• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, July 4, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“საქართველო გადადის განვითარების სრულიად სხვა საფეხურზე”

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ხიდაშელინატოს ვარშავის სამიტი დასრულდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა სამიტის შედეგები შეაჯამა და ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოზე სახელმწიფოს მეთაურების მიერ მიღებული კომუნიკე შეაფასა.

„სულ რამდენიმე ხნის წინ გამოქვეყნდა სამიტის კომუნიკე, ვარშავის სამიტის დამაგვირგვინებელი დოკუმენტი. შემდეგი დღეების განმავლობაში საშუალება გვექნება სიტყვასიტყვით გავიაროთ ეს ტექსტი, რომელიც საქართველოს ეხება, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რაზეც თავიდანვე ყურადღება უნდა გავამახვილო და რაც არის ამ კომუნიკეს სიახლე ყველა წინა დოკუმენტებთან შედარებით, რომელშიც საქართველო ყოფილა მოხსენიებული, ის არის, რომ გარდა იმ ნაწილებისა, რომელიც უშუალოდ ეხება საქართველოს, სადაც საუბარია საქართველოს პროგრესზე, წარმატებაზე, ნატოსთან თავსებადობაზე, ავღანეთის მისიაში ქართველი სამხედროებისთვის და ქართველი ხალხისათვის მადლობის გადახდაზე კონტრიბუციისთვის, საქართველო, როგორც გამჭოლი გასდევს მთელ ტექსტს. მთელი ტექსტის განმავლობაში თქვენ სხვადასხვა ადგილებში შეხვდებით საქართველოს ზუსტად ისე, როგორც საფრანგეთს, იტალიას, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, აშშ-ს, ანუ ნატოს წევრ ქვეყნებს. ეს პირველად მოხდა და ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ნატო საკუთარ თავზე, საკუთარ საქმიანობაზე, საკუთარ მიღწევებზე ან საფრთხეებზე, რომელსაც ის ხედავს, საუბრის დროს ყველგან თანაბრად, ზუსტად ისე, როგორც ნატოს წევრ ქვეყნებს, იხსენიებს საქართველოს. ეს არის პირველი მნიშვნელოვანი სხვაობა ამ ტექსტის და მნიშვნელოვანი დასტური საქართველოს მიმართ დამოკიდებულების“, – აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, დოკუმენტში საქართველო არის მოხსენიებული, როგორც სრულფასოვანი პარტნიორი.

„საქართველოსთან მიმართებაში საუბარია ე.წ. „სამი ზღვის უსაფრთხოების“ პარაგრაფებში, სადაც ნატო საუბრობს ბალტიის, ხმელთაშუა ზღვის და შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ – ამ სეგმენტში საქართველო სრულფასოვანი მონაწილეა. კომუნიკეთი გამეორებულია და დადასტურებულია ის, რაც გუშინ ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივ სხდომაზე უკვე ითქვა, რომ საქართველო იქნება თანამონაწილე ამ უსაფრთხოების სისტემის. ეს არის პირველი და ყველაზე მთავარი მიღწევა.

მეორე, საუბარი არის ჰაერსაწინააღმდეგო მიმართულებაზე, სადაც ასევე საუბარია, რომ დაგვეხმარება ყველა შესაძლო საშუალებით. საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით, ეს ერთ-ერთი მიმართულებაა – ჰაერსაწინააღმდეგო მიმართულების გაძლიერება იყოს პროგრესირებადი და ნატოს სტანდარტების ადეკვატური.

ჩვენ სულ რამდენიმე წუთის წინ დავამთავრეთ ურთიერთთავსებადობის შესახებ თავდაცვის მინისტერიალი, სადაც ზუსტად იმაზე იყო საუბარი, თუ როგორ მოამზადოს ნატომ თავისი პარტნიორები, რომ ისინი წევრობამდე უკვე იყვნენ თანაბარი ზომის, თანაბარი ძალის მატარებელნი და თანაბარი დოზით თანამონაწილეები ნებისმიერი მისიის, ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერი საფრთხის გამკლავების შემთხვევაში, როგორც კი საჭიროება ამას მოითხოვს. ზუსტად ამაზეა საუბარი კომუნიკეში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის განვითარების ნაწილში – საქართველო იქნება სრულფასოვანი თანამონაწილე ნატოს სისტემის, ზუსტად აქ, ამ სეგმენტში, ამ მიმართულების განვითარებისთვის.

