• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, May 21, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ჩინეთში ქართული ღვინო ონლაინ რეჟიმში გაიყიდება

10 years ago
in ეკონომიკა
A A
ჩინეთში ქართული ღვინო ონლაინ რეჟიმში გაიყიდება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ქუმსიშვილი„სინჰუა ნეტის“ და „Silk Road Chamber of International Commerce“-ის პარტნიორობით ჩინეთში ონლაინ-პლატფორმა “E-SilkRoad” იხსნება, სადაც ქართული ღვინო ონლაინ რეჟიმში გაიყიდება. შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს პირველმა ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოაწერა, რომელიც ჩინეთის უმსხვილეს ქალაქ შანხაიში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ხელმოწერის ცერემონია შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონის ღვინის ბირჟის შენობაში ჩატარდა. შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონის ღვინის ბირჟა წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ, ღვინის პროფესიონალურ სადილერო ორგანიზაციას და ქართული ღვინის აქ წარდგენა მნიშვნელოვანია როგორც პრესტიჟულობის, ასევე კონკრეტული შედეგების მოტანის თვალსაზრისით.

მემორანდუმზე ხელმოწერა შედგა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, ჩინური „Silk Road Chamber of International Commerce“-ის და „Xinhua Net“-ის (შინჰუა ნეტი) ერთობლივი ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე სახელწოდებით „ქართული ღვინის ზაფხული.“

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველო დაინტერესებულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებით.

„ჩვენ ვაფასებთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელობის ძალისხმევას ამ მიმართულებით. უკანასკნელ წლებში განხორციელდა მთელი რიგი ვიზიტები მაღალ დონეზე, წლიდან წლამდე იზრდება სავაჭრო-ეკონომიკური მაჩვენებლები. ქართული და ჩინური სამთავრობო დელეგაციები და კერძო კომპანიები სისტემატურად იღებენ მონაწილეობას საქართველოსა და ჩინეთის სხვადასხვა რეგიონებში გამართულ საერთაშორისო დონის შეხვედრებში, კონფერენციებში, გამოფენებში. აღნიშნული თანამშრომლობის კონკრეტული შედეგები ასახულია ორ ქვეყანას შორის ექსპორტ-იმპორტის მონაცემების მკვეთრ ზრდაში“ – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე–პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობა სრულ მხარდაჭერას უცხადებს იმ კომპანიებსა და ბიზნესპროექტებს, რომელთა მეშვეობით ხელი შეეწყობა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

ღონისძიების ფარგლებში გაფორმდა მეორე მემორანდუმიც, რომელიც ითვალისწინებს შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონის ღვინის ცენტრში ქართული ღვინის ეროვნული კუთხის მოწყობას. ცენტრში საქართველოსთვის გამოიყოფა 200 კვადრატულ მეტრამდე ფართი, რომელიც სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოს მომდევნო 3 წლის განმავლობაში განსაკარგავად გადაეცემა. ცენტრში განთავსდება სხვადასხვა ქართული ღვინის კომპანიის პროდუქცია და ქართული ღვინის შესახებ საპრომოციო მასალა. აქ უკვე წარმოდგენილია ოცამდე ქვეყნის ღვინის ეროვნული პავილიონი. მემორანდუმს ქართული მხრიდან ხელი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლევან დავითაშვილმა მოაწერა.

ღონისძიების ბოლოს „დუგლაძეების ღვინის კომპანიასა“ და ჩინეთის ყველაზე დიდ სახელმწიფო მედიაპორტალ „სინჰუა ნეტს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა. „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ იქნება პირველი, რომლის პროდუქციაც ოფიციალურად ჩაეშვება ონლაინ-პლატფორმა “E-SilkRoad” ქსელში. პირველ ეტაპზე ხელი ეწერება 300 000 ბოთლი ღვინის ექსპორტს საქართველოდან ჩინეთში.

ოფიციალური სტატისტიკით, 2016 წლის 6 თვის მონაცემებით, ჩინეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში მე-4 ადგილიდან მე-3 ადგილზე გადაინაცვლა ისეთი ტრადიციული ბაზრების შემდეგ, როგორიცაა რუსეთი და უკრაინა. საქართველოდან ჩინეთში წლის განვლილ ნახევარში ექსპორტირებულია 1,9 მლნ. ბოთლი ღვინო (0,75 ლ), ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 148%-ს მიაღწია.

ჩინეთის სხვადასხვა პროვინციებში ოთხ ათეულამდე ქართული ღვინის სახლი და სავაჭრო ობიექტი ფუნქციონირებს.

ქართული მხარე აქტიურად თანამშრომლობს „Silk Road Chamber of International Commerce“-თან. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები გასულ წელს „Silk Road Chamber of International Commerce“-ის მიერ ჩინეთში ჩატარებულ ბიზნეს ფორუმს ესწრებოდნენ, წელს კი ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი სტუმრობდა საქართველოს. 2016 წლის 6 სექტემბერს ჩინეთის ქალაქ შიანში დაგეგმილ „Silk Road Chamber of International Commerce“-ის სამიტზე საქართველო, აზერბაიჯანთან ერთად მიწვეულია, როგორც საპატიო სტუმარი.

ShareTweet

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

“დიმიტრი ქუმსიშვილი, მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე უფრო ფინანსისტია, ვიდრე ეკონომისტი” – გია ხუხაშვიოლი

გია ხუხაშვილი: კალაძეს არ აქვს კომფორტი, რომ პასუხისმგებლობა გადაიტანოს ბიძინა ივანიშვილზე

9 years ago
“სირთულე მხოლოდ დროა” – ხელოვანის, მერიემ ჩოლაკის პერსონა

“სირთულე მხოლოდ დროა” – ხელოვანის, მერიემ ჩოლაკის პერსონა

4 years ago
ავტოსაგზაო შემთხვევა ანაკლია-ზუგდიდის გზაზე – არიან დაშავებულები

ავტოსაგზაო შემთხვევა ანაკლია-ზუგდიდის გზაზე – არიან დაშავებულები

3 years ago
„საცოლე ელოდებოდა, ორ თვეში უნდა ჩამოსულიყო…“ – ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

„საცოლე ელოდებოდა, ორ თვეში უნდა ჩამოსულიყო…“ – ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

6 months ago

ახალი ამბები

გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა
ახალი ამბები

გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა

05/20/2026

გორის მუნიციპალიტეტში, ტყვიავი - ძევერის გზაზე, ბოლო ზარის მანქანების კოლონას ავარია შეემთხვა. წინასწარი ცნობით, ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა მკვეთრი მუხრუჭის...

Read moreDetails
“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე

“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე

05/19/2026
როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“

როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“

05/19/2026
“დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს,  ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა?

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა 05/20/2026
  • “ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე 05/19/2026
  • როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“ 05/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by