• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, June 27, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რა უნდა გავითვალისწინოთ მცირეწლოვანთა ზიარებისას?!

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
რა უნდა გავითვალისწინოთ მცირეწლოვანთა ზიარებისას?!
10
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ზიარება ახალი აღთქმის ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლოა, რომელიც თავად უფალმა იესო ქრისტემ დაადგინა საიდუმლო სერობისას. იგი  სიმბოლურად გამოხატავს მორწმუნეთა მიერ ქრისტესადმი სამადლობელო, უსისხლო მსხვერპლს. მართლმადიდებლური სწავლებით სულიერად ადამიანი იკვებება ზიარების მიღებით. როგორც კირილე იერუსალიმელი ამბობს მაზიარებელი ხდება „ქრისტეს თანამესხეულე და თანამესისხლე“… ევქარისტიული კურთხევისას პური და ღვინო გარდაიქმნება ქრისტეს სისხლად და ხორცად, მსგავსად იმისა, როგორც გალილეის კანას ქორწილში წყალი ისეოს კურთხევით სასწაულებრივად გადაიქცა ღვინოდ. წმინდა მამები ასევე აკურთხებენ მორწმუნეებს , რომ ხშირად ეზიარონ რადგან არ მოაკლდნენ ამ უდიდეს წყალობას.  ხშირად მაზიარებელი ადამიანი მუდმივად მუშოაბს საუთარ თავზე,  თავის შეცნობას, ცოდვებისგან განრიდებას და სინანულს ეძიებს, „მხოლოდ ეცადეთ ყოველმხრივ მოემზადოთ როგორც საჭიროა და შიშით, ძრწოლით, სარწმუნოებით, შემუსვრილებითა და სინანულის გრძნობით ეზიაროთ.“-ამბობს წმ. თეოფანე დაყუდებული.

როგორ უნდა მოვემზადოთ ზიარებისთვის? რა უნდა გავითვალისწინოთ მცირეწლოვანთა ზიარებისას? როდის შეიძლება გვექცეს ზიარება სასჯელად? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე  თბილისის წმ. მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარის მღვდელმსახური, მღვდელი  ბასილ მურმანიშვილი გვესაუბრება. „თბილისი თაიმსი“ გთავაზობთ ინტერვიუს მასთან:

ბასილ მურმანიშვილიმამა ბასილ, რა არის  ზიარების საიდუმლო, რა მნიშვნელობის მატარებელია ის მართლმადიდებლობაში?

– ზიარება თავად ქრისტეს მიერაა დაწესებული. ეს არის გაგრძელება იმ მსახურებისა, რაც უფალმა 2000 წლის წინ პირველად სწორედ  თავად აღასრულა და დაგვიბარა: ”ამას ყოველთვის აკეთებდეთ ჩემს მოსახსენებლად”… სახარებიდან ვიცით, რომ ჯვარცმამდე რამდენიმე დღით ადრე,  დიდ ხუთშაბათს  იესო ქრისტემ საიდუმლო  სერობა გაუმართა მოციქულებს- აიღო პური, აკურთხა, გატეხა, მოწაფეებს საჭმელად მისცა და უთხრა: „ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის მიცემული, ამას ჰყოფდეთ მოსახსენებელად ჩემდა“ (ლუკ. 22, 19), – შემდეგ აიღო სასმისი, მისცა მათ და უთხრა: „სუთ ამისაგან ყოველთა: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისა, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა“ (მათ. 26, 27-28).

უფლის სიტყვები ცხადყოფს, რომ ზიარების საიდუმლო ცოდვების მისატევებლად არის დაწესებული, რათა გავძლიერდეთ სარწმუნოებაში, სათნოებაში, თავმდაბლობაში, სიყვარულში, ლოცვასა და მარხვაში… ზიარება არის წამალი, რომელიც გვჭირდება, რათა ამაოებისგან გამოვიხსნათ საკუთარი სული და ღმერთს შევუერთდეთ. ეს არის მთელი ჩვენი სარწმუნოების ცენტრი. წირვის დროს  პური და ღვინო გარდაისახება იესო ქრისტეს სისხლად და ხორცად.

მამაო, ვიცით, რომ ლიტურგიკული კურთხევისას პური და ღვინო ქრისტეს სისხლად და ხორცად გარდაიქმენება, როგორ უნდა გავიგოთ ეს ცვლილება, როდესაც ხილულად ის უცვლელი რჩება და ბარძიმთან მისულები ვიღებთ ღვინოს და პურს?

