საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი დღეს, 13:00 საათზე პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული.
როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლასა და შანტაჟთან დაკავშირებით მან რამდენიმე დღის წინათ გააკეთა განცხადება. სწორედ ამასთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება.
თუმცა პაპუაშვილი მთავარ პროკურატურაში მისვლას პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე არ გეგმავს.
გარდა ამისა, ამავე საქმეზე პროკურატურაშია დაბარებული საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლე. მოსამართლე მერაბ ტურავას ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადების თაობაზე დაიბარეს.
საქართველოს პროკურატურამ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადებაში მითითებულ ფაქტებზე გამოძიება გუშინ დაიწყო.












