• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, May 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ბიბლიის დაკარგული ჩანაწერები, “უკანასკნელი დღეების წმინდათა იესო ქრისტეს ეკლესიის დამაარსებელმა აღადგინა“ – ლუკა ქვარცხავა

10 years ago
in რელიგია
A A
„ბიბლიის დაკარგული ჩანაწერები, “უკანასკნელი დღეების წმინდათა იესო ქრისტეს ეკლესიის დამაარსებელმა აღადგინა“ – ლუკა ქვარცხავა
18
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

უკანასკნელი დღეების წმინდათა იესო ქრისტეს ეკლესია  ე.წ. მორმონები თბილისში  90-იანი წლებიდან გამოჩდნენ. საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი, თუ რა საფუძველი აქვს  მათ მრწამს,  ეკლესიას და როგორ დაიწყო ამ რელიგიურმა დენომინაციამ გავრცელება ჩვენს ქეყანაში. მორმონების ოფიციალური საიტიდან ვიგებთ, რომ  რომანი და ნანა ამირხანაშვილები იყვნენ პირველი ეროვნებით ქართველი უკანასკნელი დღეების წმინდათა იესო ქრიტეს ეკლესიის წარმომადგენლები. მათ 1996 წელს  გერმანიაში, ჰანოვერში მიუღიათ ნათლობა და მოგვიანებით დაბრუნებულან სამშობლოში. 1999 წელს ფილიპე და ბეტი რებერები ის მორმონი მისიონერები არიან, რომლებმაც პირველებმა იქადაგეს საქართველოში. იმ დროისათვის უკანასკნელი დღეების წმინდათა იესო ქრისტე ეკლესია  ჯერ კიდევ არ იყო რეგისტრირებული და არც სამლოცველო სახლი ჰქონდათ. 2002წლის სექტემბერში ჩამოყალიბდა მორმონების ეკლესიის თბილისის ფილიალი. მათ პირველი ნათლობა  საქართველოში  2003 წელს შეასრულეს.

The Tbilisi Times კითხვებს საქართველოში უკანასკნელი დღეების წმინდათა იესო ქრისტეს ეკლესიის მისიონერთა ლიდერმა ლუკა ქვარცხავამ უპასუხა. 

13643999_1030702093693514_821721434_nბატონო ლუკა,  გვიამბეთ „უკანასკნელი დღეების წმინდათა იესო ქრისტეს ეკლესიის“ დაარსების ისტორია. საზოგადოება გიცნობთ, როგორც   „მორმონებს“, საიდან მოდის ეს სახლწოდება?

– ეს არის ზედმეტი სახელი, შერქმეული „მორმონის წიგნის“ გამო, რომელსაც   ქვემოთ აქვს განმარტებული „კიდევ ერთი დამოწმება იესო ქრისტეს შესახებ.“  წიგნი ბიბლიის მსგავსად მოიცავს უძველეს წინასწარმეტყველებას მესიის მოსვლაზე  და ბიბლიის დაკარგულ ჩანაწერებს, რომლებიც იოსებ სმითის მიერ იქნა აღდგენილი სული წმინდის გამოცხადებითა და შთაგონებით.

