• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ლომისობა – უძველესი ქართული სატაძრო დღესასწაული

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
ლომისობა – უძველესი ქართული სატაძრო დღესასწაული
28
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სოფელი მლეთა, დუშეთში ზღვის დონიდან 1680 მ სიმაღლეზე მდებარეობს.  ლომისის წმინდა გიორგის ტაძრი  სოფლის დიდ სიწმინდეს წარმოადგენს. ტაძარი ქსნისა და არგვის წყალგამყოფი ქედის უღელტეხილზე, სოფელ ქვემო მლეთის სამხრეთით, 6–7 კმ–ში, ქედზე მდებარეობს. ლომისობა აღდგომის მე-7 კვირის ოთხშაბათს იმართება და განსაკუთრებული ხალხმრავლობით გამოირჩევა.

„თბილისი თაიმსი“  კასპის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარ მღვდელ ანდრია მიდოდაშვილთან ერთად ლომისობის დღესასწაულის  აღნიშვნის ტრადიციებს, ტაძრის აგების ისტორიასა და სხვა  მნიშვნელოვან საკითხებს მიმოიხილავს.

მამა ანდრია მიდოდაშვილიუძველესი ადრექრისტიანული ხანის ქართული სატაძრო დღესასწაული, ასე იწოდება წყაროებში ლომისობა.მთიულებს დიდი რწმენა ჰქონდათ ალისფერ ცხენზე მჯდარი ლომისის წმინდა გიორგისა.

„ეს ერთ-ერთი  საერო-რელიგიური დღესასწაულია, რადგან მასში მონაწილეობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ორიენტირებულნი არიან ქრისტიანობაზე, მაგრამ არ ცხოვრობენ აქტიური რელიგიური ცხოვრებით, არ არიან  აღმსარებელნი, მაზაიარებელნი  და ა.შ. როგორც უფალმა ბრძანა, „რომელი ჩვენ მტერ არ არს, იგი ჩვენდა კერძო არს“…  საერო-რელიგიური დღესასწაული საეკლესიო დღესასწაულებისგან  იმით განსხვავდება , რომ საეკლესიო დღესასწაულებში მონაწილეობენ ადამიანები, რომლებიც ქრისტიანულ მოძღვრებასთან მეტ-ნაკლებად ნაზიარები არიან და ამდენად გასიგრძეგანებული  არ აქვთ მათი  სულისთვის ამ დღესასწაულის მნიშვნელობა. ჩამოყალიბებული  არ აქვთ რელიგიური განცდები. 

ლომისა არაგვისა და ქსნის ხეობის საერთო სალოცავია. მდებარეობაც კი კარგად არის ღმერთის მიერ წინასწარ  დანახული და  ჩვენზე „მორგებული“. სერიოზული შრომა უნდა გაწიო აქ  რომ  ახვიდე, რთული მისასვლელია, მაგრამ არც ისეთი ადამიანის შესაძლებლობებს აღემატებოდეს. სამწუხაროდ, ამქვეყნად რაც კი ლამაზი ადგილია  დატოვებული გვაქვს. ჩვენ მთებს მაღლიდან კი არ გადმოვცქერით,  ჩვენი სული ამ სათნოებებით კი არ ივსება, არამედ პირიქით, მთები გადმოგვცქერიან. ლომისას ადგილმდებარეობაც კი ისეთ  რეზონანსულ განწყობას  იწვევს კაცის სულში, რომ ეკლესიაში ასულს ღმერთთან შეხვედრის რეალური განცდა ეუფლება.“- მამა ანდრია მიდოდაშვილი

„ლომისა“ წინარექრისტიანული ღვთაება იყო მთიულეთში. სახელწოდებას ხალხურ გადმოცემათა ტრადიცია ლომა ხარს უკავშირებს. ხარის კულტი ჩვენში უძველესი დროიდან იყო ცნობილი. იგი მიწათმოქმედების ფუძემდებლად მიიჩნეოდა. ლეგენდებისა და რიტუალების თანახმად, ლომისა მონადირე, მხედარი ღვთაება იყო. მთის გაქრისტიანების შემდეგ მთვარის ტაძრის ადგილზე ქრისტიანული ეკლესია აუგიათ. წარმართული კულტის ნიშნები კი წმ. გიორგის დაუკავშირდა. იგი მეომარია, ქრისტეს მხედარი. ამავე დროს, ხარი, როგორც ცნობილია, მისი ერთ-ერთი სახე-სიმბოლოა.

