• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, May 9, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მამაკაცისა და ქალის თანასწორობის საკითხი ახალი აღთქმის სწავლების მიხედვით

6 years ago
in რელიგია
A A
მამაკაცისა და ქალის თანასწორობის საკითხი ახალი აღთქმის სწავლების მიხედვით
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მართლმადიდებლურ თეოლოგიაში, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და არაერთგვაროვან მოვლენას წარმოადგენს საკითხი, მამაკაცისა და ქალის თანასწორობის შესახებ. წინამდებარე სტატიაში შევეცდები, რომ განვიხილო და გავაანალიზო მართლმადიდებლური თეოლოგიის ის ნაწილი, რომელიც მამაკაცისა და ქალის თანასწორობის იდეას ეხმიანება და სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

სტატიაში საკითხი განხილულია, ახალი აღთქმის სწავლების მიხედვით.

იესო ქრისტეს მოძღვრება და ხედვა იმდროინდელი კულტურისა და საზოგადოებისთვის რევოლუციურ სიახლეს წარმოადგენდა. ადამიანზე, როგორც უმაღლეს ღირებულებაზე, განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება და სოციალური ურთიერთობების სიყვარულის კონცეფციაზე აგება, იმჟამინდელი პოლიტიკურ-რელიგიური იერარქიისათვის ძალზედ მნიშვნელოვან გარდატეხას წარმოადგენდა.

იესო ქრისტეს დამოკიდებულება ქალებისადმი თავისუფალი იყო ყოველგვარი გენდერული ტაბუებისგან. იგი პირდაპირ არ ეხებოდა ამ საკითხებს, მაგრამ თავისი მოღვაწეობითა და დამოკიდებულებებით  მაღლა იდგა ყოველგვარ ნეგატიურ წინასწარ განწყობაზე. წმიდა სახარება ნათლად წარმოგვიჩენს, რომ  ქრისტე მეძავებთან საუბარს არ გაურბოდა. ჩვენ ასევე სახარებიდან ვიცით, რომ მან სულით თაყვანისცემის შესახებ სწავლება გაუზიარა, „საეჭვო ყოფაქცევის“ მქონე სამარიტელ  ქალს იაკობის ჭასთან (იოან. 4:23), რომელსაც  ხუთი „ქმარი“ ჰყავდა და იმჟამად მეექვსესთან თანაცხოვრობდა, რაც აშკარად ეწინააღმდეგებოდა ქალების მაშინდელ სქესობრივი ცხოვრების ნორმებს.

იესო ასევე შემწყნარებლურად ეკიდება ქალს, რომელსაც ფარისეველნი  და მღვდელმთავარნი მეძავობაში ადანაშაულებდნენ და რომელიც, ძველი აღთქმის კანონების თანახმად ჩაქოლვას იმსახურებდა (იოან. 8:7). იესო ქრისტე თანაბრად იყენებდა მამაკაცისა და ქალის მაგალითებს თავის იგავებში და ამას ის აკეთებდა საკმაოდ ხშირად, რითაც ხაზს უსვამდა ქალის უდიდეს მნიშვნელობას.

საინტერესოა მაცხოვრის მიერ ცოლ-ქმრული ურთიერთობის შესახებ სწავლებაც.

გამოსაცდელად მისულ ფარისევლებს მაცხოვარი პასუხობს: „ნუთუ არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაბამიდან მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი? და თქვა: ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეწებება თავის ცოლს და ორნი იქნებიან ერთ ხორცად“ (მათ. 19:4-5). ამ სიტყვებით იესო ქრისტე სრულიად ახლებურ ხედვას გვთავაზობს,  ვინაიდან იუდაური ტრადიციული ცოლ-ქმრული ურთიერთობის მოდელის მიხედვით, სწორედ რომ ქალი ტოვებს მშობლებს ქმრის გამო. მაცხოვარმა კი თავისი სიტყვებით ხაზი გაუსვა ქალის განსაკუთრებულ მნიშვნელობას მეუღლისათვის. სახარებაშივე ნათლად ჩანს, რომ ქალსა და მამაკაცს თანაბრად აქვთ  საკუთარი რწმენის გამოხატვის უნარი.  მაგ. მართა ძმის, ლაზარეს გარდაცვალების შემდგომ მაცხოვართან შეხვედრისას თავის რწმენას ამოწმებს შემდეგი სიტყვებით:  „დიახ, უფალო, მე მწამს, რომ შენ ქრისტე ხარ, ძე ღმრთისა, რომელიც ამ წუთისოფლად მოდის“  (იოან. 11:27). აქ საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მართა მაცხოვრის შესახებ ამოწმებს მანამ, სანამ იესო ქრისტე მკვდრეთით აღადგენდა ლაზარეს. პეტრე მოციქული კი, რომელსაც ძლიერ უყვარდა მაცხოვარი და მისი მრავალი სასწაულის შემსწრეც იყო (მათ შორის მიცვალებულის აღდგინებისა), იესოს შეკითხვაზე: „თქუენ რაჲ სთქუთ ჩემთჳს, ვინ ვარ მე?“ ძუნწად პასუხობს: „შენ ქრისტე ხარ“ (მარკ. 8:29). ამიტომ, წმიდა ევსტათი ანტიოქიელი მართას სიტყვებს უფრო სრულ დამოწმებად მიიჩნევს, ვიდრე – პეტრესას.