„უკანასკნელი დღეების წმინდათა იესო ქრისტეს ეკლესია“ არ არის ადამიანის გონებით ჩამოყალიბებული ეკლესია, არამედ თვით უფალის მიერაა  დაარსებული. ყოველივე ჩვეულება რაც იესო ქრისტეს დედამიწაზე მოღვაწეობის შედეგად დამკვიდრდა, რომელესაც ქრისტეს 12 მოციქული ქადაგებდნენ და ავრცელებდნენ, მათი სიკვდილის შემდეგ შეიცვალა.  სხვა ქრისტიანულმა მიმდინარეობებმა  უფლის სიტყვა, სახარება შეცვალეს, თავიანთ შეხედულებებს მოარგეს, თავისებურად დაიწყეს მისი გავრცელება. ამ პერიოდს ეწოდება „დიდი განდგომა“. სწორედ იოსებ სმითი იყო ადამიანი ვინც, 15 წლის ასაკში,  უფლისგან მიიღო ხილვა ჭეშმარიტი სახარების შესახებ. მორწმუნე ოჯახში დაბადებულ სმითს, ხშირად აწუხებდა კითხვა, თუ რომელი რელიგია იყო ჭეშმარიტი, რადგან მაშინ ამერიკაში  ბევრი ქრიტიანული მიმდინარეობა არსებობდა. ის დაბნეული იყო, ვერ გამოერკვია, რომელი იყო მართალი სწავლება. გადაწყვიტა  წასულიყო ტყეში, განმარტოვებით, რათა ელოცა. ლოცვისას იხილა ქრისტე და მიიღო მისგან მითითება, რომ არ შეერთებოდა არცერთ ეკლესიას.  ის მოწოდებული იქნა აღედგინა სახარების სისრულე და ქრისტეს პირვანდელი ეკლესია. შემდეგში, ამ აღდგენილი ეკლესიის პირველი წინამძღოლი და წინასწარმეტყველი იოსებ სმითი გახდა.

იერუსალიმში ქრისტეს მოსვლამდე 600 წლით ადრე ცხოვრობდნენ წინასწარმეტყველები, ერთ-ერთი იყო   ლეხი. როდესაც მათი  წინასწარმეტყველება აღსრულდა, იერუსალიმი განადგურდა, ხოლო იუდეველები ტყვედ იქნენ წაყვანილნი, ლეხს გამოეცხადა ანგელოზი და უთხრა დაეტოვებია იერუსალიმი და წასულიყო ღმერთის მიერ მითითებულ ადგილზე. წიგნი მოგვითხრობს ისტორიას, თუ როგორ დასახლდა ის, ოჯახათან ერთად ძველი ამერიკის კონტინენტზე და როგორ წარმოიშვა მათგან ნეფიელებისა და ლამიელების ხალხი.

მორმონის წინგი ასევე მოგვითხრობს ძველი ცივილიზაციის შესახებ, რომლებიც იწოდებიან იარეიდებად. ისინი იყვნენ ძველ ამერიკის კონტინენტზე ბევრად ადრე ჩასული ხალხი, ვიდრე ლეხის ოჯახი, რომლებიც საუბრობდნენ   იარეიდეების ენა. ზუსტად იმ ენაზე რა ენაზეც საუბრობდა ყველა სანამ უფალი აურევდა ენებს მათ,  ბაბილონის გოდოლის დანგრევამდე. აშშ-ს კონტინენტის აღმოჩენამდე, იქ მცხოვრები ხალხიც  ღვთის შვილები იყვნენ და შეუძლებელია ღმერთს არ ემსახურა მათთვის.  მორმონის წიგნი გვიამბობს, თუ როგორ აღასრულებდნენ  წინასწარეტყველბი ღვთის საქმეებს  ძველი ამერიკის კონტინეტზე.

ეს არ არის ამერიკული ეკლესია. ის  ყველასთვის შეიქმნა , რომ სიყვარულმა და სახარების ცოდნამ იმატოს ადამიანებში, რომ არ იყოს კამათი და განხეთქილება რელიგიებს შორის, არამედ გააერთიანოს ჭეშმარიტი ქრისტიანები.  არც ის შეეფერება სიმართლეს, რომ თითქოს „მორმონის წიგნი“ ეწინარმდეგება ქართველობას და ეროვნულ ტრადიციებს.

რა ვიათარებაში შემოვიდა პირველად საქართველოში უკანასკნელი დღეების წმინდათა იესო ქრიტეს ეკლესია და როგორ დაიწყო გავრცელება?

– სამწუხაროდ, ზუსტ ინფორმაციას არ ვფლობ ამის შესახებ, როგორც ვიცი დაახლოებით ეს მოხდა 1998 წელს.  მისიონერები საქართველოში საქადაგებლად შემოდიოდნენ ამერიკიდან, გერმანიიდან, იგლისიდან, იმ ქვეყნებიდან,  სადაც მეტად  არის გავრცელებული ეს ქრისტიანული მიმდინარეობა.