მამა ანდრია -„ლომისობა უკავშირდება წმ. გიორგის სახელს. ადამიანები,რომლებიც ქრისტიანობის სიიღრმეეებს ნაზიარები არ არიან, ქრისტეს სავალი გზის საწყისზე იმყოფებიან  წმ. გიორგის ხატება უფრო ადვილი „გასაგები“ და „მისაღებია“, ვიდრე თავად  ქრისტე „ჯვარცმული“. წმ. გიორგის  ბოროტებასთან  აქტიურ მებრძოლად აღიქვამენ, რადგან სწორედ მან  განგმირა  გველეშაპი შუბით.   ადამიანის ცნობიერების ამ ეტაპზე თვალი თვალის წილ , კბილი კბილის წილ უფრო მოქმედებს, ვიდრე გიყვარდეს „მტერნი თქვენი“. ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქართველს წმ. გიორგის სიყვარული გასიგრძეგანებული და შესისხლხორცებული აქვს.  როგორც ქართველთა გვერდით მებრძოლის, რაც თაობიდან თაობას გადეცემა. ამდენად წმ. გიორგის სიყვარული განაპირობებს ლომისობის დღესასწაულზე ასეთ ხალხმრავლობას.“

ძველად, ამ დღეს მლეთაში მლოცველები მთელი აღმოსავლეთ საქართველოდან იკრიბებოდნენ. დეკანოზები გამოასვენებდნენ დროშას და “ფერხისას” სიმღერით აიტანდნენ მთაზე, სადაც იმართებოდა დღეობა შესაწირავით. ლომისას სახით თაყვანს სცემდნენ საწინამძღვრო ჯვარს, რომელიც ტარზე იყო დამაგრებული და ოთხსავე ბოლოზე სოლარული სიმბოლოები — ბურთები ჰქონდა მიმაგრებული. თავდაპირველად აქ ხევისბერები ცენტრალურ ფუნქციას ასრულებდნენ და სასულიერო პირებს მსახურების ჩატარების უფლება არ ეძლეოდათ, მხოლოდ  90-იანი წლების შემდეგ განახლდა წირვა-ლოცვა.

„ნუ აღვიქვამთ დეკანოზებსა და სასულიერო პირებს დაპირისპირებულ მხარეებად,  რადგან ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც ქრიტიანობის დევნილობის ეპოქაში, როდესაც „ჟამი აღარ შეიწირს“ და „ლოცვა აღარ აღევლინების“,  შუამავლის ფუნქციას ასრულებდნენ  ღმერთსა და ადამიანს შორის.  რა თქმა უნდა, მთელი სისავსით და სრულყოფილებით  ვერ აღასრულებდნენ მსახურებას, მაგრამ ეს ადამიანები  ხალხისთვის ქრისტესაკენ, სალოცავისკენ მომწოდებლები, ჯვრის გამომბრძანებლები არიან.“-მამა ანდრია მიდოდაშვილი

ლომისობა

ლომისის წმინდა გიორგის ტაძრის აგების რამდენიმე ვერსია არსებობს, ლეგენდა, რომელიც მისტიურ ბურუსშია გახვეული მოგვითხრობს: XIII საუკუნეში ჩვენს სამშობლოს ხვარაზმელების ლაშქარი შემოესია. მტერმა მაშინ არაგვის ხეობაც დაარბია და 7000 არაგველი ტყვედ წაასხა. ტყვეებს თან მთიულეთის მთავარი სიწმინდე – გზოვანის წმინდა გიორგის ხატი წაუღიათ. გადმოცემით, ამ ძლიერ ხატს ხვარაზმელთა (ხორასნელთა) მხარე „შეუკრავს“: დედამიწას ნაყოფი აღარ გამოუღია, ადამიანი და საქონელი გაბერწებულა. თავზარდაცემულ სულთანს მისნები მოუხმია. მათ მოუხსენებიათ, უბედურების მიზეზი გურჯისტანის ხატიაო. სულთანს მისი დაწვა უბრძანებია. ხატი საკირეში ჩაუგდიათ, მაგრამ იქიდან უვნებლად ამობრწყინებულა და იქვე მოვლენილი თეთრი ხარის რქაზე დაბრძანებულა. ხარი და ხატი მანამ არ დაძრულან ადგილიდან, სანამ სულთანს ყველა ტყვე არ გაუთავისუფლებია.   ხატიანი ხარი 7000 ქართველის თანხლებით სამშობლოსკენ დაძრულა. გზად, სადაც კი ხარს შეუსვენია, ხალხს ყველგან ნიში აუგია. ხატი ბოლოს მლეთის მთაზე დამკვიდრებულა, სადაც ახლა სალოცავია.

