• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

იოანე ნათლიმცემლის სასწაულებრივი წყარო

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
იოანე ნათლიმცემლის სასწაულებრივი წყარო
10
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

იოანე ნათლისმცემელიმართლმადიდებლური სწავლებით იოანე ნათლისმცემელი  ისრაელის  ბოლო წინასწარმეტყველი იყო, რომელმაც  თავისი მოღვაწეობით  ძველი აღთქმის ეპოქა დაასრულა და  კაცობრიობა უფალთან შესახვედრად მოამზადა. იგი ხალხს უქადაგებდა, რომ მოენანიებიათ ცოდვები და მიეღოთ ნათლობა წყლით, მდინარე იორდანეში: „რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაი”.

საინტერესოა იოანე ნათლისმცემელის  დაბადება და ბავშვობა, რაც კარგადაა აღწერილი „წმიდანთა ცხოვრებაში“. როგორც წმიდა სახარება (ლკ. 1, 5-80) მოგვითხრობს, მისი მშობლები – მღვდელმთავარი ზაქარია და ელისაბედი  ღმერთის წინაშე „მართალნი“ იყვნენ, მაგრამ სიბერის ასაკს ისე მიაღწიეს, რომ შვილი არ ჰყავდათ. ერთხელ, როცა ზაქარია იერსუსალიმის ტაძარში ღვთისმსახურებას აღასრულებდა, „ეჩუენა მას ანგელოზი უფლისაჲ“ და ამცნო: „შეისმინეს ვედრებანი შენნი, და ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძე და უწოდი სახელი მისი იოვანე“. შეძწუნებული ზაქარია დაეჭვდა ზეციური მახარობლის სიტყვებში, რისთვისაც მას, სასჯელად, მეტყველების უნარი წაერთვა. ახალგაზრდობის ასაკს საკმაოდ გადაცილებული წმიდა ელისაბედი დაფეხმძიმდა, ხალხის დაცინვისთვის თავი რომ აერიდებინა, იგი „იფარვიდა თავსა თჳსსა ხუთ თთუე“. იოანეს დაბადებამდე სამი თვით ადრე, ასაკოვანი ელისაბედი მოინახულა ნათესავმა, ყოვლადკურთხეულმა მარიამმა ნაზარეთიდან, სადაც მას მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და აუწყა, რომ იგი შობდა ძეს ღვთისას. მომავალი დედობითა და საყვარელ მარიამთან შეხვედრით გახარებული ელისაბედი აღივსო სულიწმიდით და მან, პირველმა ადამიანთა შორის, წინასწარმეტყველურად აღიარა ყოვლადწმიდა ქალწული ღვთისმშობლად: “კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა!“. როდესაც ელისაბედისთვის შობის ჟამმა მოაღწია, ნათესავები და მეზობლები მივიდნენ მასთან და გაიხარეს, რომ უფალმა სიბერის ჟამს მისცა მას ძე და ამით განადიდა მისი სახელი.

მერვე დღეს ჩვილს, მოსეს სჯულის თანახმად, წინადაცვითეს და აპირებდნენ, მისთვის ზაქარია დაერქმიათ, მაგრამ ელისაბედმა განაცხადა: „არა, არამედ ეწოდოს მაგას იოვანე“. ყველანი გაოცდნენ, – ეს სახელი მის მოდგმაში არავის ერქვა და ზაქარიას სთხოვეს, ენიშნებინა მათთვის, რა უნდოდა ძისთვის ეწოდებინა. მანაც „მოითხოვა ფიცარი და დაწერა და თქუა: იოვანე არს სახელი მისი და დაუკვირდა ესე ყოველთა“. ღვთის განგებით ზაქარიას ისევ დაუბრუნდა მეტყველების უნარი. სულიწმიდის მადლით წინასწარმეტყველებაც დაიწყო და თქვა: „კურთხეულ არს უფალი ღმერთ ისრეაჱლისაჲ, რამეთუ მოჰხედნა და ყო ჴსნაჲ ერისა თჳსისაჲ; და აღმიდგინა ჩუენ რქაჲ ცხოვრებისაჲ შორის სახლსა მას დავითის მონისა თჳსისასა“; ჩვილს კი მიმართა: „და შენ ყრმაო, წინასწარმეტყველ მაღლის იწოდო, რამეთუ წარუძეღუ შენ წინაშე პირსა უფლისასა განმზადებად გზათა მისთა“.