ყველა პატრიარქალურ კულტურაში მამაკაცი მიიჩნეოდა ქალის მფლობელად და მის ბატონად, ხოლო ქალებს პრაქტიკულად არავითარი უფლებები არ ჰქონდათ. ახალ აღთქმაში არაერთგზის შევხვდებით , ქალის მამაკაცისადმი დაქვემდებარებულ მოდელთან დაკავშირებულ გამოთქმებს და ამ მუხლების ღრმა ანალიზი წარმოაჩენს, რომ ქრისტიანული მსოფლმხედველობა ამ მოდელის ტრანსფორმირებას ქალის სასარგებლოდ ახდენს.

მაგალითისათვის მოციქულთა ეპისტოლეებიდან ერთი მონაკვეთი განვიხილოთ, რომელიც მეტად საყურადღებოა გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით. წმინდა პავლე მოციქული გალატელთა მიმართ ეპისტოლეში, მამაკაცისა და ქალის ონტოლოგიური თანასწორობის დადასტურების შემდგომ („უკვე აღარ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც მამრი და არც მდედრი, ვინაიდან თქვენ ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში“ (გალატ. 3:28), ასევე წერს ეფესელებს, სადაც  იგი ცოლ-ქმრულ ურთიერთობებზე საუბრობს. წმინდა პავლეს პატრიარქალური ცოლ-ქმრული ურთიერთობის მოდელში, სადაც ქალი  უუფლებო და მამაკაცზე დაქვემდებარებული არსება იყო, ქრისტიანული მსოფლმხედველობა შეაქვს. იგი, ერთი მხრივ, ცოლს ქმრის მორჩილებისკენ მოუწოდებს (ეფეს. 5:22-24), რაც დაკანონებული ნორმა იყო იმჟამინდელი სამყაროსთვის, მაგრამ, მეორეს მხრივ, მოუწოდებს მამაკაცს, რომ უყვარდეს ცოლი ისევე, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია: მამაკაცებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, ისევე, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გაწირა მისთვის, რათა წმიდაეყო იგი და განეწმიდა წყალში განბანითა და  სიტყვით. რათა განემზადებინა იგი თავისთვის დიდებულ ეკლესიად, არ ჰქონოდა ლაქა ან ნაკლი, ან რაიმე მისი მსგავსი, არამედ, პირიქით, რათა წმიდა და უბიწო ყოფილიყო. ისე უნდა უყვარდეს მამაკაცებს თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები. ვისაც თავისი ცოლი უყვარს, მას საკუთარი თავი უყვარს. ვინაიდან, არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ კვებავს და უვლის მას, ისევე როგორც უფალი ეკლესიას (ეფეს.  5:25-33). მოწოდება ქრისტეს მსგავსი სიყვარულისკენ ნიშნავს: თავდადებულ, თავგანწირულ სიყვარულს, რაც გულისხმობს მზაობას ქმრის მხრიდან, მოკვდეს საკუთარი ნებით მეუღლისათვის, ანუ იმას, რაც აღასრულა კიდეც ქრისტემ ეკლესიისათვის. ამგვარი მოთხოვნა მამაკაცისადმი იყო სრულიად ახლებური და განსხვავებული სწავლება იმდროინდელი პატრიარქალური ყოფისათვის.