მეორე ვერსია უფრო რეალურ სურათს გვიხატავს: შავშეთიდან შუა აზიაში ქართველი მეომარი ყოფილა სალაშქროდ წასული, სადაც  ლომს დაუკბენია. სამშობლოში მომაკვდავი ჩამოუყვანიათ. მის დას აღთქმა დაუდია, თუ მისი ძმა გამოჯამრთელდებოდა ყველაზე მძიმე რაც ჰქონდათ ოჯახში მას აიტანდა და შეწირავდა წმ. გირგის სალოცავს. ქალს ჯაჭვი, რომელიც ახლა ლომისაშია ქედზე დაუდგამს და შეუწირავს. მეომარი მართლაც გამოჯამრთელებულა.

როგორც მამა ანდრიამ გვითხრა ჯაჭვს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და ღმერთთან მიახლების ერთ-ერთი საშუალებაა. ასევე იმ ისტორიის გამეორება, რაც წლების წინ ქართველ მეომარს გადახდა და ნაწილობრივ მიღება იმ მადლის, რწმენის,  სიყვარულის,  რაც მეომრის დას გააჩნდა. ტაძარში ახლაც ინახება საყელურიანი დიდი რკინის ჯაჭვი. ვისაც აღთქმა აქვს დადებული ან აღთქმის დადება უნდა, ანდა რაიმეს ევედრება წმინდანს, ამ ჯაჭვს კისერზე იდებს და ტაძარს სამგზის შემოუვლის ლოცვით.

დღეს არსებული ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია IX-X საუკუნეებს განეკუთვნება.  ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია. ამჟამად ნახევრად მიწაში და ნანგრევებშია ჩამჯდარი. გადაკეთებულია მრავალჯერ, რის გამოც ინტერიერი მნიშვნელოვნად სახეშეცვლილია. ლომისის სალოცავი წილკნისა და დუშეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. რამდენიმე წელია აქ სამონასტრო ცხოვრება განახლდა, სადაც ასკეტურ ცხოვრებას ეწევიან მამები.

ლომისობის დღესასწაულზე უკავშირდება კიდევ ერთი ტარდიცია- წმინდა გიორგის სალოცავითვის საკლავის შეწირვა. რის გამოც ბოლო დროს ამ დღესასწაულის აღნიშვნის აკრძალვას მოითხოვენ ცხოველთა დამცველები.

მამა ანდრია- „ეს არის აბრამის მსხვერპლ შეწირვის გამეორება. ღმრთისთვის ყველაზე მეტად ძვირფასია თითოეული ადამიანის სული, ვიდრე მთელი დანარჩენი სამყარო. ესე არს ადამიანების მიერ  გაღებული მსხვერპლი და  ღემერთი იწირავს  მას. ცხვარს კი არა ,მთელს სამყაროს შეიწირავს თითოეული ადამიანისთვის. ესე ტრადიციად არის ქცეული-იღვრება მსხვერპლშეწირვის სისხლი იმ ადამიანებისგან,  რომლებიც ჯერ კიდევ მოდიან წარმართობიდან ქრიტიანობამდე. მათთვის ეს გასაკეთებელია, მათ მიერ ეს აღსასრულებელია. სხვა არიან ადამიანები, რომლებიც ქრისტესთან მიახლოვებულნი არიან და აღავლენენ უსისხლო მსხვერპლს.  ჩვენ იმ ხალხს ვინც ცხვარს კლავს ვერ ავუკრძალავთ ამის გაკეთებას.“