სახარება გადმოგვცემს, რომ ცხოვრება იოანე ნათლისმცემლისა იყო განწმენდილი: “ყრმა იგი აღორძინდებოდა და განმტკიცდებოდა სულითა და იყო უდაბნოს, ვიდრე გამოცხადებამდე მისა ისრაელისა მიმართ”. როდესაც ჰეროდემ მხსნელის შობის ამბავი შეიტყო, 14 ათასი ყრმა მოაწყვეტინა იმ იმედით, რომ მათ შორის იქნებოდა “მეფე ისრაელისა”. ჰეროდეს მიერ მოწყვეტილ ყრმათა შორის მოხვდებოდა იოანე ნათლისმცემელიც, რომელიც მაცხოვარზე ექვსი თვით უფროსი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც მამამისი – ზაქარია იერუსალიმის ტაძარში მოკლეს, მართალმა ელისაბედმა იგი უდაბნოში წაიყვანა. იოანე იმ დროს 2 წლისაც არ იყო. შემდეგ ელისაბედიც გარდაიცვალა. გადმოცემით ვიცით, რომ ყრმა იოანე ხუთი წლიდან მარტოდმარტო იზრდებოდა უდაბნოში. სახარება გადმოგვცემს, რომ მკალისა და ველური თაფლის გარდა არაფერს იხმევდა. ემოსა აქლემის ბეწვი და წელთ ერტყა ტყავის სარტყელი.

“ნათლისმცემელი”- ასე ეწოდა წმ. იოანეს, რადგან უფალმა მისი ხელიდან ინება ნათლობის მადლის მიღება. ილია მეორე- „…რჩეული ბრძანდებოდა ნათლისმცემელი და წინამორბედი ქრისტესი იოანე. მას უდაბნოს გვრიტს უწოდებენ. მის სადიდებლად დაწერილ საგალობელში ნათქვამია: „გვრიტო უდაბნოსაო, ანგელოზო მიწისაო, კაცო ზეცისაო“. ამიტომაც იგი ერთადერთია წმინდათა შორის, რომელიც ფრთებით იხატება. დიდმა სულიერებამ და სიწმინდემ იოანე ისე აღამაღლა, რომ ანგელოზებს დაემსგავსა – ანგელოზთა სწორად იქცა“.

“უდიდესი ადამიანთა შორის”, როგორც იოანეს თავად უფალმა უწოდა, მოწამეობრივად აღესრულა. მას თავი მოჰკვეთეს გალილეის მმართველის, ჰეროდე ანტიპას ბრძანებით.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 7ივლისს მართლმადიდებლური სამყარო იოანე ნათლისმცემლის შობას აღნიშნავს. ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაული წირვა აღევლინება, თუმცა განსაკუთრებული ხალხმრავლობაა ავჭალაში მდებარე იოანე ნათლისმცემლის სახელობის დედათა მონასტერიში, სადაც წმ. იოანეს  სასწაულ მოქმედი წყარო მდებარეობას. ცნობილი არ  არის საიდან იღებს სათავეს წყარო, თუმცა ფაქტია, რომ ის ზაფხულში ცივი, ზამთარში თბილი მოედინება. რწმენით მიახლებული მლოცველები კი  იკურნებიან დაავადებებისგან.

1742 წელს მიწისძვრის შედეგად დანგრეულ იოანე ნათლისმცემლის ტაძარს რესტავრაცია 1990 წელს, დეკანოზ თეიმურაზ ტუღუშის დიდი ძალისხმევით ჩაუტარდა. ტაძარი  ძველი ქართული სტილითაა ნაშენები. ერთნავიანია, აღმოსავლეთიდან საკურთხეველს მომრგვალებული ფორმა აქვს, დატანებული აქვს ორი სარკმელი. 1994 წლიდან აქ მოქმედებს დედათა მონასტერი. მრევლის სიმარავლის გამო ტაძრის ეზოში იოანე ნათლიმცემლის მშობლების წმინდა ზაქარიასი და მართალი ელისაბედის სხელობის ტაძრი დგას, რომლის მშენებლობა დასრულდა 2001 წლის 7 ივნისს.

სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

 

 

Share4Tweet3

ახალი ამბები

მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა
ახალი ამბები

მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა

08/06/2026
რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.”  – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
ახალი ამბები

რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

08/06/2026
„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში
ახალი ამბები

„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში

08/05/2026
15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა
ახალი ამბები

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026
„წმინდა ნექტარიოს ეგინელს წირვის დროს ეკეთა…“ – სასწაულმოქმედი სარტყელი თბილისშია
ახალი ამბები

„წმინდა ნექტარიოს ეგინელს წირვის დროს ეკეთა…“ – სასწაულმოქმედი სარტყელი თბილისშია

07/14/2026

საინტერესო

ამაღელვებელი ისტორია – ქართველმა კაპიტანმა, რომელსაც 63 მძიმე ოპერაცია აქვს გადატანილი, სვეტიცხოველში საცოლეს ხელი სთხოვა

ამაღელვებელი ისტორია – ქართველმა კაპიტანმა, რომელსაც 63 მძიმე ოპერაცია აქვს გადატანილი, სვეტიცხოველში საცოლეს ხელი სთხოვა

6 years ago
ტრეფიკინგში ბრალდებულ თურქეთის  მოქალაქეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურა – „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულებს გუშინ ეცნობათ, რომ მთავარ პროკურორს 17 ოქტომბერს შეხვდებიან

8 years ago

ტურისტული გამოფენა – Caucasus  Tourism Fair- CTF’18 გაიხსნება

8 years ago
თბილისში პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა იწყება

თბილისში პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა იწყება

12 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by