რა რაოდენობის  მრევლი გყავთ და ძირითადად,  რომელ  რეგიონებშია წარმოდგენილი თქვენი სამრველოები?

– ორი სამრევლო გვაქვს, რუსთავში და თბილისში.  ახლა შეიძლება მესამეც იყოს,  ამაზე ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან ეს ჩემს  კონპეტენციაში არ შედის. აქ არსებულ სამრველოებს ეწოდება- „უკანასკნელი დღეების წმინდათა იესო ქრისტეს ეკლესიის მისია საქართველოში“. დაახლოებით, ალბათ 300-400 მორწმუნეა ჩვენი ეკლესიის წევრი.

13633450_1030702127026844_172074762_oრა არის უკანასკნელი დღეების წმინდათა იესო ქრისეტეს ეკლესიის მისია საქართველოში და როგორ აცნობთ თქვენს სწავლებას ქართველ მოსახლეობას?

– მისია ეს არის ღვთის სიტყვის ქადაგება.  მისიონერები დადიან კარდაკარ, ოჯახებში, აცნობენ ხალხს უფლის  გზავნილს, ისევე,  როგორც აკეთებდნენ ქრისტეს დროს მოწაფეები. გეტყვით პირდაპირ ღმერთს აქვს გეგმა: მოვამზადოთ ადამიანები ღმერთთან შესახვედრად. რადგან არავინ იცის როდის იქნება მეორედ მოსვლა. ამიტომაც ეწოდება ამ ეკლესიას „უკანასკნელი დღეების“.  სახარების ქადაგება, მონანიება და  ღვთის საიდუმლო წეს-ჩვეულებები, ეს არის ის რასაც ვაცნობთ დაინტერესებულ ადამიანებს.

როგორია თქვენი ეკლესიის მრწამსი, აღიარებთ თუ არა ქრისტიანულ საიდუმლოებებსა და საეკლესიო სიმბოლიკას?

– ჩვენ ვქადაგებთ ცოცხალ ღმერთს, ძე ღვთისას იესო ქრიტეს და სულიწმინდას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა მრწამსი არის ერთი ღმერთის უზენაესობის აღიარება. ვაღიარებთ ღვთისმშობელს, რომელიც იყო მაცხოვრის ხორციელი მშობელი დედმიწაზე. ჩვენ კერპად არ ვიხდით ხატებს, მათ არ ვეთაყვანებით, თუმცა პატივს ვცემთ ადამიანებს, რომლებიც გულწრფელად ემსახურებოდნენ ღმერთს, რომელთაც გააკეთეს ყველაფერი, რომ ხალხი მოექციათ უფლისკენ. კვირას მსახურებაზე ტარდება  ზიარება, ნათლობა, არის დამოწმებები. მაგალითად, როგორ იგრძენი ღვთის სიყვარული, რა გასწავლა სახარებამ,  რა შეიცვალა შენ ცხოვრებაში მას შემდეგ რაც ღვთის გზა აირჩიე…. მნიშვნელოვანია ქორწინება, ჩვენ ვეწინააღმდეგებით  ყველანაირ გაუკუღმართებულ და ჰომოსექსუალურ ქცევას. ოჯახს  უნდა გაუფრთხილდე და დაიცვა. ჩვენთან არ აიძულებენ ადამიანს  ვინმეს ჩააბაროს აღსარება. შენი ცოდვები იცის ღმერთმა და შეგიძლია მოინანიო ღვთის წინაშე, მიხვიდე ვისთანაც შესცოდე და მოუხადო ბოდიში.

რის ხარჯზე ფუნქციონირებს თქვენი ეკლესა?

– მისიონერები, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში აბსოლიტურად თავიანთი ფინანსებით მოდიან.  ისინი  ძალიან მორწმუნე ადამიანები არიან  და  სწამთ,  როდესაც მისიაზე არიან უფალს ემსახურებიან.  არასწორია, თითქოს ამისთვის ხელფასს ვიღებთ. ჩვენ უანგაროდ ვავრცელებთ ქრისტეს სიტყვას.