 სოფელ მლეთაში წმინდა გიორგის სახელწოდების ეკლესიაში დაცული აღმოჩნდა დიდი რაოდენობის ჭედური ხელოვნების ნიმუშები, რომელთაც გარკვეული ისტორიული მნიშვნელობა აქვთ.ესენია:

– წინგასაძღოლი ვერცხლის ჯვარი, ზომა 44 X 39 სმ., ჯვრის პირზე ცენტრში წმინდა გიორგის გამოსახულებაა, შუბით და ფარით ხელში, ზედა მკლავზე ,მრგვალ ნაწილში ღვთისმშობელია გამოსახული, მის ქვევით ღვთისმშობელი ყრმით.

– წინგასაძღოლი ჯვარი ზომით 98X65 სმ., მოოქროვილი ჯვრის პირი დაფარულია რელიეფური ჭედური კომპოზიციებით; შუა ტანზე მოცემულია ჯვარცმის კომპოზიცია. ვერტიკალურად ზემოდან ქვევით, წმინდა გიორგის გამოსახულებაა ცხენზე მჯდარი, შუბით გველეშაპს კლავს.

– სამწერობელი – ზომით 37,5X28,10. ვერცხლის. მის ოთხ მკლავზე განაწილებულია მახარობელთა სიმბოლური გამოსახულებები სახარებებით. მშვენივრად არის განაწილებული ექვსფრთიანი ანგელოზის ფრთები სამწერობელის ტოლ მკლავებზე, მთლიანად კი იგი დაფარულია XVI  საუკუნის აღმოსავლური ჭედური სკოლისათვის დამახასიათებელი რელიეფური ორნამენტით.

სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

Share11Tweet7

ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს
ახალი ამბები

შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს

09/21/2026
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო –  ორგანიზაციებმა თუ კერძო პირებმა, სხვადასხვა მომსახურებაში უმეტესად უარი თქვეს ჰონორარსა თუ ხელფასზე
ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო – ორგანიზაციებმა თუ კერძო პირებმა, სხვადასხვა მომსახურებაში უმეტესად უარი თქვეს ჰონორარსა თუ ხელფასზე

09/16/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს
ახალი ამბები

შიო მესამე: გილოცავთ საეკლესიო ახალი წლის და ახალი სასწავლო წლის დაწყებას. სწავლა არის მძიმე შრომა, მოითხოვს დიდ ძალისხმევას და ნებისყოფას, ამიტომ ხშირად უნდა ვევედროთ უფალს, რომ გაგვინათოს გონება და მოგვცეს სიბრძნე

09/14/2026
შიო მესამე: ხშირად უნდა მოვწყდეთ მიწიურ მიჯაჭვულობას და აღვაპყროთ გონება წმინდანებისკენ, მათ ვთხოვოთ შეწევნა, რაც უფრო ხშირად გავაკეთებთ ამას, მეტად მივიღებთ მადლიან შეწევნას, დახმარებას
ახალი ამბები

შიო მესამე: ხშირად უნდა მოვწყდეთ მიწიურ მიჯაჭვულობას და აღვაპყროთ გონება წმინდანებისკენ, მათ ვთხოვოთ შეწევნა, რაც უფრო ხშირად გავაკეთებთ ამას, მეტად მივიღებთ მადლიან შეწევნას, დახმარებას

09/14/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს
ახალი ამბები

14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს

09/14/2026

საინტერესო

წინააღმდეგი ვარ, რომ სკოლებზე ადრე რესტორნები გაიხსნას: გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე – ერთ შემთხვევაში უფრო იკვეთება, რომ შესაძლოა, იყოს რეინფიცირება, თუმცა ჯერ დადასტურებული არ არის

6 years ago
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

10 months ago
თბილისის მერი დავით ნარმანია სამუშაო ვიზიტით პორტუგალიაში გაემგზავრა

თბილისის მერი დავით ნარმანია სამუშაო ვიზიტით პორტუგალიაში გაემგზავრა

12 years ago
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოქალაქეებს მიმართავს

საგარეო დაზვერვის სამსახური სუს-ს უერთდება

9 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by