• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

შს სამინისტრომ კიბერდანაშაულის პრევენციის მიზნით საინფორმაციო კამპანია დაიწყო

10 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მღებრიშვილიშინაგან საქმეთა სამინისტროში კიბერდანაშაულთან ბრძოლის საკითხზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მიზნად ისახავდა, კიბერდანაშაულის პრევენციის მიზნით, ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის დაწყებას.

ღონისძიება შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გახსნა. როგორც მან აღნიშნა, კიბერდანაშაული გლობალური გამოწვევაა, რომელიც განვითარებული ქვეყნების დღის წესრიგში სულ უფრო აქტიურად განიხილება. შესაბამისად, შს სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება კიბერდანაშაულის პრევენცია და მასთან ბრძოლაა.

„კიბერდანაშაულს არ აქვს საზღვრები და რაიმე ეროვნული ნიშანი. საქართველოც ეკონომიკური განვითარების, ტექნოლოგიური განახლების, ევროატლანტიკურ სივრცეში უფრო მეტად ინტეგრაციის, ინსტიტუტების მოდერნიზაციის პროცესში უფრო და უფრო მეტი სიცხადით დგება ამ გამოწვევის წინაშე. ინტერნეტტექნოლოგიებსა და ელექტრონულ სერვისებს ჩვენი თანამოქალაქეები ყოველდღიურად იყენებენ პირადი კომუნიკაციის, ბიზნესის კეთების, გადასახადების გადახდისა თუ განათლების მიღების მიზნით. ამიტომ, მათი უსაფრთხოება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

შს მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პრევენციაზე, რომელსაც ასეთი სახის დანაშაულის წინააღმდეგ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და, შესაბამისად, მოსახლეობის ინფორმირებაზე, რაც კიბერდანაშაულით დაზარალებული ადამიანების რაოდენობას შეამცირებს.

ღონისძიებაზე შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ პრეზენტაცია წარმოადგინა, სადაც კიბერდანაშაულის გავრცელებულ კატეგორიებზე, მომხმარებელთა დაცვის პრინციპებზე, სახელმწიფო უწყებებთან და კერძო კომპანიებთან თანამშრომლობაზე, ასევე, ამ მიმართულებით, შსს-ს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, პრევენციის მიზნით მოსახლეობის ინფორმირებისთვის, რჩევები და რეკომენდაციები მოამზადეს. გაიმართა კიბერდანაშაულის პრევენციის თემაზე კლიპის პრეზენტაციაც.

შეხვედრას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, იუსტიციის სამინისტროს, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, პროკურატურის, თავდაცვის სამინისტროს, კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

დღესვე, შს მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, დაწესდეს კიბერუსაფრთხოების შესახებ ეროვნული საინფორმაციო კვირეული, რომლის ფარგლებშიც, ყოველწლიურად, შესაბამისი უწყებები ერთობლივ საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებენ.

ShareTweet

ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026

საინტერესო

დასაშვებია თუ არა პატრიარქის ნათლულებს შორის ქორწინება?!

დასაშვებია თუ არა პატრიარქის ნათლულებს შორის ქორწინება?!

10 years ago

იგოეთი-ლამისყანა-ახმაჯის გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება შემოდგომისთვის იგეგმება

13 years ago
სეს: საქართველოდან დაკლული ცხვრის ექსპორტი გაიზარდა

სეს: საქართველოდან დაკლული ცხვრის ექსპორტი გაიზარდა

9 years ago
პოლ მაკარტნიმ მზიურის კაფეს დაბადების დღე მიულოცა

პოლ მაკარტნიმ მზიურის კაფეს დაბადების დღე მიულოცა

5 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by