– გარეგნულად პური რჩება პურად და ღვინო რჩება ღვინოდ, მაგრამ არსობრივად ეს არის ხორცი და სისხლი. ამას ხილულად დავინახავთ თუ არა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მაზიარებელი ამას გრძნობს, იგებს საკუთარ თავზე გამოცდილებით. როცა  ეზიარები სხვანაირი განცდა გაქვს,  რომელიც აქამდე არ  გქონია; სხვანაირად ახლოს ხარ უფალთან; მეტად გულმხურვალე ხარ.

თუმცაღა ეკლესიაში ყოფილა იმის მაგალითები, როდესაც უფალმა მოუვლინა სასწაული სასულიერო პირებს და დაანახა ევქარისტიული კურთხევის დროს სისხლი და ხორცი, რაც სანახავად საკმაოდ მძიმე იყო.

როგორ უნდა ემზადებოდეს ზიარებისთვის მორწმუნე და რა ეტაპებისგან შედგება ეს სამზადისი?

– დღეს, 21-ე საუკუნეში, როცა უამრავი საცდურია, განსაცდელია, მოძალებულია ყველაფერი ამაო და ამსოფლიური, მნიშვნელოვანია ხშირად  ეზიარებოდეს მორწმუნე. პირველი ქრისტიანნი ყოველ კვირას ეზიარებოდნენ. ამას, რა თქმა უნდა, მომზადება სჭირდება. ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს, რომ კვირიდან კვირამდე უნდა  ემზადებოდეთ ზიარებისთვისო. აქ ხაზგასმაა იმისა , რომ ადამიანი ისე უნდა ცხოვრობდეს, ყოველ კვირა მზად იყოს ქრისტეს სისხლისა და ხორცის მისაღებად.

ზიარება არის მაცოცხლებელი, სულიერი საკვები,  როგორც სხეული სუსტდება, როცა საკვებს არ ვიღებთ,  ასევე სული , თუ არ ვეზიარეთ ნელ-ნელა იწყებს კვდომას და ვეღარ აღვიქვამთ უფალს, მის მცნებებს და ადამიანიც ნელ-ნელა უხვევს ჭეშმარიტ გზას.

მამა ბასილ, რამდენად ხშირად უნდა ეზიარებოდეს მორწმუნე? პატრიარქი აკურთხებს მრევლს, რომ ხშირად ეზიარებოდნენ, მაგრამ არიან სასულიერო პირები რომლებიც არ აძლევენ სულიერ შვილებს ხშირად ზარების უფლებას. როგორ უნდა მოიქცეს მორწმუნე ამ შემთხვევაში?

– წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი და  სხვა მამები ამბობდნენ, რომ ხშირი ზიარება ეს არის ადამიანისთვის მაცხოვნებელი და ღმერთთან მიმყვანებელი. თუმცა რევულუციამდელ რუსეთში იყო ტრადიცია, რომ ადამიანი უნდა ზიარებულიყო მხოლოდ მარხვაში, მაგრამ ეს პრაქტიკა დაგმობილია. ალბათ გარკვეული სასულიერო პირების ამგვარი მიდგომაც ამ ტრადიციიდან მომდინარეობს..

რაც შეიძლება ხშირად უნდა ეზიაროს ადამანი, რომ არ მოწყდეს ეკლესიას და იმ მადლს, რომელიც წირვისას ტრიალებს ტაძარში,  მაგრამ თუ მოძღვარი არ აძლევს სულიერ შვილს ხშირად ზიარების უფლებას, მაშინ  მან მოძღვრის კურთხევა უნდა გაითვალისწინოს.

მამაო რამდენად აუცილებელია ზიარებამდე მორწმუნემ ჩააბაროს აღსარება,  მარხულობდეს მაშინ როდესაც კალენდარულად არ არის დაწესებული მარხვის დღე?

– აღსარება და ზიარება სრულიად სხვადასხვა საიდუმლოებებია. ჩვენში სამწუხაროდ, გაიგივებულია ერთმანეთთან, თითქოს იმიტომ ვაბარებთ აღსარებას, რომ გვინდა ზიარება.. თუმცა ადამიანში შეიძლება იყოს ისეთი ცოდვა, რომლის გამოც ის ზიარებისთვის მზად არ იყოს და ეს აღსარების შედეგად განცხადდეს მოძღვრისთვის.

როცა სტუმარი მოდის, განსაკუთრებულად ვცდილობთ დავალაგოთ,  დავასუფთაოდ სახლი და მოწესრიგებულად, ლამაზად შვხვდეთ მას, ასევეა ზიარებისას,  უნდა განვიწმინოდოთ სულიერად, ცოდვები, რომლებიც გვაბრკოლებს, გვტკივა უნდა მოვიცილოთ, რომ უფალი შემოვიდეს და დამკვიდრდეს ჩვენში. ეს დატვირთვა აქვს ზიარების წინ აღსარების ჩაბარებას.

