ქვეყნის პირველი პირის ბრიფინგზე გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით ,,ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი ეხმაურება და აღნიშნულ ფაქტს აღმაშფოთებელსა და სასწრაფოდ დასაფიქრებელს უწოდებს.
„ეს ფაქტი ძალიან აღმაშფოთებელი და დასაფიქრებელია. ხელისუფლების მხრიდან უნდა იყოს გამოვლენილი პოლიტიკური ნება, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა აიღონ პასუხისმგებლობა. როდესაც ამ საკითხზე საუბრობს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ოპოზიცია საქმე რეალურად გვაქვს სერიოზულ სახელმწიფოებრივ სკანდალთან. მე მინდა გამოვთქვა იმედი, რომ პრემიერ-მინისტრი შესაბამის რეაგირებას გააკეთებს და კონკრეტული გაგრძელება და კონკრეტული პასუხისმგებელი პირების გამოვლენა მოხდება.“- განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.