიორიტეტებს ნებისმიერ საქმიანობაში, სანამ არ მოვიშორებთ კორუფციის მომაკვდინებელ სენს, სანამ არ მოვიხდით დიპლომომანიის, და არაპროფესიანალიზმის სახადს, სანამ კონკურენცია, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ სფეროში არ იქნება ღია და გამჭვირვალე, სანამ ახალგაზრდობას არ მივცემთ საშუალებას დაბრკოლებების გარეშე იაროს საგანმანათლებლო, თუ სამსახურებრივ კიბეზე.

ის, ვისაც ჯერჯერობით ჩვენი სახელიც გაგონებაც კი არ სურს, დემოკრატიისა და ევროპული ფასეულობებისკენ ჩვენი თანმიმდევრული და ჯიუტი მისწრაფების შედეგად, ბოლოს მაინც იძულებული იქნება გაგვიღოს ევროპული თანამეგობრობის კარი და გვაღიაროს თანასწორ პარტნიორად, ხოლო ის, ვინც მზად არის ახლავე ჩაგვიხუტოს, უეჭველად დაგვახრჩობს თავის იმპერიულ ბრჭყალებში.

მე ვერავინ დამაბრალებს რუსოფობიას, ალბათ, ჩემ გარდა იშვიათია სხვა ისეთი უცხოელი, რომელსაც ისე გულწრფელად უყვარდეს უბრალო რუსი ხალხი, რუსული კულტურა და რუსული სულიერება, როგორც მე. მაგრამ მე, როგორც მთელი პროგრესული მსოფლიო, აშკარად ვხედავ, რომ დღეს რუსი ხალხი დაავადებულია იმპერიალიზმისა და რევანშიზმის საშინელი სენით, რომ რუსული პილიტიკური ელიტა ბოროტად სარგებლობს საკუთარი ხალხის ამ დაავადებით. და ყველამ უნდა ვევედროთ ღმერთს, რომ რუსი ხალხის ამ მომაკვდინებელი სენისან განსაკურნებლად იგივე ღონისძიება არ გახდეს საჭირო, რაც გერმანელ ერს დასჭირდა მეორე მსოფლიო ომში. ამიტომ ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანის ვალია, ვინც არ უნდა იყოს ის – ლიბერალი, თუ კონსერვატორი, ზომიერი თუ ინდიფერენტული, დაიკავოს ცალსახად მამხილებელი პოზიცია და უთხრას -არა! – ბოროტების იმპერიის აღორძინებას.

ათონის წმ. მთა, 17.06.2016.”

ნატალია ჯალაღონია

ShareTweet

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

ძვირფასი ლითონების ექსპერტი: ბოლო წლებია,  ძვირფას ლითონებზე ფასის მატებაა

ძვირფასი ლითონების ექსპერტი: ბოლო წლებია, ძვირფას ლითონებზე ფასის მატებაა

6 years ago
„სოფლის მეურნეობის მიმართულებით სხვადასხვა პროექტების დაფინანსება მომავალ წელსაც გაგრძელდება“ – ლევან დავითაშვილი

„სოფლის მეურნეობის მიმართულებით სხვადასხვა პროექტების დაფინანსება მომავალ წელსაც გაგრძელდება“ – ლევან დავითაშვილი

8 years ago
„თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში 6, 7 და 8 ივლისს კულტურულ-სპორტული ღონისძიებები გაიმართება

„თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში 6, 7 და 8 ივლისს კულტურულ-სპორტული ღონისძიებები გაიმართება

8 years ago
“წინასაარჩევნოდ “რესპუბლიკური პარტია” არცერთ პოლიტიკურ ძალასთან არ გეგმავს გაერთიანებას”

თამარ კორძაია: ხელისუფლებას უნდა დაიკანონოს, რომ თვითონ მოგვისმინოს როცა მოუნდება

9 years ago

ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა
ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026

თელავში, მართვის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების დროს, 43 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს საგამოცდო პროცესის დროს გული გაუჩერდა. მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო...

მეტის ნახვაDetails
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026
  • „მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია 06/25/2026
  • საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს 06/23/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by