ყველას დაცემული ბუნება გვაქვს, ყველანი  ვატრებთ საკუთარ თავში ცოდვებს, მაგრამ ერთი ან ორი კვირის განმავლობაში, თუ ჩემი დაცემული ბუნება არ გამოვლენილა, მე ვფიქრობ, შეიძლება ადამიანი ეზიაროს აღსარების გარეშე,  რომ უფრო დაინახოს საკუთარი ცოდვები, დაიწყოს ძიება იმისა რაც უშლის ხელს მის სულიერ წინსვლას.

მარხვა არის წინ გადაგმული ნაბიჯი, თუ შემდეგ მიდიხარ წირვა-ლოცვაზე, აღსარებაზე,  ზიარებაზე. სამწუხაროდ ზოგიერთი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მარხულობს, რომ აქვს მოთხოვნილება სულიერი გრძნობების დაკმაყოფილებისა, ამგვარი მარხვა არაფრის მომცემი არ არის.  თუ მას არ მოჰყვა შემდეგი ნაბიჯი-მოძღვართან გასაუბრება, სინანული, აღსარება… ზიარებამდე მარხვის შენახვა ინდივიდუალურად ხდება, მოძღვრის კურთხევით. თვითნებურად საკუთარ თავს რაიმე განუსაზღვრო არ არის მართებული.

მამა ბასილ, რა სიმბოლური მნიშვნეობა აქვს გულზე გადაჯვარედინებული ხელებით მაზიარებლის ბარძიმთან მიახლებას?  

– “რაოდენგზისცა შჭამდეთ პურსა ამას და სუმიდეთ სასუმელსა ამას, სიკვდილსა უფლისასა მიუთხრობდეთ, ვიდრემდის მოვიდეს” (I კორ. 11,26)-ამბობს პავლე მოციქული. ჯვარზე აღსრულდა უფლის სიკვდილი და ჩვენც მოვდივართ ჯვრით, განსაკუთრებული რწმენით, რომ გავიზიაროთ ერთდროულად უფლის ტკივილი და სიხარული. რომ ვიყოთ თანაგამცდელნი ჯვარცმის, ტანჯვის, რომელიც უფალმა გაიარა, ხოლო ზიარების შემდეგ მისი აღდგომისა.

ზიარებაროგორ უნდა ვაზიაროთ ბავშვები. აუცილებელია თუ არა მშობელთან ან ნათლიასთან ერთად ეზიარებოდნენ და რამდენად მართებულია, როცა ატირებულ ბავშვებს  ძალით  აზიარებენ და ეს უდიდესი სულიერი სიხარულის გამომხატველი საიდუმლოება,  იმ მომენტში ტანჯვად იქცევა პატარისთვის?

– როდესაც იესოს მიჰგვარეს  ბავშვები, რათა ხელი დაედო მათთვის და დაელოცა; მოწაფეები კი არ უშვებდნენ მასთან,  მაშინ უფალი  განრისხდა და უთხრა მათ: „მოუშვით ჩემთან ბავშვები და ნუ უშლით მათ, ვინაიდან მათნაირებისაა ღმრთის სასუფეველი.“ კარგია როცა ბავშვობიდანვე ეზიარებიან უფლის სისხლსა და ხორცს, მაგრამ ჩვენთან ხშირად მშობლებს მოჰყავთ შვილები საზიარებლად,  თავად კი არ ეზიარებიან-არც დედა, არც მამა, არც  ნათლია. მთელი თვიანთი ყურადღება შვილის ზიარებაზე აქვთ გადატანილი. მშობელმა უნდა გაითვალისწინოს რომ „სხვისი დაპურებით ჩვენ ვერ დავპურდებით“.

ბავშვები მშობლების რწმენით ეზიარებიან. ის ვერ  იაზრებს ამ საიდუმლოს  მნიშვნელობას, არ იცის რას ეზიარება, ამიტომ  მშობელი უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ მიიღოს ზიარება ღირსეულად და მადლმოსილი იყოს მისთვის. წაიკითხოს გარკვეული ლოცვები, სახარება და გასწიოს მცირედი ღვაწლი ამ მადლის მისაღებად.

სამი წლიდან უკვე ხდება პატარების შეგუება უზმოზე ყოფნის.  რაღაც კანონებში არ უნდა ჩავჯდეთ გაუაზრებლად, მაგალითად: თუ შენ წყალი დალიე აღარ ეზიერები და ა.შ.  სიყვარული უნდა იყოს ამოსავალი ჩვენი ყველა ქმედებისა.

