• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, May 24, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ქართულ ბაზარზე ახალი, ინოვაციური პროდუქცია-„ჭკვიანი თხილი“ გამოჩნდა

8 years ago
in ეკონომიკა
A A
ქართულ ბაზარზე ახალი, ინოვაციური პროდუქცია-„ჭკვიანი თხილი“ გამოჩნდა
10
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ალბათ, ყველას გვსმენია თხილის სასარგებლო თვისებებზე, რომელის შემადგენლობაში შემავალი  ვიტამინები შეიცავს ქოლინს – ამინომჟავას, რომელიც ტვინის მოქმედებას ააქტიურებს. თხილი, გონების ეს აქტიური  სტიმულატორი, სხადასხავა დანიშნულებით გამოიყენება. სწორედ ამიტომ, რამდენიმე თვის წინ ნინო ანდრიაძემ და მისი მეუღლემ გადაწყვიტეს, თხილისგან ახალი, სრულიად განსხვავებული პროდუქცია შეექმნათ – „ყოჩაღი ნუში“, „ჭკვიანი თხილი“ და „მოხერხებულ მიწისთხილი“ ის პროდუქტებია, რომელიც დღეს უკვე დიდი მოწონებითა და პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში.

„თბილისი  თაიმსთან“ საუბრისას კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნინო ანდრიაძე განმარტავს, რომ პროდუქცია ნატურალურია და კონსერვატებისგან თავისუფალი.

თქვენ შესახებ რომ მოგვიყვეთ,  საიდან გაგიჩნდათ  მსგავსი პროდუქციის შექმნის იდეა?

– „ჭკვიანი თხილი“ ოჯახური ბიზნესია. ჩვენი ძირითადი საქმიანობაა საკონსულტაციო კომპანია,რომელიც ინოვაციური და საინტერესო პროდუქტების და სერვისების განვითარებაში ეხმარება. „ჭკვიანი თხილიც“ ერთ-ერთი ასეთი პროდუქტია. გურმანების ოჯახი ვართ. ჩემი 5 წლის შვილიც კი გურმანია. ჯანსაღი ცხოვრება და გემრიელი კვება ძალიან აქტუალური თემაა და ფაქტია რომ ხშირად რთულია ეს ბალანსი დაიცვა.

რამდენი ხანია რაც „ჭკვიანი თხილი“ არსებობს ბაზარზე და რასთანაა დაკავშირებული ბრენდის სახელი?

– როცა ბრენდზე და მის სახელზე ვფიქრობდით, მე და ჩემი მეუღლე  ვმსჯელობდით თუ ვისთვის არის ეს პროდუქტი, როგორი ადამიანისთვის და რა სარგებელი უნდა მოუტანოს მას. ამ დროს ჩემმა 5 წლის გოგონამ შეგვახსენა – ხომ გახსოვთ თხილი და ნიგოზი ტვინისთვის არის კარგიო. ასე შეიქმნა „ჭკვიანი თხილი“ , „ყოჩაღი ნუში“ და „მოხერხებული მიწის თხილი“. სახელი კარგად ასახავს პროდუქტების ინგრედიენტებს და იმ ადამიანებსაც, ვისთვისაც ის შეიქმნა.

რა სახის პროდუქციას ქმნით და რითია გამორჩეული?

– „ჭკვიანი თხილი“ ქართულ თხილეულზე დამზადებული  თხილის, ნუშის და მიწის თხილის პასტებია, რომელიც მცირე რაოდენობით ნატურალური თაფლით  და მადაგასკარის ვანილით არის შეზავებული. ვეგანებისთვის და მათთვის ვისაც დიაბეტი აწუხებს, უთაფლო ვერსიებსაც ვაწარმოებთ.

თხილის პასტა იდეალური საუზმე და სასუსნავია მათთვის ვინც ვარჯიშობს ან წონაში დაკლება სურს. მართალია ჭკვიანი თხილი მდიდარია ცხიმებით, მასში ცოტა ნახშირწყლები და ბევრი ცილაა, ამიტომ მცირე ულუფაც კი ენერგიით ავსებს და შიმშილის გრძნობას დიდი ხნით აცხრობს.

ძირითადად რა სახის ინგრედიენტები გამოიყენება პროდუქტის შესაქმნელად და სად ხდება ნედლეულის შეძენა?

– ჭკვიანი თხილი, ყოჩაღი ნუში და მოხერხებული მიწის თხილი მინიმალური ინგრედიენტებისგან შედგება და არ შეიცავს ხელოვნურ კონსერვანტებს და პალმის ზეთს. თხილეულის და თაფლის მომწოდებლები  სამეგრელოში და კახეთში გვყავს. მადაგასკარის ვანილის გარდა, რომელსაც ცნობილი ფირმის Nielsen Massey-ს გან ვიძენთ, ყველა ინგრედიენტი ადგილობრივია.

როგორ შეხვდა მომხმარებელი სიახლეს და რამდენად მოთხოვნადია ბაზარზე?

– „ჭკვიანი თხილი“ პირველად დეკემბრის დასაწყისში გაიცნო მომხმარებელმა პროდუქცია ჩვენი ფეისბუკ გვერდის მეშვეობით და დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მომხმარებლები საოცარ სიტყვებს გვწერენ. რამდენიმე საშობაო ბაზრობაზეც მივიღეთ მონაწილეობა, სადაც ყველაზე გრძელი რიგი ჩვენს დახლთან იდგა. სამივე პროდუქტი ძალიან მოსწონთ და თანაბრად იყიდება.

 სად შეიძლება პროდუქციის შეძენა და რა არის მისი ფასი?

– ამჯერად „ჭკვიანი თხილი“ ონლაინ მაღაზია soplidan.ge- ზე იყიდება. მალე საკუთარი ონლაინ მაღაზიაც გვექნება და ქსელურ სუპერმარკეტებთან მოლაპარაკებებსაც ვაწარმოებთ.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

– თავიდანვე ეს ბრენდი სერიოზული მიზნებით შევქმენით. რადგან ადგილობრივი მომხარებელი ასე აღტაცებით შეგვხვდა, გარკვეულ დროს ჩვენი პორთფოლიოს განვითარებას დავუთმობთ და მომავალში ექსპორტზე ვიფიქრებთ.

მარიამ ლეკიაშვილი

Share4Tweet3

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

არადეკლარირებული საქონლის შემოტანის გამო აზერბაიჯანის მოქალაქე დაჯარიმდა

12 years ago
ბრედ პიტი მოხუც მეზობელს 40-მილიონიან ვილაში, წლების მანძილზე უფასოდ აცხოვრებდა

ბრედ პიტი მოხუც მეზობელს 40-მილიონიან ვილაში, წლების მანძილზე უფასოდ აცხოვრებდა

3 years ago
საქართველოს ელჩი ყაზახეთის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს ელჩი ყაზახეთის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა

12 years ago
“შეძრწუნებული ვარ ბორის ნემცოვის მკვლელობით”

“შეძრწუნებული ვარ ბორის ნემცოვის მკვლელობით”

11 years ago

ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა
ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა

05/23/2026

მომღერალმა ჯესი ჯეიმ განაცხადა, რომ კიბო დაამარცხა.  38 წლის მომღერალმა ეს ამბავი Instagram-ზე გააზიარა მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში ყოველწლიურ შემოწმებაზე...

Read moreDetails
ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

05/23/2026
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

05/22/2026
„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

05/22/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა 05/23/2026
  • ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა 05/23/2026
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა 05/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by