• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, October 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“მნიშვნელოვანია, შეიქმნას ერთიანი სივრცე, რათა სახელმწიფო გახდეს უფრო მეტად სერვისებზე ორიენტირებული”

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

კვირიკასაქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ფარგლებში, ერთიანი ბიზნესმომსახურების სივრცე იქმნება. განკარგულების პროექტს „ერთიანი ბიზნესმომსახურების სივრცის შექმნისა და განვითარების სტრატეგიის“ შესახებ, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.

სტრატეგიის დამტკიცებასთან ერთად, იქმნება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს. ჯგუფის მუშაობაში აქტიურად იქნება ჩართული იუსტიციის სამინისტრო.

ოთხპუნქტიანი რეფორმების პაკეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ერთიანი ბიზნესმომსახურების სივრცის შექმნა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რეფორმების გამოცხადების დღიდან, აღწერილია 500-ზე მეტი მომსახურება და შედგენილია იმ მომსახურებების სრული ნუსხა, რომელსაც კერძო სექტორი მთავრობის მხრიდან იღებს.

„ახლა მნიშვნელოვანია, შეიქმნას ერთიანი, როგორც ფიზიკური, ისე ციფრული სივრცე, რათა ეს მომსახურებები იქნას მაქსიმალურად ეფექტიანად მიწოდებული, სახელმწიფო გახდეს უფრო მეტად სერვისებზე ორიენტირებული. რა თქმა უნდა, ამის მიზანია ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად მომხიბლავი ბიზნესგარემოს შექმნა ამ მიმართულებით მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რათა კიდევ უფრო შემცირდეს, მათ შორის, კორუფციის რისკებიც, ამ სერვისების მიწოდების დროს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და ჩვენ  ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ ამ მიმართულებაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის მიმდინარეობაზე ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, პროგრამა მუშაობს და არაერთი მიმართულებით, უკვე დადებულია ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი.

„ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით, საგადასახადო ლიბერალიზაციის პაკეტი დამტკიცებულია პარლამენტის მხრიდან; საგადასახადო ადმინისტრირების მიმართულებით, ფუნდამენტური რეფორმები დაიწყო და ხორციელდება; განათლების რეფორმის მიმართულებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი გეგმები. სანდრო ჯეჯელავას, უახლოეს მომავალში დაგეგმილი აქვს სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია. სივრცითი განვითარების მიმართულებით, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ – ჩართულია ყველა უწყება, პირველ რიგში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ვმუშაობთ პროექტების დაჩქარების გეგმაზე, ძალიან ბევრი პროექტი უკვე გამოცხადდა ერთიან პაკეტად. მომავალი წლიდან, ჩვენ ერთიანი ფრონტი გვექნება გახსნილი მთელი საქართველოს მასშტაბით და ვფიქრობთ, ეს გარღვევას მოიტანს, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ჩართულობის გაზრდისა და მმართველობითი რეფორმის მიმართულებით.

პრემიერმა ისაუბრა ინვესტორთა საბჭოზე, როგორც მნიშვნელოვან პლატფორმაზე, სადაც იხილება ყველა მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმა, რათა, კერძო სექტორისთვის ნებისმიერი სიურპრიზი თავიდან იქნას აცილებული.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, უახლოეს მომავალში მმართველობითი რეფორმის ახალი ეტაპის პრეზენტაცია იგეგმება, რომელიც ბიუჯეტირების პრინციპულად განსხვავებულ, ახალ ფორმატს გულისხმობს.

„უზრუნველყოფილი იქნება თითოეული ჩვენი მოქალაქის ჩართულობა ბიუჯეტირების პროცესში. ამ პროექტზე ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩართულობის გაზრდის კუთხით. ოთხპუნქტიანი პროგრამა მუშაობს, ბევრი ნაბიჯი უკვე გადადგმულია და კიდევ უფრო ამბიციური ნაბიჯებია დაგეგმილი. ვფიქრობთ, ამ პროგრამის მეშვეობით, განვითარება მნიშვნელოვნად დაჩქარდება და მნიშვნელოვანი გარღვევა მოხდება ეკონომიკური განვითარების არაერთი მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

ენერგო-პრო ჯორჯია სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამას იწყებს

ენერგო-პრო ჯორჯია სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამას იწყებს

8 years ago

გივი თარგამაძე კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს

10 years ago
“ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი საქართველოს მონაკვეთზე, პრაქტიკულად, დასრულებულია”

“111 პუნქტია გახსნილი, სადაც მობილიზებულია შესაბამისი თოვლმწმენდი ტექნიკა და ტექნიკური მარილის მარაგი”

11 years ago
საქართველოში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე 80 000-მდე ადამიანია

საქართველოში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე 80 000-მდე ადამიანია

7 years ago

ახალი ამბები

„უფლის წყალობით, ოპერაციას გადავრჩით!“ – ცნობილია, როდის დაბრუნდება ბექაური
ახალი ამბები

„უფლის წყალობით, ოპერაციას გადავრჩით!“ – ცნობილია, როდის დაბრუნდება ბექაური

10/28/2026

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური ბაქოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული ტრავმის გამო ოპერაციას გადაურჩა. ამის შესახებ ძიუდოისტი სოციალურ ქსელში წერს....

მეტის ნახვაDetails
“გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს“ – ცნობილი ხდება ძმის ქორწილში მოკლული 25 წლის ბიჭის ვინაობა და ახალი დეტალები

დააკავეს პირი, რომელმაც ახალგაზრდა ბიჭი ძმის ქორწილში მოკლა

10/28/2026
ქუთაისში 5 წლის ბავშვი აპენდიციტის ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა

ქუთაისში 5 წლის ბავშვი აპენდიციტის ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა

10/28/2026
ლოცვა „ბარაქის ღვთისმშობლის“ წინაშე – 28 ოქტომბერს ამ ხატის დღესასწაულია

ლოცვა „ბარაქის ღვთისმშობლის“ წინაშე – 28 ოქტომბერს ამ ხატის დღესასწაულია

10/28/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „უფლის წყალობით, ოპერაციას გადავრჩით!“ – ცნობილია, როდის დაბრუნდება ბექაური 10/28/2026
  • დააკავეს პირი, რომელმაც ახალგაზრდა ბიჭი ძმის ქორწილში მოკლა 10/28/2026
  • ქუთაისში 5 წლის ბავშვი აპენდიციტის ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა 10/28/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by