ხშირად უფალი  გვერდითი მოვლენების საშუალებით გვიცხადებს რა პრობლემის წინაშეც ვდაგავრთ. როდესაც ბავშვი ტირის და არ ეზიარება, იმის ბრალი, რომ მისთვის უცხოა ეს ყველაფერი, პირველად მოვიდა ტაძარში, არც მშობელი ეზიარება, შესაძლოა მღვდელიც არ ჰყავდეს დანახული და  შეეშინდეს. იმ ოჯახში კი, სადაც ღმერთის სიტყვა, ლოცვა-კითხვა უცხო არ არის სხვანაირად იზრდება ბავშვი, ასეთი ოჯახიდან გამოსული პატარები წყნარად, მშვიდად ეზიარებიან.

რამდენად სწორია მრევლში გავრცელებული მოსაზრება, რომ ზიარების შემდეგ არ შეიძლება მეტანიის აღსრულება, გადაკოცვნა და გარკვეული საკვების მიღება?

– ეკლესიის მიერ დადგენილია, რომ მეტანიის აღსარულება არ შეიძლება ზიარების წინა საღამოდან.  მეტანია  სინანულის გამომხატველია და  როცა ბედნიერის წყაროა მოსული  შენთან, მაშინ ყველაფერი უნდა შეჩერდეს… რაც შეეხება გადაკოცნას ქრისტიანობისგან შორსაა. ხშირად ამბობენ ამ დროს ზიარებისგან მიღებული მადლი წავა შენგანო… როგორ შეიძლება მადლი ასე მიდიოდეს.  თავად უფალი გვასწავლის, რომ იმაზე დიდი სიხარული არ არსებობს, როდესაც მეგობარი მეგობრისთვის თავს გაწირავს.

რა შემთხვევაში შეიძლება  ექცეს მორწმუნეს ზიარება  სასჯელად და როგორ დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ადამიანის ამ საიდუმლოსადმი, რომ მადლი მიიღოს?

– ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ ხშირად  ადამიანები ბოლომდე გულრწფელები არ არიან აღსარებისას და მძიმე ცოდვებს ბოლოსთვის მოიტოვებენ ხოლმე. ზიარებაზეც მოუნანიებლები მიდიან და მადლს ვერ იღებენ, სულიერ ცხოვრებაში წინსვლა არ აქვთ.  თუ ბოლომე გულრწფელი არ ხარ, არ ინანიებ ცოდვებს, ამპარტავნებით მიდიხარ უფალთან,  აბრკოლებ მადლის მიღებას, უფრო მეტიც ასეთი ზიარება შესაძლოა სასჯელად გვექცეს.

ზიარებიდან ზიარებამდე უნდა ემზადებოდეს ადამიანი უფალთან შესახვედრად. იკითხოს სახარება, წმინდა წერილი, ლოცვები, დაუკვირდეს საკუთარ თავს, გაძლიერდეს ლოცვაში, მარხვაში. ეგნატე  ბრიანჩანინოვის მსგავსად თავმდაბლობით და უღირსების განცდით უნდა მივეახლოთ ბარძიმს და სიყვარულით, უფალზე მინდობით მივიღოთ წმინდა სისხლი და ხორცი.

სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Share4Tweet3

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული
ახალი ამბები

პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული

05/25/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
დიუშენის სინდრომის საკითხზე პატრიარქი შიო III მშობლებს შეხვდა – რა გადაწყდა გამართულ შეხვედრაზე
ახალი ამბები

დიუშენის სინდრომის საკითხზე პატრიარქი შიო III მშობლებს შეხვდა – რა გადაწყდა გამართულ შეხვედრაზე

05/19/2026

საინტერესო

გიორგი მარგველაშვილი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოსაწერად გასამგზავრებელ დელეგაციაში არ არის

გიორგი მარგველაშვილი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოსაწერად გასამგზავრებელ დელეგაციაში არ არის

12 years ago
სპეციალური ჯგუფები იქმნება, რომლებიც ადგილობრივ დონეზე ხანძრების დამატებით ტერიტორიებზე გავრცელების რისკებს გააკონტროლებენ

სპეციალური ჯგუფები იქმნება, რომლებიც ადგილობრივ დონეზე ხანძრების დამატებით ტერიტორიებზე გავრცელების რისკებს გააკონტროლებენ

7 years ago
Scorpions საქართველოში კონცერტს გამართავს

Scorpions საქართველოში კონცერტს გამართავს

10 years ago

საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ახალ საფეხურზე გადადის

10 years ago

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტი შიო III მივიდა. პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა 06/26/2026
  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026
  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by