მესამე, რა თქმა უნდა, ვიცი, რომ თქვენ ეს ნაწილი გაინტერესებთ დემოკრატიასთან დაკავშირებით. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ტექსტი საჯაროა და შეგიძლიათ ნახოთ. ჩვენ იქ პრაქტიკულად არ გვხვდება არაფერი განსაკუთრებული, გარდა ერთი წინადადებისა – ნატო დარწმუნებულია, რომ საქართველოში ჩატარდება დემოკრატიული არჩევნები ოქტომბერში. ეს არის, როგორც ერთგვარი დამაიმედებელი ფრაზა, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ვარშავის სამიტისგან, რომ მათ ეჭვი არ ეპარებათ და დარწმუნებულები არიან, რომ არჩევნები იქნება დემოკრატიული. ბევრი პარაგრაფი, რომელიც ამ დოკუმენტშია, ეხება იმას, როგორ გააძლიერონ ჩვენი ქვეყანა, როგორ გაძლიერდეს ჩვენი თავდაცვისუნარიანობა.

შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხი არის JTEC. შარშან საქართველოში ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი გაიხსნა და დღეს უკვე დეკლარაციაში მოხვდა ზუსტად ის ტექსტი, რომელზეც ჩვენ ერთი წლის განმავლობაში ვიბრძოდით, რომელიც ამბობს, რომ JTEC იქნება ნაწილი, იქნება აფილირებული ნატოს სისტემასთან. ანუ ჩვენ JTEC-ს გამოვიყენებთ უკვე როგორც არა მხოლოდ ჩვენი საკუთარი მიზნებისთვის, არამედ როგორც ნებისმიერი წევრი თუ პარტნიორი ქვეყნის მიზნებისთვის, როგორც ავღანეთში, ავღანეთის შეიარაღებული ძალების მოსამზადებლად, ასევე სხვა ოპერაციებისთვის. მათ შორის, ერთ-ერთ ვერსიად ჩვენ უკვე ვიხილავთ გაეროს სამშვიდობო ოპერაციებისთვის სხვა ქვეყნების შეიარაღებული ძალების მომზადებას საქართველოში. ეს არის თვისობრივად ახალი დონე – რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო გადადის განვითარების სრულიად სხვა საფეხურზე, როდესაც ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა გავხდეთ უსაფრთხოების არა მხოლოდ მიმღები, არამედ, მიმწოდებელი ქვეყანა“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

 

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის სამინისტროები ერთობლივ წვრთნებსა და სასწავლო პროგრამებზე იმუშავებენ

11 years ago
მადლობა ბიჭებს თავდადებული ბრძოლისთვის და ამ წუთებისთვის, რომელიც მთელ ქვეყანას აჩუქეს – ზაზა ფაჩულია

მადლობა ბიჭებს თავდადებული ბრძოლისთვის და ამ წუთებისთვის, რომელიც მთელ ქვეყანას აჩუქეს – ზაზა ფაჩულია

2 years ago
გაუქმდა საკლასო, საშინაო, შემაჯამებელი დავალებები და სკოლები თავად შექმნიან შეფასების სისტემას – ცვლილებები ეროვნულ სასწავლო გეგმაში

გაუქმდა საკლასო, საშინაო, შემაჯამებელი დავალებები და სკოლები თავად შექმნიან შეფასების სისტემას – ცვლილებები ეროვნულ სასწავლო გეგმაში

3 years ago
შევარცხვინე ქართველი კაცი, რომელიც მივა ციხის კართან და პატიმარს დედა შეაგინებს – ხაზარაძე

შევარცხვინე ქართველი კაცი, რომელიც მივა ციხის კართან და პატიმარს დედა შეაგინებს – ხაზარაძე

5 years ago

ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026

ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დუშეთის პოლიციამ 1 პირი დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა დუშეთში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღის...

მეტის ნახვაDetails
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026
არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

07/01/2026
საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026
  • გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად 07/01/2026
  • არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 07/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by