რევოლუციურმა გარდატეხამ, რომელიც ახალი აღთქმის ეპოქამ მოიტანა, ქალისადმი დამოკიდებულება რადიკალურად შეცვალა და მას განსაკუთრებული ადგილი მიანიჭა. ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის, როგორც ქალის სახე და ადგილი, ამ თვალსაზრისით, თვალსაჩინო მაგალითია. მარადის ქალწული მარიამი ატარებს სიმბოლიზმს, რომლის მიხედვითაც ქალი მთელი თავისი სულიერი და ბიოლოგიური ბუნებით  ღმერთისადმი გახსნილობის მაგალითს წარმოადგენს. ევა გახდა მიზეზი პირველქმნილი ცოდვის ჩადენისა, მაგრამ მარიამმა ევას პირველცოდვა გამოისყიდა მაცხოვრის შობით. იგი ღმერთთან ყველაზე ახლოსაა ყველა დაბადებულს შორის და არის „დედა ყოველი ქმნილებისა“.

როგორც დავინახეთ, ქრისტიანობა და კერძოდ მართლმადიდებლური თეოლოგია საბოლოო ჯამში მხარს უჭერს, მამაკაცისა და ქალის თანასწორობის იდეას.

იესო ქრისტეს მიერ პიროვნებაზე განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება, განურჩევლად მისი სქესობრივი ან სხვა რაიმე ნიშნისა,  ცხადყოფს სქესობრივ განსხვავებაზე აღმატებულ მსოფლმხედველობას. მისი დამოკიდებულება მემკვიდრეობით მიიღეს ჯერ მისმა მოციქულებმა და შემდგომში ეკლესიის სხვა წმინდა მამებმა, რომლებიც თავიანთ ნაშრომებში ხაზგასმის აღნიშნავდნენ, მამაკაცისა და ქალის ონტოლოგიურ თანასწორობას. ქრისტიანული სწავლება, რომელიც არ ისახავდა მიზნად სოციალურ-პოლიტიკური რევოლუციების  მოხდენას, საუკუნეების მანძილზე ცდილობდა, არსებული უთანასწორობანი აღმოეფხვრა დიდაქტიკური საშუალებებით, ვინაიდან ქრისტეს მიზანი იყო, რომ ადამიანები ცათა სასუფევლისათვის განემზადებინა.

თეოლოგი, ლაშა ჯიხვაშვილი

Share1Tweet1

ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი
ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ
ახალი ამბები

ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ

05/07/2026
მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო – მეუფე ნიკოლოზი
ახალი ამბები

მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო – მეუფე ნიკოლოზი

05/07/2026
„სამი კანდიდატის წარდგენით დავინახეთ რეალობა და ყველაფერი უკვე ცხადია“ – გიორგი მიქანაძე მეუფე შიოზე
ახალი ამბები

„სამი კანდიდატის წარდგენით დავინახეთ რეალობა და ყველაფერი უკვე ცხადია“ – გიორგი მიქანაძე მეუფე შიოზე

05/08/2026
მეუფე შიო: მომდევნო კვირაში მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა, გთხოვთ, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ღირსეულად ჩავატაროთ
ახალი ამბები

მეუფე შიო: მომდევნო კვირაში მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა, გთხოვთ, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ღირსეულად ჩავატაროთ

05/06/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026

საინტერესო

Weforum: 5G ინტერნეტი და მისია მთვარეზე – „ბნელი მხარის“ შესასწავლად – რა სიახლეებს უნდა ველოდოთ ჩინეთისგან?

Weforum: 5G ინტერნეტი და მისია მთვარეზე – „ბნელი მხარის“ შესასწავლად – რა სიახლეებს უნდა ველოდოთ ჩინეთისგან?

8 years ago
სავარაუდოდ, ნარკოტიკის ზედოზირებით 1 პირი დაიღუპა, მასთან ერთად მყოფს ბრალი წარუდგინეს

სავარაუდოდ, ნარკოტიკის ზედოზირებით 1 პირი დაიღუპა, მასთან ერთად მყოფს ბრალი წარუდგინეს

2 years ago
ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცე-მერი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ორი პირი დააკავა და ორი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

7 years ago
ვირუსი, რომელიც ახლაა გავრცელებული ე.წ. ღორის გრიპია

ვირუსი, რომელიც ახლაა გავრცელებული ე.წ. ღორის გრიპია

7 years ago

ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026

შალვა პაპუაშვილი პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან მონტენეგროში ისაუბრა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პაპუაშვილმა...

Read moreDetails
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

05/07/2026
გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026
  • “პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი 05/07/2026
  • „სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა 05/07/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by