თანამშრომლობთ თუ არა საქართველოში არსებულ სხვა რელიგიურ დენომინაციებთან? მონაწილეობთ რაიმე  ერთობლივ ღონისძიებებში? 

– დიახ, ვთანამშრომლობთ, ყველას მიმართ მეგობრულად  ვართ განწყობილები. ბოლოს გვქონდა ერთობლივი კონფერენცია ფილარმონიაში- „ოჯახის მსოფლიო კონგრესი“, სადაც მართლმადიდებლებიც იღებდნენ მონაწილეობას.

ბატონო ლუკა, რაიმე პრობლემა ხომ არ გექმნებათ  ქადაგებისას, როგორ დამოკიდებულებას იჩენს თქვენი ეკლესიის მიმართ საზოგადოება? რამდენად დაცულია თქვენი რელიგიური უფლებები საქართველოში?

– მოციქულებსაც ხვდებოდათ წინააღმდეგობები, როდესაც დადიოდნენ და ღვთის სიტყვას ავრცელებდნენ. ეს არ გვიკვრის. მე პირადად არანაირი დაბრკოლება არ შემხვედრია, თუმცა გამიგია ცოტა აგრესიული და უხეში დამოკიდებულება ჩვენი მისიონერების მისამართით. თუმცა ეს ადამიანები ძალიან მომთმენები არიან და იციან როგორ აარიდონ უსიამოვნებას თავი. სასტიკი წინააღმდეგი ვართ ყველა რელიგიური მიმდინარეობისადმი ძალადობის, რომელიც ლახავს ადამიანის თავისუფალი ნების გამოხატულებას. თუ მართლა ქრისტიანები ვართ არ უნდა იყოს ამგვარი დამოკიდებულება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სტუმარ-მასპინძლის ქვეყანაში ვცხოვრობთ და უნდა მივიღოთ ეს ადამიანები, გავიცნოთ და შემდეგ შევაფასოდ. დენომინაციებმა კი არ უნდა ლანძღონ ერთმანეთი და იკამათონ, არამედ სიყვარულით უნდა გაერთიანდნენ.

სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Share7Tweet5

ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი
ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ
ახალი ამბები

ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ

05/07/2026
მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო – მეუფე ნიკოლოზი
ახალი ამბები

მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო – მეუფე ნიკოლოზი

05/07/2026
„სამი კანდიდატის წარდგენით დავინახეთ რეალობა და ყველაფერი უკვე ცხადია“ – გიორგი მიქანაძე მეუფე შიოზე
ახალი ამბები

„სამი კანდიდატის წარდგენით დავინახეთ რეალობა და ყველაფერი უკვე ცხადია“ – გიორგი მიქანაძე მეუფე შიოზე

05/08/2026
მეუფე შიო: მომდევნო კვირაში მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა, გთხოვთ, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ღირსეულად ჩავატაროთ
ახალი ამბები

მეუფე შიო: მომდევნო კვირაში მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა, გთხოვთ, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ღირსეულად ჩავატაროთ

05/06/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026

საინტერესო

მიხეილ სააკაშვილი – მე პოლიტიკოსი არ ვარ, მე ვარ ქართული თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელი

მიხეილ სააკაშვილი – მე პოლიტიკოსი არ ვარ, მე ვარ ქართული თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელი

7 years ago
ფეთქებადი ნივთიერების შემოტანის ფაქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავეს

დედოფლისწყაროში მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარა

10 years ago

“2017 წელი კარგი ტენდენციებით დაიწყო” – გიორგი კვირიკაშვილი

9 years ago

სტამბულში ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

13 years ago

ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა

05/13/2026

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა ნუკრი ქოქუაშვილია. ახლობლების ინფორმაციით, 25 წლის ბიჭის ცხედარი პოლიციამ იპოვა. ნუკრი ქოქუაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან იყო და...

Read moreDetails
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

05/13/2026
სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

05/13/2026
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა 05/13/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 05/13/2026
  • სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა 05/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by